სტუ-ის რექტორმა ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის ავტორიზაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოების დასრულება შეაფასა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სამუშაო ვიზიტით სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, რექტორი პროფესიული პროგრამებისთვის ავტორიზაციის პროცესისთვის მოსამზადებელი სამუშაოს დასრულების შედეგებს ადგილზე გაეცნო და მიმდინარე პროცესები შეაფასა.
რექტორმა დავით გურგენიძემ ინსტიტუტის დირექტორ გრიგოლ ცნობილაძესთან ერთად ავტორიზაციის პროცესის მიმდინარეობა და შედეგები, ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების განვითარების საკითხები და სტუდენტური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი განხილა.
დავით გურგენიძემ ინსტიტუტის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს გაწეული შრომისა და საქმისადმი ერთგულებისათვის მადლობა გადაუხადა. რექტორმა ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის რეგიონული სტრუქტურების განვითარება სტუ-ის სტრატეგიული პრიორიტეტია, რისთვისაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზადაა ინსტიტუტის ინფრასტრუქტურის განახლება დაიწყოს.

„ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტი მნიშვნელოვანი სტრატეგიული რგოლია, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ზოგად სამეცნიერო-საგანმანათლებლო სტრუქტურაში, ისე ქვეყნის სამთო-სამრეწველო სექტორის განვითარებისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო დირექციას და ყველას, ვინც პროფესიული, მაღალი სტანდარტის პროგრამების, შედგენაში მიიღო მონაწილეობა. რეგიონში არსებული სამთო-გეოლოგიური რესურსებისა და სამრეწველო პოტენციალის გათვალისწინებით, პროფესიული განათლების მძლავრი ჰაბის არსებობა აუცილებელია, ვინაიდან იგი საფუძველს უყრის პროფესიული კადრების სისტემურ აღზრდას, რაც რეგიონის ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვანია. სამთო მრეწველობა, ენერგეტიკა, მშენებლობა და სხვა რესურსზე დაფუძნებული დარგები მოითხოვს სპეციალიზებულ, ტექნიკურად განათლებულ და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებულ კადრებს, რომელთა მომზადება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ რეგიონში იარსებებს მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო და საწარმოო პრაქტიკისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის როლის განმტკიცება რეგიონულ კონტექსტში ხელს უწყობს ადგილობრივი კადრების მომზადებას, რაც, თავის მხრივ, ქმნის პირდაპირ კავშირს განათლებას, პრაქტიკასა და ეკონომიკურ განვითარებას შორის. სწორედ ამიტომ, აუცილებელია პრაქტიკულ გამოცდილებაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამები. მნიშვნელოვანია, რომ ინსტიტუტი განიხილებოდეს არა მხოლოდ როგორც საგანმანათლებლო ერთეული, არამედ როგორც ადგილობრივი განვითარების ინტეგრაციის პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობისა და სამრეწველო პოტენციალის განმტკიცებას“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, იწყებს ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის ინფრასტრუქტურის განახლებას, რაც გულისხმობს თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისად, როგორც შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციას, ასევე სასწავლო და პრაქტიკული რესურსების მოდერნიზებას.
Related
New Season of Employer Meetings at GTU
A new season of employer meetings for the 2026/2027 academic year has launched at Georgian Technical University as part of...
Cybersecurity Awareness Event at GTU
The Faculty of Informatics and Control Systems at Georgian Technical University is participating in a cybersecurity awareness campaign. The event...
Meeting with Writer and Translator Archil Javakhadze
The Faculty of Informatics and Control Systems at the Georgian Technical University hosted a meeting with writer and translator Archil...
GTU Announces Enrollment in Five Intensive Short-Term Professional Courses under Tbilisi City Hall’s “Study and Get Employed” Programme
A presentation of the final report for the Spring 2026 semester of the project “GTU Professional Training Courses,” implemented under...
Discussion at the Georgian Technical University – The Conflicts in Abkhazia and Samachablo through the Lens of History, International Law, and Geopolitics
An academic and student initiative has been launched at the Georgian Technical University – organized and supported by the Faculty...
The Scientific Council of the GTU Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support Announces a Competition
The Scientific Council of the Georgian Technical University’s Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support announces an open competition...