„საერთაშორისო აეროსანავიგაციო (აერსანაოსნო) და კოსმოსური სამართალი“ – წიგნის პრეზენტაცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე უახლესი აკადემიური ნაშრომის – „საერთაშორისო აეროსანავიგაციო (აერსანაოსნო) და კოსმოსური სამართალი“, პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნის ავტორები, პროფესორები გივი ლობჟანიძე და ასლან აბაშიძე, უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ფართო აკადემიურ საზოგადოებას შეხვდნენ. შეხვედრაზე გამოცემის მიზნებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ღონისძიება სამართლისა და საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანმა გახსნა.

როგორც პროფესორმა ივანე გიორგაძემ განაცხადა, ნაშრომი პირველ ქართულენოვან წიგნს წარმოადგენს, სადაც გაერთიანებულია ორი დამოუკიდებელი, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული დარგი – საერთაშორისო აეროსანავიგაციო სამართალი და კოსმოსური სამართალი. მისი თქმით, წიგნის შექმნა მიზნად ისახავდა ქართული აკადემიური სივრცისთვის თანამედროვე, სისტემატიზებული და სიღრმისეული მასალის მიწოდებას, რომელიც დაეხმარება როგორც სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს, ასევე ამ მიმართულებით დაინტერესებულ მკვლევრებსა და პრაქტიკოსებს.
„სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი აკადემიური ნაშრომების შექმნა და გავრცელება, რომლებიც თანამედროვე საერთაშორისო სამართლის სწრაფად მზარდ და დინამიკურ მიმართულებებს ასახავს. პროფესორების გივი ლობჟანიძისა და ასლან აბაშიძის მიერ, მომზადებული წიგნი წარმოადგენს შეუცვლელ რესურსს, რომელიც ჩვენს სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას საფუძვლიანად გაეცნონ როგორც საერთაშორისო აეროსანავიგაციო სამართლის, ისე კოსმოსური სამართლის საფუძვლებსა და მის აქტუალურ გამოწვევებს. დღეს, როდესაც ავიაციისა და კოსმოსური საქმიანობის სფეროები სინათლის სიჩქარით ვითარდება, სამართლის სპეციალისტებისთვის აუცილებელია ჰქონდეთ ამ მიმართულებათა შესახებ სრულყოფილი, სანდო და მეცნიერულად ჩამოყალიბებული ცოდნა. მსგავსი წიგნების გამოცემა ხელს უწყობს როგორც სასწავლო კურსების გამდიდრებას, ასევე უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალის გაძლიერებას. დარწმუნებული ვარ, ნაშრომი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მომავალ იურისტთა პროფესიულ განვითარებაში, ასევე, დაეხმარება მათ უკეთ გაიაზრონ ის რთული სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც აყალიბებს საერთაშორისო ავიაციისა და კოსმოსური სივრცის მარეგულირებელ ჩარჩოს“, – განაცხადა ივანე გიორგაძემ.

პრეზენტაციის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა იმ აქტუალურ გამოწვევებზე, რომლებიც დაკავშირებულია ავიაციისა და კოსმოსური საქმიანობის განვითარებასთან, მათ შორის აერონავიგაციის უსაფრთხოება, კოსმოსური რესურსების გამოყენება, კოსმოსური პასუხისმგებლობა, სამართლებრივი რეგულაციები ახალი ტექნოლოგიების პირობებში და სხვა საკითხები.
ღონისძიების დასასრულს, წიგნის განხილვაში აქტიურად ჩაერთნენ სტუდენტები და პროფესორები. მონაწილეებმა წიგნი შეაფასეს როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული სამართლის მეცნიერებაში, რომელიც ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სფეროებს, ავიაციასა და კოსმოსურ კვლევებს, ახალ ბაზას სთავაზობს.
Related
New Season of Employer Meetings at GTU
A new season of employer meetings for the 2026/2027 academic year has launched at Georgian Technical University as part of...
Cybersecurity Awareness Event at GTU
The Faculty of Informatics and Control Systems at Georgian Technical University is participating in a cybersecurity awareness campaign. The event...
Meeting with Writer and Translator Archil Javakhadze
The Faculty of Informatics and Control Systems at the Georgian Technical University hosted a meeting with writer and translator Archil...
GTU Announces Enrollment in Five Intensive Short-Term Professional Courses under Tbilisi City Hall’s “Study and Get Employed” Programme
A presentation of the final report for the Spring 2026 semester of the project “GTU Professional Training Courses,” implemented under...
Discussion at the Georgian Technical University – The Conflicts in Abkhazia and Samachablo through the Lens of History, International Law, and Geopolitics
An academic and student initiative has been launched at the Georgian Technical University – organized and supported by the Faculty...
The Scientific Council of the GTU Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support Announces a Competition
The Scientific Council of the Georgian Technical University’s Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support announces an open competition...