სტუ-ის რექტორმა თერთმეტ პროფესორს უნივერსიტეტის ოქროს მედლები და საპატიო დიპლომები გადასცა

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და მეცნიერებს სტუ-ის ოქროს მედლები და საპატიო დიპლომები გადასცა.

უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის პროფესორებს – მერაბ ახობაძეს და გია სურგულაძეს სტუ-ის ოქროს მედლები, ხოლო პროფესორებს – რევაზ კაკუბავას, ზურაბ ბოსიკაშვილს, შოთა ზაზაშვილს, ომარ შამანაძეს, ნოდარ აბელაშვილს, ბესარიონ შანშიაშვილს, მზია ცირეკიძეს, მანანა ჩიხრაძესა და სიმონ ხოშტარიას სტუ-ის საპატიო დიპლომები აკადემიური საბჭოს სხდომაზე გადაეცათ.

როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, დაჯილდოებული პროფესორები წლების განმავლობაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით ემსახურებიან უნივერსიტეტს. მისი თქმით, ამ ადამიანებმა აღზარდეს მრავალი ღირსეული თაობა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო წარმატებაში.

„რეალობაა, რომ ინფორმატიკა ეკონომიკის, განათლების, მრეწველობისა და სახელმწიფო მართვის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. სწორედ ამ სფეროში შექმნილი ცოდნა და ინოვაციები განსაზღვრავს ქვეყნის კონკურენტუნარიანობას, ტექნოლოგიურ სუვერენიტეტს და მომავალ განვითარებას.

ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების წვლილი ამ პროცესში განსაკუთრებულია. ისინი ქმნიან ცოდნას, ავითარებენ სამეცნიერო სკოლებს, ასწავლიან სტუდენტებს თანამედროვე ტექნოლოგიურ აზროვნებას და მათ აძლევენ შესაძლებლობას იყვნენ კონკურენტუნარიანები როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო სივრცეში. გულწრფელ მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს გაწეული შრომისთვის, თავდადებისთვის და იმ ფასდაუდებელი წვლილისთვის, რომელიც უნივერსიტეტის სახელის გაძლიერებას უკავშირდება.

გილოცავთ ამ დამსახურებულ ჯილდოებს და გისურვებთ ჯანმრთელობას, ახალ წარმატებებსა და კიდევ უფრო დიდ სამეცნიერო მიღწევებს“.

– აკადემიკოსი დავით გურგენიძე

ინფორმაციისთვის: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით დაწესებული ჯილდო – „ოქროს მედალი”, ქართველი და უცხოელი მეცნიერებს გადაეცემა უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის. დაჯილდოებულ პირს, ჯილდოს და შესაბამის მოწმობას საზეიმოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი გადასცემს.


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ის საცურაო აუზის “ტონუსი” სპეციალური შეთავაზება

სტუ-ის საცურაო აუზი “ტონუსი” უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს აბონიმენტებზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეღავათიანი აბონიმენტით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, 07:00 საათიდან...

სიახლეები

იტალიური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ სტუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს იტალიური ენის შესწავლას სრულიად უფასოდ სთავაზობს. რეგისტრაციის ვადა 6...

სიახლეები

TUDA-ს იდეების კონკურსი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის – „თქვენზე მორგებული უბანი!“

თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (TUDA) აცხადებს იდეების კონკურსს „თქვენზე მორგებული უბანი! - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“....

სიახლეები

UNI4VERSE FINEDU-ს საინფორმაციო შეხვედრა სტუ-ში

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი სტუდენტებს ფინანსური განათლებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვაციური პროტოტიპების შექმნისა და Web Summit-ზე გამგზავრების შანსს აძლევს. საქართველოს ტექნიკურ...

სიახლეები

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ქართულ და აფხაზურ ენებზე საერთაშორისო კონფერენციის თეზისების კრებული გამოსცა

„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა პირველად შექმნა შესაძლებლობა, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, სამეცნიერო კომუნიკაცია ქართულ და აფხაზურ ენებზე განხორციელებულიყო, ხოლო კონფერენციის თეზისების კრებული...

სიახლეები

პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი სტუდენტებს ლიეტუვური ენის შესწავლას სთავაზობს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი სტუ-ის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შესასწავლად იწვევს. ლიეტუვური ენისა...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?