სტუ-ის ვიცე-რექტორი და მეცნიერ-მკვლევრები ცნობილ ამერიკელ მეცნიერსა და საინჟინრო განათლების ექსპერტს შეხვდნენ
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საერთაშორისო აკრედიტაციის საუნივერსიტეტო ცენტრის ორგანიზებით, ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე, ასევე, სტუ-ის საინჟინრო ფაკულტეტების დეკანები, მეცნიერ-მკვლევრები და დოქტორანტები ცნობილ ამერიკელ მეცნიერსა და საინჟინრო განათლების ექსპერტს, პროფესორ როჯერ ვ. გონსალესს შეხვდნენ და მასთან ერთად, საინჟინრო განათლების სფეროს განვითარების შესაძლებლობები და პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრის ფარგლებში როჯერ ვ. გონსალესმა, ქართველი კოლეგების უშუალო ჩართულობით, ასევე გამართა სემინარი თემაზე – “თანამედროვე გამოწვევები საინჟინრო განათლებაში“.

შეკრებილ საზოგადოებას ამერიკელი მეცნიერი და ექსპერტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა წარუდგინა. თამარ ლომინაძემ როჯერ გონსალესს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, მისი მეცნიერ-მკვლევრების, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების მიღწევები გააცნო; ესაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპისა და აზიის წამყვან უნივერსიტეტებთან და უმსხვილეს სამეცნიერო ორგანიზაციებთან – მათ შორის: ამერიკაში FERMILAB-თან, შევეიცარიაში CERN-თან, იაპონიაში KEK-სა და J-Parc-თან – მრავალწლიანი წარმატებული კოლაბოლაციის, გლობალურ სამეცნიერო ექსპერიმენტებში აქტიური და ეფექტიანი ჩართულობის შესახებ; მიაწოდა ინფორმაცია სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლით პროგრამებზე, მოდიფიცირებულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და საუნივერსიტეტო კვლევით პრიორიტეტებზე.
სემინარის ფარგლებში სტუმარმა ვრცლად ისაუბრა საინჟინრო განათლების სფეროში არსებულ ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა: საინჟინრო განათლების გლობალური განვითარების მიმართულებები სწრაფი ტექნოლოგიური ცვლილებების პირობებში; საინჟინრო საგანმანათლებლო პროგრამების გადახედვის აუცილებლობა და თანამედროვე პროფესიულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მათი მოყვანა; საინჟინრო კომპეტენციასთან ერთად ლიდერობისა და პროფესიული უნარების განვითარების მნიშვნელობა; საინჟინრო საგანმანათლებლო პროგრამების შედარებითი ანალიზი დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის უნივერსიტეტების მაგალითზე.
სემინარის დასრულების შემდეგ ვიცე-რექტორმა, სტუ-ის მეცნიერ-მკვლევრებმა, პროფესორ როჯერ გონსალესთან ერთად, საინჟინრო განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს და ამერიკელი მეცნიერსა და საინჟინრო განათლების ექსპერტს თავიანთი ხედვები გაუზიარეს.
ცნობისათვის, როჯერ ვ. გონსალესი (Roger V. Gonzalez – PhD, PE, F.ASME, F.AIMBE) ტეხასის უნივერსიტეტის (აშშ) ელ-პასოს ფაკულტეტის წევრი, საინჟინრო ლიდერობის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი და საინჟინრო განათლებისა და ლიდერობის დეპარტამენტის პირველი თავმჯდომარეა; არის ბიომედიცინისა და მექანიკის ინჟინერიის ექსპერტი და ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის აკრედიტაციის საბჭოს (ABET) მოქმედი ექსპერტი; ხელმძღვანელობს მაიკ ლოიას სახელობის ინჟინერიის ენდოუნდ-კათედრას და ინტეგრირებულ საინჟინრო ალიანსს (A4IE.org); მისი სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობა აღიარებულია არაერთი პრესტიჟული ჯილდოთი; არის ამერიკის მექანიკის ინჟინერთა საზოგადოების (ASME) და ამერიკის სამედიცინო და ბიოლოგიური ინჟინერიის ინსტიტუტის (AIMBE) ფელოუ; მისი დაფუძნებულია გავლენიანი არაკომერციული ორგანიზაცია LIMBS International-ი, რომელიც დაბალფასიან პროთეზულ მოწყობილობებს ქმნის და დახმარებას უწევს განვითარებადი ქვეყნების მოწყვლად მოქალაქეებს.
Related
New Season of Employer Meetings at GTU
A new season of employer meetings for the 2026/2027 academic year has launched at Georgian Technical University as part of...
Cybersecurity Awareness Event at GTU
The Faculty of Informatics and Control Systems at Georgian Technical University is participating in a cybersecurity awareness campaign. The event...
Meeting with Writer and Translator Archil Javakhadze
The Faculty of Informatics and Control Systems at the Georgian Technical University hosted a meeting with writer and translator Archil...
GTU Announces Enrollment in Five Intensive Short-Term Professional Courses under Tbilisi City Hall’s “Study and Get Employed” Programme
A presentation of the final report for the Spring 2026 semester of the project “GTU Professional Training Courses,” implemented under...
Discussion at the Georgian Technical University – The Conflicts in Abkhazia and Samachablo through the Lens of History, International Law, and Geopolitics
An academic and student initiative has been launched at the Georgian Technical University – organized and supported by the Faculty...
The Scientific Council of the GTU Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support Announces a Competition
The Scientific Council of the Georgian Technical University’s Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support announces an open competition...