სტუ-ის კურსდამთავრებული მილანის პოლიტექნიკური უნივერისტეტის სტუდენტი გახდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული ნინი გრძელიძე მილანის პოლიტექნიკური უნივერისტეტის (Politecnico di Milano, იტალია) არქიტექტურის და ურბანული დიზაინის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი გახდა.
სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ნუგზარ ხვედელიანის თქმით, მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი მსოფლიოში ცნობილია ინოვაციური მიდგომებით, მაღალი აკადემიური სტანდარტებითა და არქიტექტურის სფეროში წამყვანი სპეციალისტების აღზრდით, სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არაერთმა კურსდამთავრებულმა მიიღო განათლება.
დეკანის განცხადებით, განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სტუ-ის არაერთი კურსდამთავრებული აგრძელებს სწავლას აღნიშნულ უნივერსიტეტში და ღირსეულად წარმოადგენს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.
„ნინი გრძელიძე გამორჩეული სტუდენტი იყო როგორც აკადემიური მიღწევებით, ასევე სხვადასხვა სასწავლო და შემოქმედებით პროექტებში აქტიური მონაწილეობით. მისი წარმატება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის ხარისხსა და იმ პროფესიულ საფუძველს, რომელსაც ქართული არქიტექტურის პროგრამა უზრუნველყოფს,“ – აცხადებს პროფესორი ნუგზარ ხვედელიანი.
სტუ-ის კურსდამთავრებულის თქმით, უნივერსიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სტუდენტების საერთაშორისო საგანმანათლებლო შესაძლებლობებს, სასწავლო გარემო კი ხელს უწყობს ახალგაზრდებს თვითგამოხატვასა და ახალი იდეების რეალიზაციაში. ნინი გრძელიძის თქმით, უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მნიშვნელოვანი საფუძველი გახდა მისთვის, როგორც პროფესიული ხედვის ფორმირების, ისე საზღვარგარეთ სწავლისთვის მოსამზადებლად.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, რომელიც გამოირჩეოდა მრავალფეროვანი სასწავლო პროცესით, პრაქტიკული და თეორიული ცოდნის სინთეზით, რაც, თავის მხრივ, საშუალებას მაძლევდა საკუთარი ხედვა და პროფესიული ინტერესები ჩამომეყალიბებინა. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებულმა გამოცდილებამ და ცოდნამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად მომზადების პროცესში, განსაკუთრებით არქიტექტურული პროექტირების, ურბანული დაგეგმარებისა და დიზაინის მიმართულებებში მიღებული ცოდნა აღმოჩნდა გადამწყვეტი. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს პროფესორ-მასწავლებლებს მხარდაჭერისა და იმ შესაძლებლობებისთვის, რაც სწავლის წლებში მომცეს. მადლობას ვუხდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს იმ პროფესიული საფუძვლისთვის, რომელიც დღეს საშუალებას მაძლევს საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ღირსეულად გავაგრძელო განვითარება“, – აცხადებს ნინი გრძელიძე.
Related
New Season of Employer Meetings at GTU
A new season of employer meetings for the 2026/2027 academic year has launched at Georgian Technical University as part of...
Cybersecurity Awareness Event at GTU
The Faculty of Informatics and Control Systems at Georgian Technical University is participating in a cybersecurity awareness campaign. The event...
Meeting with Writer and Translator Archil Javakhadze
The Faculty of Informatics and Control Systems at the Georgian Technical University hosted a meeting with writer and translator Archil...
GTU Announces Enrollment in Five Intensive Short-Term Professional Courses under Tbilisi City Hall’s “Study and Get Employed” Programme
A presentation of the final report for the Spring 2026 semester of the project “GTU Professional Training Courses,” implemented under...
Discussion at the Georgian Technical University – The Conflicts in Abkhazia and Samachablo through the Lens of History, International Law, and Geopolitics
An academic and student initiative has been launched at the Georgian Technical University – organized and supported by the Faculty...
The Scientific Council of the GTU Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support Announces a Competition
The Scientific Council of the Georgian Technical University’s Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support announces an open competition...