ვ. ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:
- სახეთა ამოცნობის გამოყენებითი სისტემების განყოფილება: მეცნიერი თანამშრომელი (1 საშტატო ერთეული);
- სახეთა ამოცნობის გამოყენებითი სისტემების განყოფილება: მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (0.5 საშტატო ერთეული);
- თერმო და ფოტოქრომული სტრუქტურების ლაბორტორია: უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (0.5 საშტატო ერთეული);
- ნანოკომპოზიტების ლაბორატორია: მეცნიერი თანამშრომელი (1 საშტატო ერთეული);
- ოპტიკურად მართვადი ანიზოტროპული სისტემების განყოფილება: მეცნიერი თანამშრომელი (1 საშტატო ერთეული).
განცხადებების მიღება იწარმოებს 2026 წლის 19 ივნისიდან – 23 ივნისის ჩათვლით, 10:00-დან 17:00 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის პირველი შესახვევი №6 (ყოფილი სანდრო ეულის ქუჩა), ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი, პირველი სართული, ოთახი №130, საკონტაქტო პირი, გიორგი მუმლაძე, ტელ.: 598 42 98 33.
ინსტიტუტის სამეცნიერი საბჭოს მიერ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევ კონკურსანტ(ებ)თან გასაუბრება და კენჭისყრა ჩატარდება 2026 წლის 25 ივნისს. კენჭისყრის შედეგები სამეცნიერო საბჭოს მიერ გამოცხადდება კენჭისყრის დასრულებისთანავე 25 ივნისს და გამოიკვრება ინსტიტუტში თვალსაჩინო ადგილზე და გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე.
კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები სამეცნიერო საბჭოში/საკონკურსო კომისიაში მიიღება 2026 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (კონკურსანტის ანკეტა და განცხადება, კონკურსის ჩატარების დრო და ადგილი) გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე.
II. საკონკურსო პირობები
კონკურსის ძირითადი პირობები:
ა) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
ბ) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
გ) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
ყველა ჩამოთვლილ სამეცნიერო თანამდებობაზე პირი აირჩევა 5 წლის ვადით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:
ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე, აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);
ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;
დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);
ვ) 2 ფოტოსურათი 3X4;
ზ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.
შენიშვნა: ცნობების წარმოდგენისგან თავისუფლდება პირი, ვისაც აღნიშნული ცნობები უკვე წარმოდგენილი აქვს უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურში.
III. კონკურსის ჩატარების წესი
- კონკურსი ჩატარდება ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და „ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიაში, უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ვებ-გვერდებზე.
- საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (სამეცნიერო საბჭოს/საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით), კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები.
- კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მსგავსი
სტუ-ის საცურაო აუზის “ტონუსი” სპეციალური შეთავაზება
სტუ-ის საცურაო აუზი “ტონუსი” უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს აბონიმენტებზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეღავათიანი აბონიმენტით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, 07:00 საათიდან...
იტალიური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ სტუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს იტალიური ენის შესწავლას სრულიად უფასოდ სთავაზობს. რეგისტრაციის ვადა 6...
TUDA-ს იდეების კონკურსი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის – „თქვენზე მორგებული უბანი!“
თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (TUDA) აცხადებს იდეების კონკურსს „თქვენზე მორგებული უბანი! - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“....
UNI4VERSE FINEDU-ს საინფორმაციო შეხვედრა სტუ-ში
GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი სტუდენტებს ფინანსური განათლებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვაციური პროტოტიპების შექმნისა და Web Summit-ზე გამგზავრების შანსს აძლევს. საქართველოს ტექნიკურ...
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ქართულ და აფხაზურ ენებზე საერთაშორისო კონფერენციის თეზისების კრებული გამოსცა
„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა პირველად შექმნა შესაძლებლობა, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, სამეცნიერო კომუნიკაცია ქართულ და აფხაზურ ენებზე განხორციელებულიყო, ხოლო კონფერენციის თეზისების კრებული...
პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი სტუდენტებს ლიეტუვური ენის შესწავლას სთავაზობს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი სტუ-ის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შესასწავლად იწვევს. ლიეტუვური ენისა...