სტუ-ის რექტორი – ღმერთმა დალოცოს თქვენი უწმინდესობა, საქართველოს ეკლესია და სრულიად საქართველო


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, წმინდა სინოდს და მართლმადიდებელ მრევლს ახალი მწყემსთმთავრის – ქვეყნის 142-ე კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი შიო III-ის არჩევას ულოცავს.

როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აღნიშნავს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი საჭეთმპყრობელი ღირსეულად აგრძელებს იმ დიდ სულიერ მისიას, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში უწმინდესი და უნეტარესი ილია II აღასრულებდა.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო, უწმინდესო და უნეტარესო შიო მესამე, გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელად გამორჩევას, რაც არა მხოლოდ საეკლესიო, არამედ ისტორიული და ეროვნული მნიშვნელობის მოვლენაა, რამეთუ საქართველოს ეკლესია საუკუნეთა განმავლობაში ჩვენი სულიერიერების, კულტურული მეხსიერების, ეროვნული იდენტობისა და მთლიანობის საყრდენია.

თქვენი უწმინდესობის მწყემსთმთავრობა აღიქმება როგორც უდიდესი პასუხისმგებლობით აღსავსე მისია, რომელიც მოითხოვს ღრმა სულიერ სიბრძნეს, სიმშვიდეს, თანადგომას, სიმტკიცესა და ქრისტიანულ სიყვარულს. თანამედროვე ეპოქაში, როცა მსოფლიო მრავალი გამოწვევის დაძლევას ცდილობს, როცა ვდგავართ სულიერი გაუცხოებისა და ადამიანური ღირებულებების დაკნინების საფრთხის წინაშე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ეკლესიის მშვიდობისმყოფელი და განმანათლებლური როლი. გვწამს, რომ თქვენი უწმინდესობის მსახურება დაფუძნებული იქნება სწორედ იმ მარადიულ ქრისტიანულ ფასეულობებზე, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში აძლიერებდა ქართველ ერს: ღმერთისა და მოყვასის სიყვარული, თავმდაბლობა, სამართლიანობა, თანალმობა.

გისურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცეს, ღვთის მადლსა და წყალობას თქვენს ურთულეს გზაზე.

ღმერთმა დალოცოს თქვენი უწმინდესობა. ღმერთმა დალოცოს საქართველოს ეკლესია და სრულიად საქართველო“.

– აკადემიკოსი დავით გურგენიძე


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ის საცურაო აუზის “ტონუსი” სპეციალური შეთავაზება

სტუ-ის საცურაო აუზი “ტონუსი” უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს აბონიმენტებზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეღავათიანი აბონიმენტით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, 07:00 საათიდან...

სიახლეები

იტალიური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ სტუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს იტალიური ენის შესწავლას სრულიად უფასოდ სთავაზობს. რეგისტრაციის ვადა 6...

სიახლეები

TUDA-ს იდეების კონკურსი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის – „თქვენზე მორგებული უბანი!“

თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (TUDA) აცხადებს იდეების კონკურსს „თქვენზე მორგებული უბანი! - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“....

სიახლეები

UNI4VERSE FINEDU-ს საინფორმაციო შეხვედრა სტუ-ში

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი სტუდენტებს ფინანსური განათლებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვაციური პროტოტიპების შექმნისა და Web Summit-ზე გამგზავრების შანსს აძლევს. საქართველოს ტექნიკურ...

სიახლეები

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ქართულ და აფხაზურ ენებზე საერთაშორისო კონფერენციის თეზისების კრებული გამოსცა

„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა პირველად შექმნა შესაძლებლობა, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, სამეცნიერო კომუნიკაცია ქართულ და აფხაზურ ენებზე განხორციელებულიყო, ხოლო კონფერენციის თეზისების კრებული...

სიახლეები

პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი სტუდენტებს ლიეტუვური ენის შესწავლას სთავაზობს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი სტუ-ის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შესასწავლად იწვევს. ლიეტუვური ენისა...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?