ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის ლაბორატორიაში იაპონური წარმოების ულტრაბგერითი აპარატი დამონტაჟდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტს ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრმა, ჰუმანიტარული დახმარების სახით, იაპონური წარმოების Toshiba-ის ფირმის ულტრაბგერითი აპარატი – Core Vision (Toshiba) გადასცა.
ულტრაბგერითი აპარატი უნივერსიტეტის ჟიული შარტავას სახელობის ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო-სამეცნიერო-საექსპერტო ლაბორატორიულ კომპლექსში, ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის სამედიცინო ტექნიკის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიაში განთავსდა. საუნივერსიტეტო ლაბორატორიაში ახალი აპარატურა ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ბიოსამედიცინო ინჟინერიისა და ენერგეტიკის განყოფილების ხელმძღვანელის – გერბერტ ვოლობუევის უშუალო მონაწილეობით დამონტაჟდა.

როგორც სტუ-ის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი პროგრამისა და საერთაშორისო აკრედიტაციის საუნივერსიტეტო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე გოცირიძე აღნიშნავს, სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიის ახალი სამედიცინო-ტენიკური დანიშნულების აპარატურით გაძლიერება ბიოსამედიცინო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს უქმნის დამატებით შესაძლებლობას, რომ სამედიცინო ტექნიკის ხარისხის კონტროლის თანამედროვე მეთოდებს საუნივერსიტეტო გარემოში დაეუფლონ.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტი სტუდენტებს ამზადებს ქართულ და ინგლისურენოვან პროგრამებში, როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე. ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა ფლობს ამერიკულ საერთაშორისო ABET აკრედიტაციას. დეპარტამენტში მოქმედებს სამედიცინო ტენიკის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია წამყვანი ამერიკული კომპანიის – Fluke-ს აპარატურით. ჩვენი მიზანია მოვამზადოთ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიმართულებით, ჩავრთოთ ახალგაზრდები სამეცნიერო-კვლევით და საინჟინრო-პრაქტიკულ სამუშაოებში. გარდა ამისა, მათ უნდა შეძლონ სამედიცინო ტექნიკის დაკალიბრება-დამოწმება, ხარისხის კონტროლის ექსპერტიზის ჩატარება, სათანადო დასკვნების და რეკომენდაციების გაცემა და რაც მთავარია, ჰოსპიტალური სექტორისა და სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრებისთვის ექსპერტული მომსახურების გაწევა. სწორედ ამ თვალსაზრისით, ახალი სამედიცინო აპარატურით საუნივერსიტეტო ლაბორატორიის გაძლიერება ჩვენს სტუდენტებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს, რომ სწავლების პროცესში, ადგილზევე დაეუფლონ სამედიცინო ტექნიკის ხარისხის კონტროლის თანამედროვე მეთოდებს. ახალი თაობის პროფესიონალების აღზრდაში უნივერსიტეტს მრავალმხრივ დახმარებას გაუწევს პარტნიორი ორგანიზაციის – ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მიერ საჩუქრად გადმოცემული იაპონური წარმოების ულტრაბგერითი აპარატი Core Vision-ი, რომელიც TOSHIBA-ს თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სახელით, მადლობას ვუხდით ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს,“ – აღნიშნა ირინე გოცირიძემ.
Related
New Season of Employer Meetings at GTU
A new season of employer meetings for the 2026/2027 academic year has launched at Georgian Technical University as part of...
Cybersecurity Awareness Event at GTU
The Faculty of Informatics and Control Systems at Georgian Technical University is participating in a cybersecurity awareness campaign. The event...
Meeting with Writer and Translator Archil Javakhadze
The Faculty of Informatics and Control Systems at the Georgian Technical University hosted a meeting with writer and translator Archil...
GTU Announces Enrollment in Five Intensive Short-Term Professional Courses under Tbilisi City Hall’s “Study and Get Employed” Programme
A presentation of the final report for the Spring 2026 semester of the project “GTU Professional Training Courses,” implemented under...
Discussion at the Georgian Technical University – The Conflicts in Abkhazia and Samachablo through the Lens of History, International Law, and Geopolitics
An academic and student initiative has been launched at the Georgian Technical University – organized and supported by the Faculty...
The Scientific Council of the GTU Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support Announces a Competition
The Scientific Council of the Georgian Technical University’s Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support announces an open competition...