სტუ-ის სტუდენტებმა ბილბაოს საერთაშორისო კონფერენციაში – „მოძველებული ტექნოლოგიებისა და მეთოდების გაუმჯობესების თანამედროვე მეთოდები“ – მონაწილეობა მიიღეს

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებმა, ნანა ბუკიამ და ნიკა მაღრაძემ,  ხსნადობის წონასწორობაზე საერთო იონური მოქმედების თერმოდინამიკური მოდელირების შესახებ სტუ-ის პროფესორ ირინე ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით შესრულებული კვლევის შედეგები ესპანეთის ქალაქ ბილბაოში გამართულ I საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე – „მოძველებული ტექნოლოგიებისა და მეთოდების გაუმჯობესების თანამედროვე მეთოდები“ (“Current Methods of Improving Outdated Technologies and Methods”) წარადგინეს.

კონფერენციაზე, რომელშიც 7 ქვეყნის 80-მდე უნივერსიტეტისა და აკადემიის 60-ზე მეტი სტუდენტი, 35 პროფესორი, 50-მდე ასოცირებული პროფესორი და დოქტორი მონაწილეობდა, წარდგენილი იყო მოძველებული ტექნოლოგიებისა და მეთოდების გაუმჯობესებასა და განახლებაზე ფოკუსირებული 105 კვლევა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის  ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის პროფესორის, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსის ირინე ბერძენიშვილის განცხადებით, მაგისტრანტების მიერ წარდგენილი ნაშრომი, რომელიც განხორციელდა სასწავლო კურსის – „ტექნოლოგიური პროცესების ქიმიური თერმოდინამიკა“ – ფორმატში,  საერთაშორისო კონფერენციამ მაღალი ხარისხის თანამედროვე კვლევად შეაფასა, ასევე, მუშაობის პროცესში შეიქმნა სადისკუსიო სივრცე, სადაც ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორებმა და სტუდენტებმა, მიღწეული შედეგების მდგრადობის მხარდასაჭერად, ერთმანეთს იდეები და გეგმები გაუზიარეს.

„კვლევის თერმოდინამიკური მეთოდები ის თანამედროვე ტრენდია, რომელსაც დღეს მასობრივად მიმართავენ ქიმიური და ტექნოლოგიური პროცესების ოპტიმიზაციისა და ეფექტურობის ამაღლების მიზნით. ამ მიმართულებით, პრეზენტაციაში ავსახეთ  კონკრეტულ მაგალითზე საერთო იონური მოქმედების პრინციპი, როგორც მნიშვნელოვანი ფენომენი და ამავე დროს, ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს იონურ ნივთიერებათა ხსნადობაზე. თერმოდინამიკური ანალიზით დადგენილია, რომ წონასწორულ რეაქციულ სისტემაში საერთო იონის არსებობა აქტიურად ზემოქმედებს ხსნადობაზე და ინიცირებს მყარი ფაზის სელექციურ გამოყოფას. ამ მოვლენას რეგულარულად ვაწყდებით ისეთ ტექნოლოგიურ პროცესებში როგორიცაა: მარილის ექსტრაქცია ზღვის წყლიდან, მარილების გაწმენდა, ხარისხობრივი ანალიზი, წყლის დამუშავება, საპნის წარმოება, საკვები სოდის წარმოება, ბუფერების რეგულირება, ამასთან, ეს ეფექტი ხშირად გამოიყენება სასურსათო და ფარმაცევტულ ინდუსტრიაში.  წარმოდგენილი პრინციპის უკეთ გააზრებითა და მიღებული შედეგების გამოყენებით, შესაძლებელი გახდა მოძველებული ტექნოლოგიების გაუმჯობესება, მრავალი წარმოების ტექნიკური და ტექნოლოგიური საფუძვლების სრულყოფა და ინოვაციური ტექნოლოგიური პროცესების რაციონალურად წარმართვა. სასიხარულოა, რომ კონფერენციამ ნაშრომი მაღალი ხარისხის კვლევად მიიჩნია, რაც ჩვენი გუნდის კიდევ ერთი დიდი წარმატებაა. საწარმოო, საპროექტო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დროს, კვლევები ინჟინერს ეხმარება, ექსპერიმენტის გვერდის ავლით, მრავალი აქტუალური პრობლემა გადაჭრას და სწორი დიაგნოზი დასვას. ჩვენ გამოვიკვლიეთ მნიშვნელოვანი ფენომენი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია პრაქტიკაში, რომელიც  ორიენტირებულია მიზნობრივი პროდუქტის გამოსავლის გაზრდაზე. საერთო იონის ეფექტის ცოდნა ძალზე მნიშვნელოვანია ქიმიის დარგისათვის და ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას საქართველოში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მსგავს კონფერენციებში მონაწილეობა უნიკალური შესაძლებლობაა, რომ უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევები ევროპულ სტანდარტებს მაქსიმალურად მივუახლოვოთ. მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, დეკანს, პროფესორ ლიანა თარგამაძეს და მთელ ჩვენს კოლექტივს“, – აცხადებს პროფესორი ირინე ბერძენიშვილი.

ესპანეთში, ქალაქ ბილბაოში გამართულ I საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში – „მოძველებული ტექნოლოგიებისა და მეთოდების გაუმჯობესების თანამედროვე მეთოდები“ (“Current Methods of Improving Outdated Technologies and Methods”) –  წარმატებით მონაწილეობისათვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.

 


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...

სიახლეები

DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის

2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...

gtu
სიახლეები

სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?