სტუ-ის კურსდამთავრებული – უნივერსიტეტში მიღებულმა განათლებამ ჩემი პროფესიული გზა განსაზღვრა

სიახლეები

„ჩემი არჩევანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე შემთხვევითი არ ყოფილა, პროფესიის არჩევისას ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო ისეთი გარემო სადაც იქნებოდა ძლიერი აკადემიური პერსონალი, ინოვაციური მიდგომებით. დღეს, როცა ვაფასებ არჩევანს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მოლოდინები გამართლდა, მე მივიღე იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე უბრალოდ დიპლომია. ფაკულტეტმა მომცა ფუნდამენტური ცოდნა, ჩამომიყალიბა ანალიტიკური აზროვნება დარაც ყველაზე მთავარია გამიჩინა სამეცნიერო კვლევებისადმი ინტერესი“, – ამის შესახებ სტუ-ის კურსდამტავრებული, სამართლის დოქტორი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი კობა ჩიხლაძე აცხადებს.

კობა ჩიხლაძის შეფასებით, უნივერსიტეტში მიღებული განათლება მხოლოდ პროფესიული ცოდნის შეძენით არ შემოიფარგლება. სასწავლო პროცესი სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, განივითარონ კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, გაიღრმაონ კვლევითი უნარები და ჩამოყალიბდნენ თანამედროვე მოთხოვნებზე ორიენტირებულ სპეციალისტებად.

„2005 წელს ჩავაბრე პირველი ეროვნული გამოცდები თუმცა მახსოვს – დამხვდა აკადემიური გარემო უამრავი წარმატებული პრაქტიკოსი პროფესორის ჩართულობით, რომლებიც თავიანთი საქმის უბადლო პროფესიონალები იყვნენ, სტუდენტებს გვექცეოდნენ არა უბრალოდ მსმენელებს, არამედ როგორც მომავალ კოლეგებს, – აცხადებს კობა ჩიხლაძე, – უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ჩემი ცხოვრება საკმაოდ საინტერესო გამოწვევებით აღმოჩნდა სავსე, როგორც აკადემიური, ისე პროფესიული კუთხით. ეს გზა რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპად შემიძლია დავყო: ბაკალავრიატის დასრულებისთანავე, სწავლა მაგისტრატურაში განვაგრძე და სამართლის მაგისტრის ხარისხი მოვიპოვე. თუმცა, აქ გაჩერება არ მიფიქრია – დოქტორანტურაში ჩარიცხვამ და აქტიურმა კვლევითმა საქმიანობამ საბოლოოდ სადოქტორო დისერტაციის წარმატებით დაცვამდე მიმიყვანა, რის შედეგადაც სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი მომენიჭა. ამ წლების განმავლობაში, პარალელურად ვმუშაობდი სამეცნიერო სტატიებსა და პუბლიკაციებზე, ამასთანავე, აქტიურად ვმონაწილეობდი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კონფერენციებში, რომლებიც აქტუალურ სამართლებრივ საკითხებს ეძღვნებოდა.

პროფესიული კუთხით 1 წელი გახლდით უზენაეს სასამართლოში სისხლის სამართლის პალატაში, 6 წელი ვიყავი მერიის იურიდიულ სამსახურში, 2 წელი გახლდით 2 კერძო კომპანიის იურისტი და ამავადროულად სამშენებლო კომპანიის გენერალური დირექტორი, ეხლა ვმუშაობ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შიდა ინსპექტირების დეპარტამენტში. ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობა იყო, როდესაც ჩემსავე ფაკულტეტზე დავიწყე პედაგოგიური საქმიანობა. წლების განმავლობაში მიღებულმა გამოცდილებამ და სტუდენტებთან მუშაობამ საშუალება მომცა, გამევლო აკადემიური იერარქიის ყველა საფეხური და დღეს უკვე ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი. აკადემიური საქმიანობის პარალელურად, მუდმივად ვცდილობდი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას, რათა აუდიტორიაში სტუდენტებისათვის მიმეწოდებინა განახლებული, ცოცხალი და პრაქტიკული მაგალითები“.

– სტუ-ის კურსდამთავრებული კობა ჩიხლაძე

კობა ჩიხლაძის თქმით, მიზანდასახულობა, პროფესიული ზრდისკენ სწრაფვა და უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული შესაძლებლობების სრულფასოვანი გამოყენება ქმნის იმ საფუძველს, რომელზეც მომავალი წარმატებული კარიერა შენდება. მისი თქმით, წარმატების მისაღწევად ყველაზე მნიშვნელოვანი მუდმივი განვითარება, პასუხისმგებლობის აღება და საკუთარი შესაძლებლობების რწმენაა.

„ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა – თქვენ გადიხართ იმ გზას, რომელიც მეც წლების წინ გავიარე. არასოდეს შეგეშინდეთ გამოწვევების და იყავით ჯანსაღად ამბიციურები საკუთარ მიზნებში. გახსოვდეთ, რომ ჩვენი პროფესია ყველა უნივერსიტეტში ერთი და იმავე ფუნდამენტური ლიტერატურით ისწავლება, ამიტომ წარმატებას საბოლოოდ განსაზღვრავს არა მხოლოდ გარემო, არამედ თქვენი შრომა, მონდომება და პასუხისმგებლობა. ნუ მიეჩვევით სხვებში მიზეზებისა და დამნაშავეების ძებნას. აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებასა და პროფესიულ განვითარებაზე. მოეკიდეთ თქვენს პროფესიას იმ პასუხისმგებლობითა და პატივისცემით, რომელსაც ის იმსახურებს. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატების მთავარი არქიტექტორი მხოლოდ თქვენ ხართ“.

– სტუ-ის კურსდამთავრებული კობა ჩიხლაძე


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ის რექტორი ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ქეთევან ქუთათელაძეს დაბადების დღეს ულოცავს. „ძვირფასო...

სიახლეები

სტუ დიზაინის საერთაშორისო სკოლის ინგლისურენოვან პროგრამებზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (შემდგომში უნივერსიტეტი) აცხადებს ღია კონკურსს 2026-2027 სასწავლო წლიდან 4 წლის ვადით დიზაინის საერთაშორისო სკოლის ინგლისურენოვან პროგრამებზე პროფესორის...

სიახლეები

სტუ თბილისში, ვერაზე დატრიალებული შემზარავი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე პროფესორ-მასწავლებლების, თანამშრომლებისა და სტუდენტების სახელით თბილისში, ვერაზე დატრიალებულ შემზარავ ტრაგედიას ეხმიანება, რომელმაც 17...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი ემერიტუსი პროფესორის მერაბ ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მწუხარებას გამოთქვამს ემერიტუსის, გამოჩენილი მეცნიერის, ინჟინრის, ენერგეტიკის დარგის თვალსაჩინო მკვლევარისა და პედაგოგის, პროფესორ...

სიახლეები

2026-2027 სასწავლო წლის I სემესტრისთვის შიდა მობილობის მსურველთა საყურადღებოდ

2026-2027 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის (შიდა მობილობის) მსურველებმა 2026 წლის 23 ივლისს უნდა...

სიახლეები

რექტორმა ღვაწლმოსილ მკვლევრებს უნივერსიტეტის ოქროს მედლები და საპატიო დიპლომი გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ღვაწლმოსილ მეცნიერ-მკვლევრებსა და პროფესორებს სტუ-ის ოქროს მედლები და საპატიო...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?