სტუ-ის საცურაო აუზ „ტონუსის“ გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის – „წყალთა სახეობის ცენტრ „ტონუსის“ წყალბურთელთა გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა. საქართველოს ჩემპიონატში „ტონუსთან“ ერთად, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, „ოლიმპიკის“, „დინამოს“, „დინამო 2“-ისა და „ლაგუნა ვერეს“ გუნდები ასპარეზობდნენ.
„სტუ ტონუსის“ წყალბურთელთა გუნდმა თბილისში, საცურაო აუზ „ოლიმპიკში“ მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატი, 2008-2009 წლებში დაბადებულ წყალბურთელებს შორის, გამარჯვებით დაასრულა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ტურნირის განმავლობაში „ტონუსმა“ მაღალი დონის თამაში აჩვენა და ყველა შეხვედრაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. გუნდმა წარმატებით დაძლია ყველა მეტოქე და დამსახურებულად მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული 18-წლამდელთა (U18) ასაკობრივ კატეგორიაში.
ჩემპიონატის საბოლოო შედეგები ასეთია:
- I ადგილი – „ტონუსი“;
- II ადგილი – „დინამო 1“;
- III ადგილი – „ოლიმპი 2“.
სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, ჩემპიონი გუნდის მთავარი მწვრთნელი ნოდარ ჩხარტიშვილია, რომლის ხელმძღვანელობით „ტონუსმა“ სეზონი დაუმარცხებლად დაასრულა და ქვეყნის საუკეთესო გუნდის სტატუსი მოიპოვა. როგორც ლევან ფიფია აცხადებს, „ტონუსის“ წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს ახალგაზრდა წყალბურთელების მაღალ სპორტულ მომზადებას.
„U18 საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებით გუნდმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ქართველი წყალბურთელების ახალი თაობის წარმატების გზაზე. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ახალგაზრდებმა მთელი ჩემპიონატის განმავლობაში მაღალი პროფესიონალიზმი, დისციპლინა და გამარჯვებისკენ სწრაფვა გამოავლინეს. ეს შედეგი არის ყოველდღიური შრომის, მიზანმიმართული მომზადებისა და მწვრთნელების თავდადებული საქმიანობის დამსახურება.
ვულოცავთ „ტონუსის“ თითოეულ სპორტსმენს, გუნდის მთავარ მწვრთნელს ნოდარ ჩხარტიშვილს და კლუბის მთელ კოლექტივს ამ მნიშვნელოვან წარმატებას. დარწმუნებულები ვართ, რომ დღევანდელი ჩემპიონები მომავალში საქართველოს წყალბურთის ეროვნულ გუნდებს ღირსეულად წარმოადგენენ საერთაშორისო ასპარეზზე“.
– ლევან ფიფია
ცნობისთვის: „ტონუსი“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყალთა სახეობების ცენტრია, სადაც წყალბურთისა და ცურვის მიმართულებით ახალგაზრდების მომზადებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
მსგავსი
სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...
DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის
2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...
სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...
სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...