სტუ-ის რექტორი – შევთხოვოთ ღვთისმშობელს მოგვცეს ძალა, ჩვენი არჩევანი მომავალში სიკეთედ, მშვიდობად და განვითარების შესაძლებლობად იქცეს საქართველოსთვის


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე კოლეგებსა და სტუდენტებს ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომობის დღეს ულოცავს.

როგორც დავით გურგენიძე თავის მილოცვაში აღნიშნავს, 12 მაისი სიმბოლურად აერთიანებს საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენას – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი შიო III-ის ინტრონიზაციას. რექტორი ერის სულიერ ცხოვრებაში ეკლესიის როლზე საუბრისას აცხადებს, რომ ეკლესია საქართველოში ისტორიულად იყო განათლების, კულტურისა და ზნეობრივი აღზრდის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი.

„დღეს ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეა. დღეს იმედის დღეა – წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქადაგება და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი ჩვენი ქვეყნის წილხვდომილობის რწმენა წარმოადგენს სულიერების იმ ერთ-ერთ საფუძველს, რომელზეც შენდებოდა, შენდება და აშენდება ჩვენი ეროვნული იდენტობა.

12 მაისს საქართველოს უახლესი ისტორიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი დაიწერა – სიმბოლურია, რომ სწორედ ამ დიდებულ დღეს დაემთხვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი შიო III-ის აღსაყდრება. ერთ დღეში გაერთიანებული ეს სამი უდიდესი თარიღი – სულიერი საწყისი, ღვთაებრივი მფარველობა და ეკლესიის ახალი მწყემსთმთავრის არჩევა  არის საძირკველი, რომელიც გვავალდებულებს, მეტი ენერგიით ვემსახუროთ სამშობლოს, სარწმუნოებას, განათლებასა და მეცნიერებას.

დღეს, როდესაც ვიხსენებთ წმინდა ანდრია პირველწოდებულის მოციქულებრივ ღვაწლს, ვადიდებთ ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობას და აღვნიშნავთ კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ინტრონიზაციას, კიდევ ერთხელ უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა ქვეყნის, საზოგადოების და მომავალი თაობების წინაშე. ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც გვაკავშირებს ჩვენს ისტორიულ წარსულთან და მომავალთან, რომლის ფორმირებაც ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებზეა დამოკიდებული.

ჩვენ ვართ იმ პროცესის ნაწილი, რომელიც წარსულიდან მოდის და მომავალში გრძელდება. ყველაფერი, რასაც დღეს ვაკეთებთ, თუნდაც უმნიშვნელოდ გვეჩვენებოდეს, გარკვეულ კვალს ტოვებს და გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორი მიმართულებით განვითარდება მომავალი. შევთხოვოთ ღვთისმშობელს მოგვცეს ძალა, ჩვენი არჩევანი იყოს გააზრებული და პასუხისმგებლობით აღსავსე, რომ არ დავკარგოთ იმის შეგრძნება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ნაბიჯი, რომელსაც დღეს ვდგამთ და რომ ეს ნაბიჯები მომავალში სიკეთედ, მშვიდობად და განვითარების შესაძლებლობად იქცეს ჩვენი სამშობლოსთვის“.

  – აკადემიკოსი დავით გურგენიძე


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ის საცურაო აუზის “ტონუსი” სპეციალური შეთავაზება

სტუ-ის საცურაო აუზი “ტონუსი” უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს აბონიმენტებზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეღავათიანი აბონიმენტით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, 07:00 საათიდან...

სიახლეები

იტალიური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ სტუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს იტალიური ენის შესწავლას სრულიად უფასოდ სთავაზობს. რეგისტრაციის ვადა 6...

სიახლეები

TUDA-ს იდეების კონკურსი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის – „თქვენზე მორგებული უბანი!“

თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (TUDA) აცხადებს იდეების კონკურსს „თქვენზე მორგებული უბანი! - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“....

სიახლეები

UNI4VERSE FINEDU-ს საინფორმაციო შეხვედრა სტუ-ში

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი სტუდენტებს ფინანსური განათლებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვაციური პროტოტიპების შექმნისა და Web Summit-ზე გამგზავრების შანსს აძლევს. საქართველოს ტექნიკურ...

სიახლეები

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ქართულ და აფხაზურ ენებზე საერთაშორისო კონფერენციის თეზისების კრებული გამოსცა

„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა პირველად შექმნა შესაძლებლობა, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, სამეცნიერო კომუნიკაცია ქართულ და აფხაზურ ენებზე განხორციელებულიყო, ხოლო კონფერენციის თეზისების კრებული...

სიახლეები

პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი სტუდენტებს ლიეტუვური ენის შესწავლას სთავაზობს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი სტუ-ის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შესასწავლად იწვევს. ლიეტუვური ენისა...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?