სტუ პროფესორ ნუგზარ მურღულიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მკვლევრისა და პედაგოგის, პროფესორ ნუგზარ მურღულიას გარდაცვალების გამო, სამძიმარს უცხადებს ოჯახს, კოლეგებს, უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტსა და საინჟინრო მექანიკისა და მშენებლობის ტექნიკური ექსპერტიზის დეპარტამენტს.
სამძიმარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სამეცნიერო და აკადემიური წრეები, თანამშრომლები და სტუდენტები უერთდებიან.
„76 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის საინჟინრო მექანიკისა და მშენებლობის ტექნიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის პროფესორი, ცნობილი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი ნუგზარ მურღულია – ნაგებობათა დინამიკისა და დეფორმადი სხეულის მექანიკის გამორჩეული მკვლევარი, მრავალი სამეცნიერო სტატიის, ხუთი სახელმძღვანელოსა და მონოგრაფიის ავტორი, განსაკუთრებული უნარებით დაჯილდოებული პედაგოგი, რომელმაც ცნობილ და წარმატებულ სპეციალისტთა არაერთი თაობა აღზარდა.
ვეთხოვებით ძვირფას კოლეგას, დიდბუნებოვან ადამიანს, რომელსაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, განუზომელ სიყვარულთან და ერთგულებასთან ერთად, ცხოვრების უდიდესი პერიოდი – სტუდენტობის ხანა და მოღვაწეობის 53 წელი აკავშირებდა.
სამძიმარს ვუცხადებთ, მურღულიების ოჯახს, სამშენებლო ფაკულტეტს, ბატონი ნუგზარის მეგობრებს, კოლეგებსა და აღზრდილებს. უფალმა გაუნათლოს სასუფეველი“, – აღნიშნულია რექტორის, დავით გურგენიძის სამძიმარში.
მსგავსი
სტუ-ის რექტორი გამოჩენილი ქართველი არქიტექტორის ვახტანგ დავითაიას გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და არქიტექტურის, ურბანისტიკისა...
სტუ-ის რექტორი ასოცირებული პროფესორის, ნათია მაისურაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით მწუხარებას გამოთქვამს ასოცირებული პროფესორის ნათია მაისურაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს...
სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას...
სტუ-ის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ჰამბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში
22–26 ივნისს, გერმანიაში, ჰამბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (HAW Hamburg), Erasmus+ CBHE პროექტის „DIGITECH“ ფარგლებში საერთაშორისო ვორკშოპი და სამუშაო შეხვედრები გაიმართა....
სტუ-ის მათემატიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: აკადემიკოს შალვა...
იაპონელი მეცნიერის, პროფესორ სატოში მიჰარას საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ცნობილმა იაპონელმა მეცნიერმა, იაპონიის მაღალი ენერგიის ამაჩქარებლის კვლევების ორგანიზაციაში (KEK - the High Energy Accelerator Research Organization)...