სტუ-ის მათემატიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:
- აკადემიკოს შალვა მიქელაძის სახელობის გამოთვლითი ცენტრი
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი – 0.5 საშტატო ერთეული
- მათემატიკური მოდელირების განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი – 0.5 საშტატო ერთეული
- ხელოვნური ინტელექტის განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი – 0.5 საშტატო ერთეული
განცხადებების მიღება იწარმოებს 2026 წლის 5 აგვისტოდან – 7 აგვისტოს ჩათვლით, 11:00-დან 15:00 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, 0160, კოსტავას 77, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი, საკონტაქტო პირი: ნინო ბოკუჩავა, ტელ: 595 65 80 27.
საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსი ჩატარდება 2026 წლის 12 აგვისტოს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2026 წლის 12 აგვისტოს, ინსტიტუტში თვალსაჩინო ადგილზე და ინსტიტუტის ვებგვერდზე: https://micm.edu.ge/.
კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2026 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (კონკურსანტის ანკეტა, განცხადება, გასაუბრების ჩატარების დრო და ადგილი) გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე: https://micm.edu.ge/.
- საკონკურსო პირობები
კონკურსის ძირითადი პირობები:
- მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ ერთი – იმპაქტ-ფაქტორიან (Web of Science) ჟურნალში, ხოლო დანარჩენი პუბლიკაციებიდან არანაკლებ სამი – Scopus-ში ინდექსირებულ ჟურნალში.
- მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ ორი – Scopus-ში ინდექსირებულ ჟურნალში. ეს უკანასკნელი მოთხოვნა პირზე არ ვრცელდება, თუ ის პირველად იღებს მეცნიერ-თანამშრომლის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას.
სამეცნიერო თანამდებობებზე (მთავარი მეცნიერი, მეცნიერ თანამშრომელი) პირი აირჩევა 5 წლის ვადით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:
ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე https://micm.edu.ge/), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერთიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);
ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი/საბუთები, დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;
დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით. ნუსხაში იმპაქტ-ფაქტორიან (Web of Science) ჟურნალებს უნდა მიეწეროს აბრევიატურა „IF“, ხოლო Scopus-ში ინდექსირებულ ჟურნალებს კი უნდა მიეწეროს აბრევიატურა „SJR“;
ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);
ვ) 2 ფოტოსურათი 3X4;
ზ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა;
შენიშვნა: ცნობების წარმოდგენისგან თავისუფლდება პირი, ვისაც აღნიშნული ცნობები უკვე წარმოდგენილი აქვს უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურში.
III. კონკურსის ჩატარების წესი
კონკურსი ჩატარდება ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და „ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიაში, უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ვებ-გვერდებზე.
საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება. ასევე საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები.
კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მსგავსი
სტუ-ის პროფესორმა, მსოფლიოს წამყვან მეცნიერებთან ერთად, ფილადელფიაში მათემატიკოსთა საერთაშორისო კონგრესში – ICM 2026 – მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დავით ნატროშვილმა ფილადელფიაში (აშშ) გამართულ მათემატიკოსთა საერთაშორისო კონგრესში...
სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
2026 წლის 1 სექტემბრიდან იწყება საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებული 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში სტაჟიორთა შერჩევის კონკურსი. ანაზღაურებადი სტაჟირების...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ლამარა ბერიშვილის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით პროფესორ ლამარა ბერიშვილის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და...
სტუ-ის რექტორი პარაძიუდოისტთა ნაკრებსა და სტუ-ის სტუდენტს ევროპის ორგზის ჩემპიონობას ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტს, საქართველოს...
სტუ-ის რექტორმა განათლების მინისტრის მოადგილემ, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრი უნივერსიტეტების რექტორებმა და სტუდენტებმა აგვისტოს ომის გმირებს პატივი მიაგეს
„დღეს კიდევ ერთხელ მივაგეთ პატივი ჩვენი გმირების ხსოვნას. მათი თავგანწირვა არის მაგალითი იმისა, თუ რამდენად ძვირფასია სამშობლო, თავისუფლება და მშვიდობა....
სტუ-ის რექტორი პროფესორ შენგელი ფიცხელაურს, იუბილესა და ძიუდოში პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მინიჭებას ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების...