სტუ-ში ფაკულტეტებიდან აკადემიურ საბჭოში წარმომადგენლის არჩევნები ჩატარდება

სიახლეები

3 ოქტომბერს სტუ-ში ჩატარდება ფაკულტეტებიდან აკადემიურ საბჭოში წარმომადგენლის არჩევნები შემდეგი ვაკანტური ადგილებისთვის: 

• ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი – 1 ვაკანტური ადგილი;
• სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი – 1 ვაკანტური ადგილი;
• საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 1 ვაკანტური ადგილი.

აკადემიური საბჭოს წევრის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტზე იკავებს პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის თანამდებობას.

საბჭოს წევრს ირჩევს შესაბამისი ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და ფაკულტეტის საბჭოს წევრ-სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები.

არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია 20 სექტემბერს დაიწყება და 27 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. აკადემიური საბჭოს წევრი აირჩევა ოთხი წლის ვადით.

კანდიდატებმა განცხადება უნდა შეიტანონ შესაბამისი ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში.განცხადებას თან უნდა დაერთოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მოწმობის, პასპორტის) ასლი და ცნობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტზე დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ.

არჩევნები ჩატარდება უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტებზე, არჩევნების ჩატარების საუნივერსიტეტო დებულების შესაბამისად.

 


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...

საერთაშორისო ვიზიტები

აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვიზიტი სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზიის მეცნიერებათა აკადემიის (Asian Academy of Sciences – AASc,...

Placeholder
სიახლეები

იტალიური ენის უფასო კურსები სტუ-ის სტუდენტებისთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ გაძლევთ უნიკალურ შანსს, გაიაროთ იტალიური ენის უფასო კურსები, რომლებიც განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის...

მემორანდუმი

სტუ-სა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ბაკურ მიქაძემ უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის...

Placeholder
სიახლეები

პროფესიული კურსები სტუდენტებისთვის

საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია გრენა სხვადასხვა უნივერსიტეტის პირველკურსელებისთვის  სასწავლო კურსებს იწყებს. 28 სექტემბერს და 5 ოქტომბერს, ასოციაცია გრენა პირველკურსელებს  ორ...

sashemodgomo gare mobiloba 2026-2027 gtu
სიახლეები

სტუ-ში 2026-2027 სასწავლო წლის საშემოდგომო გარე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ინფორმაციას სტუ-ის შერჩეულ პროგრამაზე გარე მობილობისთვის გამოყოფილი ვაკანტური ადგილებისა და დაშვების პირობების შესახებ: https://students.emis.ge/VacancyInfo მობილობით გადმოსვლის მსურველმა...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?