2026-2027 სასწავლო წლის I სემესტრისთვის შიდა მობილობის მსურველთა საყურადღებოდ
2026-2027 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის (შიდა მობილობის) მსურველებმა 2026 წლის 23 ივლისს უნდა მიმართოთ შესაბამის ფაკულტეტს (სადაც სწავლობთ ან სწავლობდით).
1. უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის (შიდა მობილობა) პირობები განისაზღვრა სტუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ (იხ. დანართი 1);
2. შიდა მობილობასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვებისათვის მიმართეთ ფაკულტეტის წარმომადგენელს.
ყურადღება!
1. არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე: საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – „არქიტექტურა“, რუსულენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – „არქიტექტურა“, საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – „მოდის დიზაინის ტექნოლოგიები“ მობილობის მსურველებმა უნდა გაიარონ გასაუბრება, რომელიც ჩატარდება 2026 წლის 24 ივლისს, 11:00 საათზე.
- გასაუბრება ჩატარდება ფაკულტეტის სპეციალური კომისიის წინაშე, სადაც უნდა წარადგინოთ საკუთარი ხელით შესრულებული გრაფიკული ნამუშევრები (ნახატები და ნახაზები).
- მისამართი: თბილისი; კოსტავას №68, სტუ-ის I კორპუსი, მე-4 სართული, ოთახი 402 ა.
2. დიზაინის საერთაშორისო სკოლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე: ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა ,,დიზაინი” და ,,არქიტექტურა” მობილობის მსურველებმა უნდა გაიარონ გასაუბრება, რომელიც ჩატარდება 2026 წლის 24 ივლისს, 12:00 საათზე.
- გასაუბრება ჩატარდება ფაკულტეტის სპეციალური კომისიის წინაშე, სადაც წერილობით უნდა წარადგინოთ და სიტყვიერად დაასაბუთოთ პროგრამაზე სწავლის მოტივაცია, ასევე წარადგინოთ საკუთარი ხელით შესრულებული გრაფიკული ნამუშევრები (ნახატები და ნახაზები).
- მისამართი: თბილისი, კოსტავას № 75, სტუ-ის VIII კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი 4.
მსგავსი
სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...
DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის
2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...
სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...
სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...