სტუ-ში საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია – „ICT in Life 2025“ ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე ქართულ-გერმანული საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – “ICT in Life 2025”, ჩატარდა.
კონფერენცია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის და დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა როგორც ქართველმა, ასევე გერმანელმა სტუდენტებმა მიიღეს. კონფერენციის მიზანია ახალგაზრდა მკვლევარებისა და სტუდენტების წახალისება, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავება და ინოვაციური იდეების გაცვლა ისეთ აქტუალურ სფეროებში, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, მონაცემთა ანალიზი, კიბერუსაფრთხოება და ბიოსამედიცინო ინჟინერია.
სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, კონფერენციაზე სტუდენტებმა თანამედროვე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებით საკუთარ კვლევითი და პრაქტიკული პროექტები წარადგინეს. როგორც პროფესორი თალიკო ჟვანია აცხადებს, ღონისძიება ხელს უწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას და მათ შესაძლებლობას აძლევს, ინიციატივები ფართო აუდიტორიას გააცნონ.

„საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – “ICT in Life“, უკვე მეოთხე წელია, ტრადიციულად, წელიწადში ერთხელ იმართება და მისი ჩატარება ჩვენს ფაკულტეტზე დამკვიდრებულ კარგ აკადემიურ პრაქტიკად იქცა. პლატფორმა უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუდენტებს, წარმოადგინონ საკუთარი კვლევები და ინოვაციური იდეები თანამედროვე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, ფაკულტეტი ზრუნავს, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ წვდომა თანამედროვე სამეცნიერო მიღწევებზე და თანატოლებთან, ევროპის სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებთან, დაამყარონ მჭიდრო კონტაქტი, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას, გააღრმავონ საკუთარი კვლევითი კომპეტენციები, გაცვალონ ცოდნა, რაც, თავის მხრივ ნიშნავს აიმაღლონ ინტელექტუალური პოტენციალი, გამოიმუშაონ მაღალი ხარისხის კვლევისთვის აუცილებელი პრაქტიკული და თეორიული უნარები და აქტიურად ჩაერთონ საერთაშორისო საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროცესებში. მსგავსი ფორმატის ღონისძიებები მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ხედვის გაფართოებისა და კვლევითი კულტურის გაღრმავებისთვის, ამდენად, ჩვენთვის პრიორიტეტულია ისეთი საგანმანათლებლო ეკოსისტემის შექმნა, რომელიც ხელს უწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას, ინტერდისციპლინარული უნარების გაძლიერებას. კონფერენციის შედეგები, როგორც აკადემიური ხარისხით, ისე მონაწილეთა ჩართულობით, ნათლად ადასტურებს, რომ მსგავსი ღონისძიებები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ახალგაზრდების წარმატებული მომავლის შექმნაში, რაც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენი უნივერსიტეტის პრიორიტეტია“, – აცხადებს თალიკო ჟვანია.
საერთაშორისო სტუდენტურ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში – “ICT in Life 2025”, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტისა და დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის 40-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 20-ზე მეტი სამეცნიერო კვლევის შედეგები, ინტერდისციპლინური კვლევები და ინოვაციური იდეები. ორდღიანი კონფერენციის დასასრულ, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. გერმანელი პროფესორების მხარდაჭერით კონფერენციის მონაწილე სტუდენტთა ნაშრომები გერმანიაში, ერთ-ერთ პოპულარულ სამეცნიერო გამოცემაში დაიბეჭდება.
Related
New Season of Employer Meetings at GTU
A new season of employer meetings for the 2026/2027 academic year has launched at Georgian Technical University as part of...
Cybersecurity Awareness Event at GTU
The Faculty of Informatics and Control Systems at Georgian Technical University is participating in a cybersecurity awareness campaign. The event...
Meeting with Writer and Translator Archil Javakhadze
The Faculty of Informatics and Control Systems at the Georgian Technical University hosted a meeting with writer and translator Archil...
GTU Announces Enrollment in Five Intensive Short-Term Professional Courses under Tbilisi City Hall’s “Study and Get Employed” Programme
A presentation of the final report for the Spring 2026 semester of the project “GTU Professional Training Courses,” implemented under...
Discussion at the Georgian Technical University – The Conflicts in Abkhazia and Samachablo through the Lens of History, International Law, and Geopolitics
An academic and student initiative has been launched at the Georgian Technical University – organized and supported by the Faculty...
The Scientific Council of the GTU Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support Announces a Competition
The Scientific Council of the Georgian Technical University’s Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support announces an open competition...