სტუ-ის სტუდენტებისთვის აშშ-ის საელჩოში საჯარო ლექცია გაიმართა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტისა და ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის ორგანიზებით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში საჯარო ლექცია გაიმართა.
სტუდენტების წინაშე საჯარო ლექციით – „მეოთხე შესწორება, ჩხრეკა და ჩამორთმევა“ (Fourth Amendment and Search and Seizure) ყოფილი ფედერალური პროკურორი, ამჟამად პროგრამა INL-ის ადვოკატი ჩარლზ შმიტსი წარდგა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში საუნივერსიტეტო დელეგაციას ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე ხელმძღვანელობდა. საჯარო ლექციას, სტუდენტებთან ერთად, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.
ჩარლზ შმიტსმა ამერიკის შეერთებული შტატების სამართალწარმოების ნიუანსები მიმოიხილა, საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში პარალელები გაავლო და ახალგაზრდებს აღნიშნული კანონმდებლობის პრაქტიკაში გატარებასთან დაკავშირებული გამოცდილება რეალურ ქეისებზე დაყრდნობით გაუზიარა.
საჯარო ლექციაზე, რომელიც ინტერაქციურ ფორმატში მიმდინარეობდა, ჩარლზ შმიტსმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე აღნიშნავს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ვიზიტი ნაყოფიერი გამოდგა საგანმანათლებლო-კვლევით პროცესში ამერიკული პროგრამების გაზიარების თვალსაზრისითაც.
მისი თქმით, საელჩოს თანამშრომლებმა, გაცვლით პროგრამებში აქტიურად ჩართვის ხელშესაწყობად, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს პრაქტიკული რჩევები გაუზიარეს.
„მსურს, მადლიერება გამოვხატო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმართ ჩვენი სტუდენტებისთვის საინტერესო საჯარო ლექციის ორგანიზებისა და მასპინძლობისთვის. მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვნად ამდიდრებს საგანმანათლებლო პროცესს და დიდ როლს ასრულებს ახალგაზრდა პროფესიონალების ჩამოყალიბებაში. ბატონი ჩარლზ შმიტსის საჯარო ლექცია მეოთხე შესწორებისა და ჩხრეკა-დაკავების შესახებ, იყო არა მხოლოდ ინფორმაციული, არამედ ინტერაქციითაც გამორჩეული. მის მიერ გაზიარებული პრაქტიკული ცოდნა, გამდიდრებული რეალური ქეისებით, დიდ დახმარებას გაუწევს სტუდენტებს, უფრო ღრმად გაიაზრონ ამერიკის სამართლებრივი სისტემა და მისი გამოყენება პრაქტიკაში, რადგან ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში, დაესვათ შეკითხვები და გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები. სწორედ მსგავსი ურთიერთობით იქმნება წამახალისებელი გარემო საერთაშორისო სამართლისადმი ინტერესის გასაღრმავებლად. ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, გვინდა, მადლობა გადავუხადოთ საელჩოს წარმომადგენლებს ამერიკული საგანმანათლებლო-კვლევითი გაცვლითი პროგრამების შესახებ იმ პრაქტიკული ინფორმაციისთვის, რომელიც მათ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს გაუზიარეს. მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვანია საერთაშორისო საგანმანათლებლო შესაძლებლობებისა და კოლაბორაციის გასაფართოებლად. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერა ნათლად გამოხატავს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობას. მადლობა მათ საგანმანათლებლო და სამეცნიერო მისიის მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნავს თამარ ლომინაძე.
Related
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...
“Science for the Development of Georgia’s Regions – 2026” – GTU Participates in Regional Science Festival
The Regional Science Festival is an important event for fostering an interest in research among young people and deepening cooperation...
Welcome Event for International Students at GTU
Georgian Technical University held a welcome event for newly enrolled international students. The event introduced the university, helped students begin...
CSU/SDSU AI Research – with participation from various universities across the country
From September 21 to October 19, San Diego State University (San Diego State University – SDSU), in cooperation with the...
GTU Rector Congratulates Professor Boris Bokolishvili on His 90th Anniversary
The Rector of Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, on behalf of the university community, congratulates Boris Bokolishvili, Doctor of...