„საქართველოს ბუნებრივი რესურსების პოტენციალი და მათი მდგრადი გამოყენების პერსპექტივები” – კონფერენცია სტუ-ში
15-16 დეკემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ორგანიზებით, სამეცნიერო კონფერენცია
„საქართველოს ბუნებრივი რესურსების პოტენციალი და მათი მდგრადი გამოყენების პერსპექტივები” გაიმართება.
ღონისძიება მიზნად ისახავს საქართველოს ბუნებრივი რესურსების პოტენციალის შეფასებას და მათი მდგრადი გამოყენების შესაძლებლობების განსაზღვრას.
კონფერენციის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ხედვა: „ქვეყანაში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა”.
კონფერენციის მთავარი მიზნებია:
- ბუნებრივი რესურსების მართვის არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების შემუშავება მათი გადაჭრის გზებზე;
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა და მისი როლის ხაზგასმა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებაში;
- რეგიონების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ადგილობრივი რესურსების რაციონალური გამოყენებით.
განსახილველი თემატიკა:
- საქართველოს მიწის რესურსები და მათი გამოყენების პერსპექტივები;
- საქართველოს ტყის რესურსები და განვითარების შესაძლებლობები;
- ქვეყნის წყლის რესურსების პოტენციალი;
- საქართველოს ზღვისპირეთის რესურსების გამოყენების გზები;
- წიაღისეულის რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომები;
- ენერგორესურსების პოტენციალი და მათი მდგრადი გამოყენება;
- სამკურნალო მცენარეებისა და სხვა მცენარეული რესურსების გამოყენების შესაძლებლობები;
- ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების ეფექტიანი განვითარება.
კონფერენციაზე მოწვეულნი არიან მეცნიერები, მკვლევრები, უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და თემით დაინტერესებული პროფესიონალები.
კონფერენცია მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს მეცნიერებისა და პრაქტიკის დასაკავშირებლად, რაც ხელს შეუწყობს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის გაძლიერებას საქართველოში.
***
კონფერენციაში მონაწილეობისათვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ საკუთარი თეზისები ქართულ და ინგლისურ ენებზე, თანდართული ინსტრუქციის სრული შესაბამისობით.
თეზისის მომზადების წესი (Abstract)
თეზისი უნდა მოიცავდეს შემდეგ სტრუქტურას:
- სათაური – შრიფტი: Sylfaen და Times New Roman – 12 pt, Bold, ცენტრში განლაგებული.
- ავტორი/ავტორები – სახელი, გვარი, დაწესებულება, სამეცნიერო წოდება;
- ელ. ფოსტა;
- ძირითადი ტექსტი (150–200 სიტყვა);
- თემის აქტუალობა, მიზანი და ამოცანები;
- კვლევის მეთოდი, მიგნებები ან ძირითადი დასკვნები;
- რეკომენდაციები რესურსების გამოყენების შესახებ;
- საკვანძო სიტყვები 4-6 სიტყვა, მძიმით გამოყოფილი.
ფორმატირების მოთხოვნები:
- შრიფტი: Sylfaen და Times New Roman – 12 pt
- შუალედი: 1.5
- სათაური: Bold, 14 pt
- მინდვრები: 2 სმ
- შენახვის ფორმატი: Word (DOCX)
- ფაილის სახელწოდება: ავტორის გვარი + „თეზისი“ (მაგ. gogoladze_tezisi.docx)
კონფერენციაში მონაწილეებმა თეზისები უნდა წარადგინონ ელ. ფოსტის – science.dep@gtu.ge საშუალებით, 20 ნოემბრამდე.
Related
New Season of Employer Meetings at GTU
A new season of employer meetings for the 2026/2027 academic year has launched at Georgian Technical University as part of...
Cybersecurity Awareness Event at GTU
The Faculty of Informatics and Control Systems at Georgian Technical University is participating in a cybersecurity awareness campaign. The event...
Meeting with Writer and Translator Archil Javakhadze
The Faculty of Informatics and Control Systems at the Georgian Technical University hosted a meeting with writer and translator Archil...
GTU Announces Enrollment in Five Intensive Short-Term Professional Courses under Tbilisi City Hall’s “Study and Get Employed” Programme
A presentation of the final report for the Spring 2026 semester of the project “GTU Professional Training Courses,” implemented under...
Discussion at the Georgian Technical University – The Conflicts in Abkhazia and Samachablo through the Lens of History, International Law, and Geopolitics
An academic and student initiative has been launched at the Georgian Technical University – organized and supported by the Faculty...
The Scientific Council of the GTU Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support Announces a Competition
The Scientific Council of the Georgian Technical University’s Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support announces an open competition...