ნიკოლოზ იმნაძე: „სწავლის პროცესში დავრწმუნდი, რომ არჩევანის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტზე გაკეთება სწორი გადაწყვეტილება იყო“

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ნიკოლოზ იმნაძე საუბრობს იმ გამოცდილებასა და შესაძლებლობებზე, რომლებიც უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მიიღო. მისი თქმით, უნივერსიტეტის არჩევისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა იურიდიული ფაკულტეტის მაღალ აკადემიურ სტანდარტებს, პროფესიონალ ლექტორებსა და იმ რეპუტაციას, რომელსაც ტექნიკური უნივერსიტეტი წლების განმავლობაში ინარჩუნებს.

სწავლის დაწყებისთანავე დარწმუნდა, რომ მიღებული გადაწყვეტილება სწორი იყო, რადგან სასწავლო პროცესი ორიენტირებულია არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღებაზე, არამედ იმ პრაქტიკული უნარების განვითარებაზეც, რომლებიც თანამედროვე იურისტისთვის აუცილებელია.

„ვიცოდი, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტს  სამართალმცოდნეობის ძლიერი ფაკულტეტ აქვს, სადაც ასწავლიდნენ თავიანთი საქმის პროფესიონალები. სწავლის პროცესში დავრწმუნდი, რომ ეს არჩევანი სწორი იყო. უნივერსიტეტმა მომცა ცოდნა, რომელიც პრაქტიკაში რეალურად გამოსადეგია. დღევანდელ რეალობაში ისეთი ცოდნის მიღება, რომლის პრაქტიკაში გამოყენებაც შეგიძლია, იშვიათია“.

– სტუდენტი ნიკოლოზ იმნაძე

ნიკოლოზ იმნაძე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოზე, რომელიც უნივერსიტეტში ხვდება როგორც პირველკურსელ, ისე უფროსი კურსის სტუდენტებს. მისი თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შექმნილია სივრცე, სადაც სტუდენტები მუდმივად გრძნობენ მხარდაჭერას, ხოლო ლექტორები აქტიურად არიან ჩართულნი მათ პროფესიულ და აკადემიურ განვითარებაში.

„გარემო, როგორც აკადემიური, ასევე ადამიანური თვალსაზრისით, ძალიან კეთილგანწყობილი და მეგობრულია. ბევრ ლექტორთან ურთიერთობისას ვგრძნობ მათ ზრუნვასა და რეალურ ჩართულობას სასწავლო პროცესში, რაც ნამდვილად დასაფასებელია“.

–  სტუდენტი ნიკოლოზ იმნაძე

ნიკოლოზ იმნაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მხოლოდ მეორე კურსის სტუდენტია, უკვე ფლობს მნიშვნელოვან ცოდნას სამართლის სხვადასხვა მიმართულებით, რაც მას მომავალი პროფესიული საქმიანობისთვის მყარ საფუძველს უქმნის. მისი შეფასებით, უნივერსიტეტში მიღებული განათლება, პროფესიონალი აკადემიური პერსონალი და სტუდენტზე ორიენტირებული გარემო ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, ჩამოყალიბდნენ კონკურენტუნარიან და წარმატებულ სპეციალისტებად.

„ჯერ კიდევ მეორე კურსზე ვარ, თუმცა მიმაჩნია, რომ უკვე საკმაოდ ბევრი ვიცი და ეს მაძლევს მოტივაციას, კიდევ უფრო მეტი ვისწავლო და პროფესიულად განვვითარდე“.

– სტუდენტი ნიკოლოზ იმნაძე


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...

სიახლეები

DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის

2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...

gtu
სიახლეები

სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?