სტუდენტები „ნიკორა ტრეიდის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები „ნიკორა ტრეიდის“ ტალანტების მოზიდვისა და შერჩევის გუნდის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრა სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით გაიმართა, რომლის მიზანი სტუდენტებისთვის კომპანიის საქმიანობის, პროფესიული მიმართულებებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაცნობა იყო.
ღონისძიების ფარგლებში „ნიკორა ტრეიდის“ შერჩევის გუნდის წევრებმა ახალგაზრდებს დეტალურად გააცნეს კომპანიის ის სფეროები, სადაც დასაქმება რეალურად არის შესაძლებელი, ასევე ისაუბრეს კარიერული განვითარების პერსპექტივებზე და იმ უნარებზე, რომლებიც თანამედროვე შრომის ბაზარზე წარმატების მისაღწევადაა საჭირო.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, უნივერსიტეტი აქტიურად მუშაობს როგორც კერძო სექტორთან, ისე სხვადასხვა სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციასთან პარტნიორობის გაღრმავებაზე.
როგორც ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე აცხადებს, უნივერსიტეტის მიზანია კარიერული განვითარებისთვის სტუდენტებს მრავალფეროვანი არჩევანის საშუალება მისცეს სტაჟირების პროგრამებში ჩართვისა და სამუშაო პრაქტიკის მიღების მხრივ, ასევე, კარიერული სემინარებისა და ტრენინგების სახით.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბიზნესსექტორს შორის თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია სტუდენტების პროფესიული განვითარებისა და მათი შრომის ბაზარზე წარმატებული ინტეგრაციისთვის. მსგავსი ტიპის შეხვედრები ახალგაზრდებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, უშუალოდ გაეცნონ იმ კომპანიების საქმიანობას, რომლებიც აქტიურად ოპერირებენ ქვეყნის ეკონომიკაში და უკეთ გააცნობიერონ შრომის ბაზრის რეალური მოთხოვნები.
ასეთი ინიციატივები სტუდენტებს ეხმარება არა მხოლოდ კარიერული გზის განსაზღვრაში, არამედ საკუთარი ძლიერი მხარეების იდენტიფიცირებასა და იმ უნარების განვითარებაში, რომლებიც თანამედროვე დასაქმების გარემოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იქნება ეს პროფესიული ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება თუ კომუნიკაციური და გუნდური მუშაობის უნარები.
უნივერსიტეტის კარიერული განვითარების განყოფილებისთვის პრიორიტეტია ახალგაზრდების მხარდაჭერა კარიერული ზრდის ყველა ეტაპზე. სწორედ ამიტომ, პარტნიორობის გასაღრმავებლად აქტიურად ვმუშაობთ როგორც კერძო სექტორთან, ისე სხვადასხვა ორგანიზაციასთან, რათა სტუდენტებს შევუქმნათ მეტი შესაძლებლობა პრაქტიკული გამოცდილების მიღებისთვის, დასაქმების პერსპექტივების გაფართოებისთვის. ჩვენი აზრით, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტუდენტების პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბების პროცესში. სწორედ ეს გვიქმნის მოტივაციას, რომ აქტიური მუშაობა მომავალშიც გავაგრძელოთ, რათა ახალგაზრდებმა სწავლის პროცესშივე შეძლონ კარიერული გზისა და წარმატებული მომავლის დაგეგმვა“.
– ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე
„ნიკორა ტრეიდის“ წარმომადგენლებთან სტუდენტების შეხვედრა ინტერაქტიურ ფორმატში წარიმართა, რამაც ახალგაზრდებს საშუალება მისცა დისკუსიაში ჩართულიყვნენ და მათთვის საინტერესო თემებზე კითხვები დაესვათ. მათ კომპანიის წარმომადგენლებმა ამომწურავი პასუხები გასცეს, ასევე, პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს.
მსგავსი
სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...
DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის
2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...
სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...
სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...
