სტუ-ში სურსათის მიწოდების მოკლე ჯაჭვების შესახებ საერთაშორისო პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტზე წიგნის – „წარმატების სტრატეგიები სურსათის მიწოდების მოკლე ჯაჭვებში: შემთხვევების ანალიზი პოლონეთიდან, ჩეხეთიდან და სლოვაკეთიდან“ – პრეზენტაცია გაიმართა.
გამოცემა მომზადებულია საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, რომელიც ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტი – „საოჯახო მეურნეობები სურსათის მიწოდების მოკლე ჯაჭვებში: გამოცდილების ტრანსფერი ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან და პოლონეთიდან“, მიზნად ისახავს საოჯახო მეურნეობების ეკონომიკურ გაძლიერებას, მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობასა და ცენტრალური ევროპის ქვეყნების წარმატებული გამოცდილების გაზიარებას.
სტუ-ის მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია, რომელმაც საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში აქტიური მონაწილეობა მიიღო კვლევით და საგანმანათლებლო საქმიანობაში.
პროფესორ ნინო ჩხარტიშვილის განცხადებით, ინიციატივა მიმართულია იმ პრაქტიკული მოდელებისა და მექანიზმების გაცნობისკენ, რომლებიც სურსათის მიწოდების მოკლე ჯაჭვების განვითარებას უწყობს ხელს და ადგილობრივ მწარმოებლებსა და მომხმარებლებს შორის პირდაპირ კავშირებს აძლიერებს.
„წიგნი აერთიანებს პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის წარმატებულ პრაქტიკებს, შემთხვევების ანალიზსა და რეკომენდაციებს, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სექტორის, მცირე ფერმერული მეურნეობებისა და აგროსასურსათო სისტემების განვითარებისათვის. გამოცემაში წარმოდგენილი გამოცდილება ხელს შეუწყობს როგორც აკადემიური წრეების, ისე ფერმერების, აგრობიზნესის წარმომადგენლებისა და დარგის სპეციალისტების ინფორმირებულობის ზრდას.
სურსათის მიწოდების მოკლე ჯაჭვები თანამედროვე აგროსასურსათო სისტემების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ფერმერების ეკონომიკურ გაძლიერებასა და მომხმარებლისთვის ხარისხიან პროდუქტზე ხელმისაწვდომობის ზრდას. ვიშეგრადის ფონდის მიერ მხარდაჭერილმა პროექტმა შესაძლებლობა მოგვცა, შეგვესწავლა პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის წარმატებული გამოცდილება და ეს ცოდნა ქართულ რეალობასთან დაგვეკავშირებინა.
წიგნი, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა, წარმოადგენს მნიშვნელოვან რესურსს როგორც მკვლევრებისთვის, ასევე ფერმერებისა და აგრობიზნესის წარმომადგენლებისთვის. მასში თავმოყრილია პრაქტიკული მაგალითები და წარმატების მოდელები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადგილობრივი მეურნეობების კონკურენტუნარიანობისა და მდგრადობის გასაძლიერებლად.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს ქმნის ცოდნის გაცვლის, ახალი პარტნიორობების განვითარებისა და ევროპული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობას, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს როგორც განათლების, ისე აგრარული სექტორის განვითარებას“.
– პროფესორი ნინო ჩხარტიშვილი
ღონისძიებას ესწრებოდა პროექტის კოორდინატორი, მენდელის უნივერსიტეტის (ბრნო, ჩეხეთის რესპუბლიკა) ექსპერტი ივო ზდრაჰალი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და სოფლის განვითარების სააგენტოს, საქართველოში არსებული დონორი ორგანიზაციებიების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სტუდენტები, ფერმერები, აგრობიზნესის სფეროს წარმომადგენლები და სოფლის განვითარების საკითხებით დაინტერესებული პირები.
პრეზენტაციის მონაწილეებმა ისაუბრეს საერთაშორისო პროექტის მნიშვნელობაზე, სურსათის მიწოდების მოკლე ჯაჭვების როლზე ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ევროპული გამოცდილების გაზიარებასა და დანერგვას უკავშირდება.
მსგავსი
სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...
DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის
2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...
სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...
სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...