ენერგეტიკის აკადემიის გაფართოებული სხდომა სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდიუმის გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელზეც ენერგეტიკის დარგში განსახორციელებელი პროექტების, განახლებადი ენერგიის ინტეგრაციის შესაძლებლობებისა და ენერგოსექტორში ხელოვნური ინტელექტის როლის შესახებ იმსჯელეს.
ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდიუმის გაფართოებული სხდომას ესწრებოდნენ დარგის წამყვანი სპეციალისტები და მკვლევრები, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე და ამავე ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიტა არაბიძე, ექსპერტები, ასევე, ენერგოკომპანიებისა და ენერგეტიკული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სხდომაზე, რომელსაც ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი პაატა ცინცაძე უძღვებოდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლებმა პრეზენტაციები წარადგინეს შემდეგ თემებზე: შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელის პროექტის მიმდინარეობისა და ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ, განახლებადი ენერგიის ინტეგრაციის შესაძლებლობებსა და ბარიერებზე საქართველოს ელექტროსისტემაში.
დარგის სპეციალისტებმა, მკვლევრებმა და ექსპერტებმა ასევე, განიხილეს ენერგეტიკაში ხელოვნური ინტელექტის როლსა და შესაძლებლობებთან დაკავშირებული საკითხები.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ქეთევან ქუთათელაძის შეფასებით, ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდიუმის გაფართოებულ სხდომაზე განხილული საკითხები მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროცესების გააზრებისა და ქვეყნის ენერგეტიკული მომავლის დაგეგმვის მიმართულებით.
“სხდომაზე განხილული საკითხები ქვეყნის ენერგოსექტორის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს განსაზღვრავს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის მეცნიერები, პედაგოგები და სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული ამ მიმართულებით მიმდინარე კვლევით და საგანმანათლებლო საქმიანობაში. საგულისხმოა, რომ ჩვენ ვამუშავებთ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ენერგოეფექტურობისთვის, განახლებადი ენერგიის ინტეგრაციისა და ენერგეტიკული სისტემების მართვის ინოვაციური მოდელების შესაქმნელად. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობა, რომლის გამოყენებაც ენერგეტიკაში არა მხოლოდ მონაცემთა ანალიზის და სისტემების ოპტიმიზაციისთვის არის შესაძლებელი, არამედ პროგნოზირებისა და ენერგორესურსების მართვის გაცილებით ჭკვიანური მოდელების დასანერგადაც. ვფიქრობთ, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია ენერგოსექტორში გაზრდის სისტემების საიმედოობას, შეამცირებს დანაკარგებს და პოზიტიურ შედეგებს მოგვცემს მწვანე გარდაქმნების მიმართულებით. მთელ ამ პროცესში კი მეცნიერების, განათლებისა და ტექნოლოგიების სინთეზი გადამწყვეტ როლს თამაშობს, რაც აუცილებელია საქართველოს ენერგეტიკული მდგრადობისა და ტექნოლოგიური პროგრესისთვის,“ – აღნიშნავს ქეთევან ქუთათელაძე.
Related
New Season of Employer Meetings at GTU
A new season of employer meetings for the 2026/2027 academic year has launched at Georgian Technical University as part of...
Cybersecurity Awareness Event at GTU
The Faculty of Informatics and Control Systems at Georgian Technical University is participating in a cybersecurity awareness campaign. The event...
Meeting with Writer and Translator Archil Javakhadze
The Faculty of Informatics and Control Systems at the Georgian Technical University hosted a meeting with writer and translator Archil...
GTU Announces Enrollment in Five Intensive Short-Term Professional Courses under Tbilisi City Hall’s “Study and Get Employed” Programme
A presentation of the final report for the Spring 2026 semester of the project “GTU Professional Training Courses,” implemented under...
Discussion at the Georgian Technical University – The Conflicts in Abkhazia and Samachablo through the Lens of History, International Law, and Geopolitics
An academic and student initiative has been launched at the Georgian Technical University – organized and supported by the Faculty...
The Scientific Council of the GTU Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support Announces a Competition
The Scientific Council of the Georgian Technical University’s Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support announces an open competition...