თამარ ურუშაძემ მომავალ ჟურნალისტებს საჯარო ლექცია ჩაუტარა
„თანამედროვე ქართული ტელეჟურნალისტიკა – გამოწვევები, პრობლემები და მათი დაძლევის გზები” – ამ საკითხების ირგვლივ ცნობილმა ჟურნალისტმა თამარ ურუშაძემ საჯარო ლექცია ჩაუტარა სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს. თამარ ურუშაძე სტუდენტებთან საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და „ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის“ მოწვევით იმყოფებოდა.
სტუმარმა მომავალ ჟურნალისტებს საკუთარ გამოცდილება გაუზიარა, თუ როგორ გაიარა გზა რიგითი ჟურნალისტობიდან გადაცემის წამყვანობამდე და ამ გზაზე როგორ შეიძინა პროფესიული უნარ-ჩვევები. მან სტუდენტებს მისცა ძალიან ღირებული რჩევები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჟურნალისტის პროფესიაში ობიექტურობა და რაოდენ დიდი სიფრთხილეა საჭირო სენსიტიური თემების გაშუქებისას.
თავად ჟურნალისტი განსაკუთრებულ პრობლემად მიიჩნევს პოლარიზებულ მედიას, თუმცა, მისი თქმით, ჟურნალისტის კეთილსინდისიერება არის გარანტი იმისა, რომ მან ნებისმიერ მედია გარემოში შეინარჩუნოს ობიექტურობა და თავისუფლების მაღალი ხარისხი. მან ასევე ისაუბრა ტელემედიის ზოგად პრობლემებსა და გამოწვევებზე და სტუდენტებთან ინტერაქციით გამოავლინა, რომ ტელემედია თანდათან კვდომას განიცდის, რადგან კარგავს ახალგაზრდა აუდიტორიას.
თამარ ურუშაძემ სტუდენტთა მრავალრიცხოვან შეკითხვებს უპასუხა. საჯარო ლექცია კი ჟურნალისტიკის თემაზე შედგენილი ვიქტორინით დაასრულა. გამორჩეულ სტუდენტებს გადაეცათ სამახსოვრო დიპლომები.
სტუდენტებმა ჟურნალისტი აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს და მასთან კვლავ შეხვედრის სურვილი გამოთქვეს.
მსგავსი
სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას...
სტუ-ის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ჰამბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში
22–26 ივნისს, გერმანიაში, ჰამბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (HAW Hamburg), Erasmus+ CBHE პროექტის „DIGITECH“ ფარგლებში საერთაშორისო ვორკშოპი და სამუშაო შეხვედრები გაიმართა....
სტუ-ის მათემატიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: აკადემიკოს შალვა...
იაპონელი მეცნიერის, პროფესორ სატოში მიჰარას საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ცნობილმა იაპონელმა მეცნიერმა, იაპონიის მაღალი ენერგიის ამაჩქარებლის კვლევების ორგანიზაციაში (KEK - the High Energy Accelerator Research Organization)...
სტუ-სა „გლობალ სელს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების - „გლობალ სელი“ - დირექტორმა გიორგი მადუაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, ელენე აბაშიძის გარდაცვალების გამო, ოჯახს და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი მეცნიერის, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორის - ელენე...