23 ივლისი პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღეა


27 წლის წინ, 1999 წლის 23 ივლისს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართული სამეცნიერო საზოგადოება და საქართველოს მოქალაქეები უმნიშვნელოვანესი საინჟინრო და სამეცნიერო მოვლენის მომსწრენი გახდნენ – ღია კოსმოსში სანაოსნოდ პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი – დიდგაბარიტიანი გასაშლელი რეფლექტორი გაუშვეს. ამით ქართული საინჟინრო მეცნიერების ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო.

დიდგაბარიტიანი გასაშლელი რეფლექტორის გენერალური კონსტრუქტორი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილია. პროექტი განხორციელდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. გასაშლელი რეფლექტორის შექმნაზე, ელგუჯა მეძმარიაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით, უნივერსიტეტის მეცნიერთა და ინჟინერთა ჯგუფი მუშაობდა. ეს არ არის მხოლოდ წარსული წარმატება – ეს საყრდენი წერტილია მომავლის საინჟინრო გამოწვევების გადასაჭრელად.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე გასაშლელი რეფლექტორის გენერალურ კონსტრუქტორს – აკადემიკოს, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილს, სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფსა და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღეს ულოცავს.

კოსმოსური ტექნოლოგიები გლობალურად განიხილება, როგორც ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება, რომელიც აერთიანებს ინჟინერიას, მასალათმცოდნეობას, ინოვაციას, ავტომატიკას, კიბერუსაფრთხოებასა და მონაცემთა დამუშავებას. იმ ფაქტმა, რომ საქართველო უკვე 27 წელია, რაც კოსმოსურ ქვეყნებს შორისაა, საფუძველი შექმნა რამდენიმე მნიშვნელოვანი პერსპექტივისთვის, როგორიცაა: ინოვაციური კვლევითი ცენტრების განვითარება, საინჟინრო განათლების ახალი სტანდარტის დანერგვა, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, ტექნოლოგიური ინტეგრაცია და სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო მისიის შემადგენელი ნაწილია. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და მისმა მეცნიერთა ჯგუფმა გააკეთეს ხმამაღალი განცხადება იმის შესახებ, რომ შესაძლებლობა აქვთ, სივრცითი ტექნოლოგიების მიმართულებით ახალი კვლევები ჩაატარონ, შესაბამისი ცოდნა კი მომავალ თაობებს გადასცენ. მსოფლიო მნიშვნელობის პროექტის განხორციელებამ აჩვენა, რომ ეროვნული განათლება და მეცნიერება ასევე უნდა იყოს ორიენტირებული სისტემურ ინჟინერიაზე, მექატრონიკაზე, კოსმოსურ ტექნოლოგიებზე და რომ გლობალური ინიციატივები, მათ შორის სატელიტური კომუნიკაციები და რადიოასტრონომია, საქართველოსთვის ქმნის შესაძლებლობას, ჩაერთოს საერთაშორისო პროექტებში. მიღწევამ აჩვენა, რომ ჩვენ ქვეყანაში შესაძლებელია განვითარდეს ახალი ტექნოლოგიური ბიზნესი, რომელიც მოიცავს კოსმოსურ სისტემებს, მიკროსატელიტებს და მონაცემთა ანალიტიკას. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაწყებული მასშტაბური ექსპერიმენტის – „რეფლექტორის“ ისტორია დღესაც წარმატებით გრძელდება. აკადემიკოსი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი, ინჟინრებთან და მეცნიერ-მკვლევრებთან ერთად, სტუ-ის ადმინისტრაციის ქმედითი მხარდაჭერით, წარმატებით აგრძელებს კოსმოსურ ნაგებობებსა და სამხედრო-საინჟინრო კონსტრუქციებზე მუშაობას.

გთავაზობთ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში – “დღე პირველ არხზე” (რუბრიკა “ჩემი ასაკი”) გასულ სიუჟეტს:


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ის დოქტორანტი რომან ცერცვაძე სალექციო კურსს საფრანგეთის წამყვან საინჟინრო უნივერსიტეტში წაიკითხავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტი, რომან ცერცვაძე, საფრანგეთში, Toulouse INP - ENSEEIHT (N7)  უნივერსიტეტში სალექციო კურსს...

სიახლეები

განახლებადი ენერგიების ახალი ლაბორატორია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე ERASMUS+ Capacity Building in Higher Education (CBHE)-ის საგრანტო პროგრამის გამარჯვებული საერთაშორისო პროექტის - „ევროპული ენერგოეფექტურობა...

სამეცნიერო

სტუ-ში დანტე ალიგიერის საზოგადოების გენერალური მდივნის, პროფესორ ალესანდრო მაზის საჯარო ლექცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, დანტეს საერთაშორისო დღის - Dantedì 2026-ის  პროგრამის ფარგლებში, დანტე ალიგიერის საზოგადოების გენერალურმა მდივნმა, პროფესორმა ალესანდრო მაზიმ თემას...

სამეცნიერო

სტუ-ის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის ადმინისტრაცია ღია კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს  შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ენობრივი მოდელირების...

სამეცნიერო

სტუ დიდი ელექტროენერგეტიკული ქსელების საერთაშორისო საბჭოს (CIGRE) წევრი გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დიდი ელექტროენერგეტიკული ქსელების საერთაშორისო საბჭოს (CIGRE - Conseil International des Grands Réseaux Électriques | International Council on...

სამეცნიერო

„ციფრული ტექნოლოგიების განვითარების თანამედროვე ტენდენციები“ – სამეცნიერო ფორუმი სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროგრამული ინჟინერიის დეპარტამენტის და სტუ-ის იუნესკოს კათედრის ინიციატივითა და ორგანიზებით, სამეცნიერო ფორუმი...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?