საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, ელენე აბაშიძის გარდაცვალების გამო, ოჯახს და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი მეცნიერის, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორის – ელენე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, აღზრდილებსა და კოლეგებს.
„ქალბატონი ელენეს სახით, ქართულმა სამეცნიერო საზოგადოებამ და უმაღლესი განათლების სისტემამ დაკარგა გამორჩეული მკვლევარი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება და შემოქმედებითი ენერგია გეოლოგია-მინერალოგიის დარგის განვითარებასა და წინსვლას მიუძღვნა. მისი ფუნდამენტური სამეცნიერო ნაშრომები და ღვაწლი ფასდაუდებელი მემკვიდრეობაა ჩვენი ქვეყნისთვის.
განსაკუთრებულია მისი დამსახურება თაობების აღზრდის საქმეშიც. მან, როგორც უბადლო პედაგოგმა, მრავალ ახალგაზრდას გაუკვალა გზა პროფესიულ სამყაროში, აღზარდა მაღალი დონის სპეციალისტები და მკვლევრები, რომლებიც დღეს წარმატებით მოღვაწეობენ ჰიდროგეოლოგიის, მინერალოგიისა თუ საინჟინრო გეოლოგიის სფეროში. სამეცნიერო და აკადემიურ საზოგადოებაში ქალბატონი ელენეს ხსოვნა მუდამ დარჩება მაღალი აკადემიური ეთიკის, პროფესიონალიზმისა და ადამიანურობის სიმბოლოდ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თანაგრძნობასა და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, მის მრავალრიცხოვან აღზრდილებსა და კოლეგებს“,
– აღნიშნულია რექტორის სამძიმრის წერილში.
ინფორმაციისთვის: ელენე აბაშიძე 540 სამეცნიერო ნაშრომისა და 13 200 ექსპერიმენტის ავტორია. მან განსაკუთრებული წვლილი შეიტანა წყალსაცავების ფუნდამენტში არსებული კირქვების ნაპრალებში წყლის მოქმედების ჰიდროქიმიური და ჰიდროდინამიკური მექანიზმის შესწავლაში. მისი სამეცნიერო კვლევები აღიარებულია როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ხოლო სადოქტორო ნაშრომი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ბიბლიოგრაფიულმა ინსტიტუტმა შეაფასა როგორც საუკეთესო, მისი ავტორი კი „წლის ქალის“ საპატიო წოდებით დააჯილდოვა.
მსგავსი
სტუ-ის საცურაო აუზის “ტონუსი” სპეციალური შეთავაზება
სტუ-ის საცურაო აუზი “ტონუსი” უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს აბონიმენტებზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეღავათიანი აბონიმენტით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, 07:00 საათიდან...
იტალიური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ სტუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს იტალიური ენის შესწავლას სრულიად უფასოდ სთავაზობს. რეგისტრაციის ვადა 6...
TUDA-ს იდეების კონკურსი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის – „თქვენზე მორგებული უბანი!“
თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (TUDA) აცხადებს იდეების კონკურსს „თქვენზე მორგებული უბანი! - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“....
UNI4VERSE FINEDU-ს საინფორმაციო შეხვედრა სტუ-ში
GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი სტუდენტებს ფინანსური განათლებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვაციური პროტოტიპების შექმნისა და Web Summit-ზე გამგზავრების შანსს აძლევს. საქართველოს ტექნიკურ...
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ქართულ და აფხაზურ ენებზე საერთაშორისო კონფერენციის თეზისების კრებული გამოსცა
„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა პირველად შექმნა შესაძლებლობა, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, სამეცნიერო კომუნიკაცია ქართულ და აფხაზურ ენებზე განხორციელებულიყო, ხოლო კონფერენციის თეზისების კრებული...
პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი სტუდენტებს ლიეტუვური ენის შესწავლას სთავაზობს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი სტუ-ის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შესასწავლად იწვევს. ლიეტუვური ენისა...