„ქართული სასულიერო არქიტექტურა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები“- საერთაშორისო კონფერენცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ქართული სასულიერო არქიტექტურა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები“ გაიმართა.
კონფერენციის მიზანი იყო ქართული სასულიერო არქიტექტურის ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის წარმოჩენა, მისი დაცვისა და თანამედროვე ურბანულ გარემოში ინტეგრაციის საკითხების განხილვა, ასევე დარგის მეცნიერებს, მკვლევრებსა და ახალგაზრდა სპეციალისტებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება.
კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევრები, დოქტორანტები და სტუდენტები, ასევე პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორმა, ანა მარტიკამ, რომელმაც კონფერენციას ონლაინ ფორმატში შეუერთდა და მონაწილეებს საკუთარი სამეცნიერო ხედვა გაუზიარა სასულიერო არქიტექტურის, ისტორიული მემკვიდრეობის დაცვისა და თანამედროვე ქალაქგეგმარებითი გამოწვევების შესახებ.
„საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავი ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის უმნიშვნელოვანესი თარიღია. ამ იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და პატივია, რადგან სწორედ არქიტექტურის სფეროა ის მიმართულება, სადაც ეროვნული იდენტობა, ისტორიული მეხსიერება და თანამედროვე განვითარების ხედვა ერთმანეთს ბუნებრივად უკავშირდება.
ქართული სასულიერო არქიტექტურა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული ნაწილია. მისი შესწავლა, დაცვა და თანამედროვე ურბანულ გარემოში სწორი ინტეგრაცია დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროფესიულ გამოწვევას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, მსგავსი კონფერენციები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს როგორც სამეცნიერო კვლევების განვითარების, ისე პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით.
მოხარული ვართ, რომ კონფერენციაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საზოგადოებასთან ერთად მონაწილეობდნენ პარტნიორი უნივერსიტეტების მეცნიერები და სტუდენტები. მადლობა პოლონეთის ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორს, ანა მარტიკას, საინტერესო თემის წარმოდგენისთვის.
ჩვენი ფაკულტეტი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის კვლევას, კონსერვაციასა და თანამედროვე არქიტექტურულ პროცესებთან მის დაკავშირებას. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი მოსაზრებები და სამეცნიერო კვლევები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც ქართული სასულიერო არქიტექტურის შემდგომ შესწავლაში, ისე იმ პროფესიული ხედვების ჩამოყალიბებაში, რომლებიც ისტორიული მემკვიდრეობის დაცვასა და თანამედროვე ქალაქთმშენებლობის ჰარმონიულ განვითარებას შეუწყობს ხელს.
მადლობას ვუხდი ყველა მომხსენებელს, მონაწილეს, სტუდენტსა და პარტნიორ ორგანიზაციას. სწორედ ასეთი სამეცნიერო ღონისძიებები აძლიერებს უნივერსიტეტის აკადემიურ ავტორიტეტს, ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და ახალგაზრდა თაობას უქმნის შესაძლებლობას, ჩაერთოს თანამედროვე არქიტექტურული მეცნიერების აქტუალურ საკითხებზე პროფესიულ დისკუსიაში“.
– პროფესორი ნუგზარ ხვედელიანი
კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი მოხსენებები შეეხებოდა ქართული ქრისტიანული არქიტექტურის განვითარების ისტორიულ ეტაპებს, ეკლესია-მონასტრების არქიტექტურულ თავისებურებებს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თანამედროვე მიდგომებს, ისტორიული ურბანული სივრცეების განვითარების ტენდენციებსა და ქალაქთმშენებლობის იმ გამოწვევებს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია კულტურული იდენტობის შენარჩუნებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად.
მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ ქართული სასულიერო არქიტექტურა ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომლის კვლევა, დაცვა და თანამედროვე ურბანულ გარემოსთან ჰარმონიული თანაარსებობა როგორც სამეცნიერო, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
დისკუსიების ფარგლებში მეცნიერებმა და სტუდენტებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს, განიხილეს უახლესი კვლევები და იმსჯელეს იმ საერთაშორისო პრაქტიკაზე, რომელიც ისტორიული არქიტექტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და თანამედროვე ქალაქგეგმარებით პროცესებში მის ეფექტიან ინტეგრაციას უკავშირდება.
მსგავსი
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ბათუმში საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია – „შავი ზღვის უსაფრთხოების თანამედროვე პრობლემები კლიმატის ცვლილების კონტექსტში“, ჩაატარა
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თანმიმდევრულად უჭერს მხარს კლიმატის ცვლილების, გარემოს დაცვის, მწვანე ტექნოლოგიების, ენერგეტიკული ტრანზიციისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით სამეცნიერო კვლევების...
„ქართული კრეატივი“ – საჯარო ლექცია-სემინარი სტუ-ში
29 მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია-სემინარი - „ქართული კრეატივი“ გაიმართა, რომელსაც კრეატივის სკოლის დამფუძნებელი კოტე იანტბელიძე უძღვებოდა. ღონისძიებამ დიდი...
სტუ-ში სახელმწიფო ენების, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ეკონომიკის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
„ქართულმა ენამ ქართველი ერი ურთულეს ისტორიულ ვითარებაში გააერთიანა, შეუნარჩუნა სახელმწიფოებრივი ცნობიერება და კულტურული უწყვეტობა. ქართულმა სიტყვამ, ქართულმა ხელნაწერმა, ქართულმა საგალობელმა...
სტუ-ში X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „გლობალიზაცია და ბიზნესის საერთაშორისო გამოწვევები“ ჩატარდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალიზაცია და ბიზნესის საერთაშორისო გამოწვევები“ გაიმართა, რომელზეც ქართველმა და უცხოელმა მკვლევრებმა, სტუდენტებმა...
საქართველოს ციფრული სუვერენიტეტის დაცვისა და განვითარების დღეები სტუ-ში
28 მაისს, 12:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ნიკო ნიკოლაძის სახელობის შეხვედრების დარბაზში იხსნება სტუ-ის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული...
რუსთაველის ფონდის საგრანტო პროექტების მომზადების ტრენინგი სტუ-ში
20 მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ორგანიზებით, პრაქტიკული ტრენინგ-სემინარის „რუსთაველის ფონდის წარმატებული საგრანტო პროექტების მომზადება –...
