„ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება სასწავლო პროცესში” – ტრენინგი საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე დასრულდა ტრენინგი – „ხელოვნური ინტელექტის  ინსტრუმენტების გამოყენება სასწავლო პროცესში”.

აღსანიშნავია, რომ ტრენინგში, რომელიც უნივერსიტეტსა და ბოლნისის N1 საჯარო სკოლას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა, ოცი პედაგოგი მონაწილეობდა.

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, მსგავსი ტიპის ტრენინგები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში ციფრული უნარების განვითარების თვალსაზრისით. პროფესორ თალიკო ჟვანიას  განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება მნიშვნელოვნად ამარტივებს სწავლება-სწავლის პროცესს, ზრდის გაკვეთილების ეფექტიანობას და პედაგოგებს აძლევს შესაძლებლობას, უფრო ინოვაციური და მოსწავლეზე ორიენტირებული მეთოდები დანერგონ.

„ტრენინგის მონაწილეებმა პრაქტიკულად იმუშავეს სხვადასხვა AI პლატფორმასთან, გაეცნენ მათი გამოყენების შესაძლებლობებს სასწავლო მასალების მომზადებაში, შეფასების სისტემების გაუმჯობესებასა და ინტერაქტიული სწავლების მეთოდების დანერგვაში. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ პრაქტიკულ მაგალითებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით საგაკვეთილო პროცესის გამარტივებასა და ინდივიდუალურ სწავლებაზე მორგებული მიდგომების შემუშავებას უკავშირდება.

მონაწილეებმა განიხილეს, თუ როგორ შეიძლება AI ინსტრუმენტების ინტეგრირება სხვადასხვა საგნობრივ მიმართულებაში, როგორ ეხმარება იგი პედაგოგებს დროის ოპტიმიზაციაში და როგორ ზრდის მოსწავლეთა ჩართულობასა და მოტივაციას ინტერაქტიული და მრავალფეროვანი სასწავლო მასალების შექმნის გზით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ასევე აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვისა და ტექნოლოგიების ეთიკური გამოყენების საკითხებზე, რაც თანამედროვე განათლების სისტემაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად მიიჩნევა“.

 – პროფესორი თალიკო ჟვანია

ტრენინგი – „ხელოვნური ინტელექტის  ინსტრუმენტების გამოყენება სასწავლო პროცესში”, ორი დღე მიმდინარეობდა. საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის სესიებს სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორები – ლილი პეტრიაშვილი და მზია კიკნაძე უძღვებოდნენ.


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ის საცურაო აუზის “ტონუსი” სპეციალური შეთავაზება

სტუ-ის საცურაო აუზი “ტონუსი” უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს აბონიმენტებზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეღავათიანი აბონიმენტით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, 07:00 საათიდან...

სიახლეები

იტალიური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ სტუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს იტალიური ენის შესწავლას სრულიად უფასოდ სთავაზობს. რეგისტრაციის ვადა 6...

სიახლეები

TUDA-ს იდეების კონკურსი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის – „თქვენზე მორგებული უბანი!“

თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (TUDA) აცხადებს იდეების კონკურსს „თქვენზე მორგებული უბანი! - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“....

სიახლეები

UNI4VERSE FINEDU-ს საინფორმაციო შეხვედრა სტუ-ში

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი სტუდენტებს ფინანსური განათლებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვაციური პროტოტიპების შექმნისა და Web Summit-ზე გამგზავრების შანსს აძლევს. საქართველოს ტექნიკურ...

სიახლეები

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ქართულ და აფხაზურ ენებზე საერთაშორისო კონფერენციის თეზისების კრებული გამოსცა

„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა პირველად შექმნა შესაძლებლობა, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, სამეცნიერო კომუნიკაცია ქართულ და აფხაზურ ენებზე განხორციელებულიყო, ხოლო კონფერენციის თეზისების კრებული...

სიახლეები

პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი სტუდენტებს ლიეტუვური ენის შესწავლას სთავაზობს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი სტუ-ის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შესასწავლად იწვევს. ლიეტუვური ენისა...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?