სტუ-სა „გლობალ სელს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების – „გლობალ სელი“ – დირექტორმა გიორგი მადუაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის თანამედროვე საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და წვდომის გაფართოებას, რაც სხვადასხვა ერთობლივი პროექტის, საგანმანათლებლო ინიციატივისა და სპეციალური პროგრამის მეშვეობით განხორციელდება. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის პრაქტიკული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების გაფართოების, ასევე, ერთობლივი საგანმანათლებლო და ინოვაციური პროექტების განხორციელების მიმართულებით.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი აღნიშნავს, შეთანხმება ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის საზოგადოების ჩართულობის გაზრდას საერთაშორისო ციფრულ და სატელეკომუნიკაციო სივრცეში, თანამედროვე სერვისებზე წვდომის გაუმჯობესებასა და საგანმანათლებლო პროცესის კიდევ უფრო ეფექტიან განვითარებას. პროფესორ თამარ წერეთლის თქმით, მემორანდუმი თანამშრომლობის გაღრმავებას, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის პრაქტიკული და პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნას გულისხმობს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება, რომლებიც საგანმანათლებლო სივრცეს თანამედროვე ტექნოლოგიურ გარემოსთან კიდევ უფრო მეტად დააახლოებს. „გლობალ სელთან“ გაფორმებული მემორანდუმი სწორედ ამ მიზანს ემსახურება და წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების პროცესში.

დღეს უმაღლესი განათლების ხარისხი განისაზღვრება იმ შესაძლებლობებით რომლებსაც უნივერსიტეტი სტუდენტებსა და თანამშრომლებს თანამედროვე ტექნოლოგიებთან, საერთაშორისო პრაქტიკასა და ციფრულ რესურსებთან წვდომის მიმართულებით სთავაზობს. „გლობალ სელთან“ თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ჩვენი უნივერსიტეტის საზოგადოებისათვის საერთაშორისო დონის სატელეკომუნიკაციო სერვისების ხელმისაწვდომობის გაფართოებას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს როგორც სწავლების, ისე კვლევისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით.

მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი ერთობლივი პროექტები, საგანმანათლებლო ინიციატივები და სპეციალური პროგრამები მნიშვნელოვნად გააძლიერებს უნივერსიტეტისა და კერძო სექტორის თანამშრომლობას. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სტუდენტებისთვის ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიურ ტენდენციებს, განივითარონ პრაქტიკული უნარები და მიიღონ ის გამოცდილება, რომელიც მათ საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიან სპეციალისტებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება“.

 -პროფესორი თამარ წერეთელი


მსგავსი

მემორანდუმი

რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე – სტუ CERN-ის მორიგ მასშტაბურ საერთაშორისო პროექტში ჩაერთვება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ჟენევაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, CERN-თან ხელი მოაწერა ურთიერთგაგების...

მემორანდუმი

სტუ-სა და „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები უახლოესი მომავლიდან, სტაჟირების სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, პრაქტიკული უნარების გამომუშავებას, ასევე პროფესიული და კვლევითი გამოცდილების შეძენას „რეგიონული...

მემორანდუმი

წარმატებული სტუდენტებისთვის პროფესორ ალექსანდრე ტალიაშვილის სახელობითი დაფინანსება დაწესდა

„სასიხარულოა, რომ ამიერიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ის ნიჭიერი და მოტივირებული სტუდენტები, რომლებიც ჯგუფურად შემუშავებული ინტერდისციპლინური ინოვაციური პროექტებით კონკურსში გამარჯვებას მოიპოვებენ,...

მემორანდუმი

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა აბელ...

მემორანდუმი

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იუსტიციის სახლს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის...

მემორანდუმი

სტუ-ში CERN-ის SHiP კოლაბორაციასთან თანამშრომლობის ახალ მემორანდუმს მოეწერა ხელი

„თანამედროვე ფუნდამენტური მეცნიერების განვითარების კონტექსტში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმგვარი ინსტიტუციური თანამშრომლობის გაფართოება, რომელიც უზრუნველყოფს უმნიშვნელოვანესი ინოვაციური კვლევითი პრაქტიკების განვითარებას გლობალურ...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?