სტუ-ის დოქტორანტი – „უნივერსიტეტი სტუდენტებს ცოდნას და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას აძლევს”


„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მომცა საფუძვლიანი თეორიული ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და სამეცნიერო საქმიანობაში აქტიური ჩართულობის შესაძლებლობა. სტუდენტობის წლებში მონაწილეობა მივიღე არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციაში, გამოვაქვეყნე სამეცნიერო ნაშრომები და ჩავერთე სხვადასხვა კვლევით პროექტში. უნივერსიტეტმა ხელი შემიწყო პროფესიული და პიროვნული განვითარების გზაზე. ხაზგასმით აღვნიშნავ, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ და სამეცნიერო განვითარებაში. დღეს, როგორც დოქტორანტურის მეორე კურსის სტუდენტი და ჰიდრავლიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ვაგრძელებ საქმიანობას იმ უნივერსიტეტში, რომელმაც მომცა ცოდნა, გამოცდილება და განვითარების შესაძლებლობა”, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დოქტორანტი მარი თებიძე აცხადებს.

მერი თებიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურის მეორე კურსის სტუდენტი და სამშენებლო ფაკულტეტის ჰიდრავლიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელია.

როგორც ის აცხადებს, უნივერსიტეტმა მისცა  შესაძლებლობა, გაეგრძელებინა სამეცნიერო საქმიანობა და პარალელურად პროფესიული მიმართულებით დასაქმებულიყო.

„კარიერული გზა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტობის პერიოდიდან დაიწყო. თავდაპირველად ვმუშაობდი ლაბორანტად, შემდეგ ინჟინერ-ოპერატორის პოზიციაზე, ხოლო დღეს ჰიდრავლიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ვარ. უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა, მიმეღო პრაქტიკული გამოცდილება, მონაწილეობა მიმეღო საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებსა და კვლევით პროექტებში, რაც ჩემი პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველი გახდა. ვსარგებლობ შემთხვევით და ახალგაზრდებს ვურჩევ, აირჩიონ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თუ სურთ მიიღონ ხარისხიანი განათლება, ჩაერთონ სამეცნიერო საქმიანობაში და პროფესიული განვითარების რეალური შესაძლებლობები ჰქონდეთ. უნივერსიტეტი სტუდენტებს აძლევს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზების საშუალებას”.

– დოქტორანტი მარი თებიძე

აღსანიშნავია, რომ  მარი თებიძე სტუდენტობისას აქტიურად იყო ჩართული სამეცნიერო საქმიანობაში, მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში, სადაც რამდენჯერმე პირველი ადგილი მოიპოვა. არის სხვადასხვა სტიპენდიისა და ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარის საპატიო სიგელის მფლობელი.

მას ასევე, მონაწილეობა აქვს მიღებული ევროპის გეომეცნიერებათა კავშირის გენერალურ ასამბლეაში (EGU24, ვენა), ხოლო მისი სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებულია ქართულ და საერთაშორისო გამოცემებში. კვლევითი საქმიანობის ფარგლებში მოპოვებული აქვს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი.


მსგავსი

სიახლეები

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირები, აკადემიური და ადმინისტრაციული...

სტუდენტური აქტივობები

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე AI ჰაკათონი – „BrainHack-AI 2026“ ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მასშტაბურ ჰაკათონს -  „BrainHack-AI 2026“  უმასპინძლა. ინტენსიურ, დინამიკურ და...

სტუდენტური აქტივობები

„ბლუმსდეი 2026“-ის ფარგლებში შემეცნებითი და კულტურული ღონისძიება სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, ქართულ-ირლანდიური ცენტრის ინიციატივით, „ბლუმსდეი 2026“-ის ფარგლებში შემეცნებითი და კულტურული ღონისძიება გამართა, რომელიც...

სტუდენტური აქტივობები

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის ოჯახი, სადაც ყველა ერთმანეთს გვერდში უდგას” – სტუ-ის სტუდენტი

„როდესაც უნივერსიტეტის არჩევის ეტაპზე ვიყავი, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ისეთი მიმართულების მოძიება, რომელიც ქვეყნის განვითარებაში ჩემი წვლილის შეტანის შესაძლებლობას მომცემდა. სწორედ...

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ის იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელამ საიუბილეო თარიღი აღნიშნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობილმა შემოქმედებითმა ჯგუფმა, არაერთი ეროვნული და საერთაშორისო კონკურსისა თუ ფესტივალის ლაურეატმა, იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელამ...

სტუდენტური აქტივობები

„სტუდფესტი 2026“-ის გამარჯვებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდფესტი 2026“-ის ერთპიროვნული გამარჯვებული და აღნიშნული ახალგაზრდული ღონისძიების გრან-პრის მფლობელია. გამარჯვებული უმაღლესი სასწავლებელი, ასევე, სტუდენტური ფესტივალის მონაწილე...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?