აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები 2025 წლის 15 დეკემბერს ჩატარდება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით, ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები 2025 წლის 15 დეკემბერს დაინიშნა – ამის შესახებ ნათქვამია აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №133/ნ ბრძანებით დამტკიცებული უნივერსიტეტის წესდების 21-ე მუხლის, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ დებულების მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის, 24-ე, 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად, უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის საბჭოს 2025 წლის 20 ოქტომბრის სხდომაზე (სხდომის ოქმი № 1) მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე:
1. აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად დაინიშნოს არჩევნები 2025 წლის 15 დეკემბერს.
2. ფაკულტეტის დეკანი აირჩევა ფაკულტეტის საბჭოს მიერ 4 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი დეკანის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
3. ფაკულტეტის დეკანის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) არის ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი;
ბ) გააჩნია მუშაობის არა ნაკლებ 5 წლის გამოცდილება;
გ) კანდიდატს მოეთხოვება:
- სახელმწიფო ენის ცოდნა (სასურველია უცხო ენის ცოდნა);
- კომპიუტერული პროგრამების – MS Office-ის ცოდნა;
- კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის უნარი;
- შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
1. საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“;
2. საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“;
3. საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შიდა მარეგულირებელი დოკუმენტები:
- საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მართვის ინსტრუქცია;
- საქართველოსტექნიკურ უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავების, შეფასების და განვითარების წესი;
- საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის მაგისტრატურის დებულება; საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის დოქტორანტურის დებულება;
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს დებულება;
- სხვა შიდა საუნივერსიტეტო დოკუმენტები.
4. კანდიდატებმა განცხადება და თანდართული დოკუმენტები უნდა შეიტანონ 2025 წლის 24 ნოემბრიდან 08 დეკემბრის ჩათვლით ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში – თბილისი, სტუ-ს 11 კორპუსი, დავით გურამიშვილის,17, მე-2 სართული, ოთახი №208. განცხადებები მიიღება 10 საათიდან 17 საათამდე, შაბათ-კვირის და უქმე დღეების გარდა.
5. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მოწმობის, პასპორტის) ასლი;
ბ) ცნობა ტექნიკური უნივერსიტეტისაგარარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტზე დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ.
გ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან მის შესაბამისობას;
დ) სამოქმედო გეგმა.
6. კანდიდატთა მიერ სამოქმედო პროგრამის საჯაროდ წარდგენა აგარარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის საბჭოში დაინიშნოს 2025 წლის 12 დეკემბერს.
7. აკადემიური საბჭო ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით (2/3-ით), ფარული კენჭისყრით, ინდივიდუალურად წყვეტს 65 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ ადმინისტრაციული თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის საკითხს. აღნიშნული ასაკის მქონე პირმა ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში დამატებით უნდა წარადგინოს აკადემიური საბჭოს თანხმობა. ამ საკითხზე აკადემიურ საბჭოს დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს განცხადებით 2025 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით, უნივერსიტეტის საქმისწარმოების დეპარტამენტის მეშვეობით (მის: კოსტავას ქ. №77, ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული). პირის დასწრება აკადემიურ საბჭოში მისი საკითხის განხილვისას სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული საკითხი არ განიხილება.
8. არჩევნები ჩატარდება „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ საუნივერსიტეტო დებულების შესაბამისად” – ნათქვამია აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Related
New Season of Employer Meetings at GTU
A new season of employer meetings for the 2026/2027 academic year has launched at Georgian Technical University as part of...
Cybersecurity Awareness Event at GTU
The Faculty of Informatics and Control Systems at Georgian Technical University is participating in a cybersecurity awareness campaign. The event...
Meeting with Writer and Translator Archil Javakhadze
The Faculty of Informatics and Control Systems at the Georgian Technical University hosted a meeting with writer and translator Archil...
GTU Announces Enrollment in Five Intensive Short-Term Professional Courses under Tbilisi City Hall’s “Study and Get Employed” Programme
A presentation of the final report for the Spring 2026 semester of the project “GTU Professional Training Courses,” implemented under...
Discussion at the Georgian Technical University – The Conflicts in Abkhazia and Samachablo through the Lens of History, International Law, and Geopolitics
An academic and student initiative has been launched at the Georgian Technical University – organized and supported by the Faculty...
The Scientific Council of the GTU Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support Announces a Competition
The Scientific Council of the Georgian Technical University’s Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support announces an open competition...