სტუ-მ „მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის“ აღსანიშნად მზადება დაიწყო

სიახლეები

img.card-img-top{
object-position: 50% 20%;
}

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა „მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის“ აღსანიშნად მზადება დაიწყო.  

მეცნიერების მსოფლიო დღის აღსანიშნავ ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტისა და საუნივერსიტეტო სივრცეში ინტეგრირებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების სამეცნიერო-აკადემიური წრეების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სტუ-ის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი, ფაკულტეტების დეკანები, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები.

ღონისძიება გახსნა სტუ-ის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა. როგორც რექტორის მოადგილემ განაცხადა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იწყებს მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზებას, რათა ამიერკავკასიაში ერთ-ერთი წარმატებული უმაღლესი საინჟინრო სკოლა ამ მნიშვნელოვან თარიღს სათანადოდ მომზადებული შეხვდეს.

„წელს 22 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც UNESCO-მ 10 ნოემბერი მეცნიერების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. 2001 წლიდან ყოველ წელს აღინიშნება მეცნიერების მსოფლიო დღე, რომლის ლაიტმოტივი მშვიდობისა და განვითარებისკენაა მიმართული. ამდენად ყოველწლიურად იკრიბებიან მეცნიერები, რათა ფართო საზოგადოების ყურადღება მიიქციონ არსებული სამეცნიერო საკითხების განსახილველად. ეს დღე ასევე ხაზს უსვამს მეცნიერების აქტუალობას ჩვენს ყოფით ცხოვრებაში. დღეს ჩვენი შეკრების მიზეზი ორმაგ შინაარს ატარებს: პირველი, მოვემზადოთ და 10 ნოემბერს მეცნიერების დღესთან დაკავშირებით გავმართოთ ფართო ბრიფინგი  და მეორე, ჩვენ გვჭირდება კლასტერული ინტეგრაცია, რაც დარგთაშორისი ცოდნის გაზიარებაა. ჩვენი კვლევითი სფეროს პოტენციალი საკმაოდ შთამბეჭდავია, მაგრამ დღევანდელ დღეს სჭირდება ცოდნისა და გამოცდილების ინტეგრაცია. ასეთ შეხვედრებს მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ინიციატივით ვატარებდით და ჩავთვალოთ, რომ ეს შეხვედრები იქნება რეგულარული“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა.

შეხვედრაზე გამომსვლელებმა ისაუბრეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა მიღწევებზე საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს მთავრობისთვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ასევე, მეცნიერებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.

 

 

 


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...

სიახლეები

DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის

2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...

gtu
სიახლეები

სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?