სტუ-სა და ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე სისაურმა ქვეყნის ეკონომიკის მოთხოვნების, შრომის ბაზრისა და განათლების სისტემის ურთიერთკავშირის ხელშეწყობის, ასევე, უმაღლესი და პროფესიული განათლების განვითარების მიზნით, უნივერსიტეტსა და კორპორაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა თანამშრომლობას განათლების, მეცნიერების, ინოვაციების, პროფესიული განვითარების, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტთა პრაქტიკული მომზადებისა და კვალიფიციური კადრების აღზრდის მიმართულებით. შეთანხმების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის პრაქტიკული უნარების განვითარებას, სტაჟირების პროგრამების განხორციელებას, ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების დაგეგმვა-განხორციელებას.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის თქმით, თანამედროვე შრომის ბაზარი მაღალკვალიფიციურ, კონკურენტუნარიან და პრაქტიკულ გამოცდილებაზე ორიენტირებულ სპეციალისტებს მოითხოვს, რაც აკადემიური სექტორისა და დამსაქმებელი ორგანიზაციების მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას განაპირობებს. როგორც პროფესორი თამარ წერეთელი აცხადებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის პარტნიორობა მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის პროფესიული განვითარების დამატებითი შესაძლებლობების შექმნას, მათი დასაქმების ხელშეწყობასა და ქვეყნის ენერგეტიკის სექტორისთვის საჭირო კადრების მომზადებას. მისივე თქმით, თანამშრომლობის ფარგლებში ასევე იგეგმება თემატური სემინარების, ტრენინგების, საჯარო ლექციების, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციებისა და სხვა ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება, რაც სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ დარგში არსებულ თანამედროვე ტენდენციებსა და გამოწვევებს.
„თანამედროვე ეკონომიკა სულ უფრო მეტად საჭიროებს როგორც მაღალი აკადემიური კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებს, ისე პრაქტიკულ უნარებზე ორიენტირებულ პროფესიონალებს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის პარტნიორული ურთიერთობების განვითარება განათლების, მეცნიერებისა და ინდუსტრიის ეფექტიან ინტეგრაციას უზრუნველყოფს. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული კომპანიაა, რომლის საქმიანობა საქართველოს ენერგოუსაფრთხოებასა და ეკონომიკურ განვითარებას უკავშირდება. ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმა და ახალგაზრდა მკვლევრებმა რეალურ გარემოში მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, გაეცნონ თანამედროვე ინდუსტრიულ პროცესებსა და დარგში მიმდინარე ტექნოლოგიურ სიახლეებს. მემორანდუმი ქმნის ფართო შესაძლებლობებს ერთობლივი საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კვლევითი პროექტების განხორციელებისთვის და ასევე მოიცავს პროფესიული განათლების კომპონენტსაც. დარწმუნებული ვართ, რომ თანამშრომლობა ხელს შეუწყობს არა მხოლოდ სტუდენტთა პრაქტიკული უნარების განვითარებას, არამედ გამოყენებითი კვლევების გაძლიერებას, ინოვაციური იდეების წარმოჩენას და კვლევების შედეგების დანერგვას ეკონომიკურ საქმიანობაში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის იყო და რჩება ქვეყნის ინდუსტრიული, ტექნოლოგიური და საინჟინრო განვითარების პროცესის აქტიურ მონაწილედ. ჩვენი მიზანია, ახალგაზრდებს შევუქმნათ ისეთი საგანმანათლებლო გარემო, რომელიც მათ მისცემს არა მხოლოდ ფუნდამენტურ ცოდნას, არამედ შესაძლებლობას, სწავლის პროცესშივე დაეუფლონ პროფესიას“.
პროფესორი თამარ წერეთელი
მსგავსი
სტუ-ის საცურაო აუზის “ტონუსი” სპეციალური შეთავაზება
სტუ-ის საცურაო აუზი “ტონუსი” უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს აბონიმენტებზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეღავათიანი აბონიმენტით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, 07:00 საათიდან...
იტალიური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ სტუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს იტალიური ენის შესწავლას სრულიად უფასოდ სთავაზობს. რეგისტრაციის ვადა 6...
TUDA-ს იდეების კონკურსი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის – „თქვენზე მორგებული უბანი!“
თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (TUDA) აცხადებს იდეების კონკურსს „თქვენზე მორგებული უბანი! - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“....
UNI4VERSE FINEDU-ს საინფორმაციო შეხვედრა სტუ-ში
GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი სტუდენტებს ფინანსური განათლებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვაციური პროტოტიპების შექმნისა და Web Summit-ზე გამგზავრების შანსს აძლევს. საქართველოს ტექნიკურ...
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ქართულ და აფხაზურ ენებზე საერთაშორისო კონფერენციის თეზისების კრებული გამოსცა
„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა პირველად შექმნა შესაძლებლობა, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, სამეცნიერო კომუნიკაცია ქართულ და აფხაზურ ენებზე განხორციელებულიყო, ხოლო კონფერენციის თეზისების კრებული...
პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი სტუდენტებს ლიეტუვური ენის შესწავლას სთავაზობს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი სტუ-ის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შესასწავლად იწვევს. ლიეტუვური ენისა...
