„ჩვენთვის მნიშვნელოვანია პლატფორმა, სადაც დამსაქმებლები და სტუდენტები ერთმანეთს შეხვდებიან”
„სწავლების პრაქტიკული მეთოდი, რომელიც რეალურ სამუშაო გარემოში ცოდნის მიღებასა და პროფესიული უნარების განვითარებას ითვალისწინებს, სტუდენტებისთვის მრავალმხრივად ეფექტურია. მსგავსი ფორმატის სემინარები ხელს უწყობს თეორიული ცოდნის გადმოტანას პრაქტიკაში, აძლიერებს სტუდენტების პროფესიულ თვითდაჯერებულობასა და მოტივაციას, უზრუნველყოფს მათ შეხებას ინდუსტრიაში მოქმედ პროფესიონალებთან, აფართოებს წარმოდგენას ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის რეალურ მოთხოვნებსა და სტანდარტებზე, სტუდენტებს უფრო პრაქტიკული და კონკურენტუნარიანი უნარებით მომავალი დასაქმებისთვის ამზადებს“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების უფროსი, ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე აცხადებს.
სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების, მთის მდგრადი ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტის სპეციალობის სტუდენტებს სალექციო კურსის ფარგლებში სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ პრაქტიკული სემინარი ჩაუტარდათ, რომელიც მოიცავდა როგორც შემეცნებით მიმართულებას, ისე სასტუმროს ინტერიერის დათვალიერებას და აქტიური ვაკანსიების გაცნობას.
სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის თქმით სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ჩატარებულ სემინარზე სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ საერთაშორისო ბრენდის სტანდარტებს, მომსახურების კულტურასა და მართვის პროცესებს უშუალოდ იმ სივრცეში, სადაც ეს პრაქტიკა ყოველდღიურად ხორციელდება.

სწავლების ასეთი მიდგომა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროფესიული კომპეტენციების განვითარების, არამედ, საქართველოს ტურიზმის სექტორის წინსვლისთვის, რადგან ის ზრდის მომავალი კადრების ხარისხსა და სექტორისადმი მათი პასუხისმგებლობის განცდას.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია სივრცე, სადაც დამსაქმებლები და სტუდენტები შეხვდებიან ერთმანეთს, იყოს მრავალფეროვანი. სწორედ ამ მიზნით ვეწვით სასტუმროების ქსელის „თბილისი მარიოტი”, “ქორთიარდ მარიოტი”, “მოქსი თბილისის“ ერთ-ერთ სასტუმროს „თბილისი მარიოტს“. დიდი მადლობა სწავლებისა და განვითარების მენეჯერს ქალბატონ ქეთევან წერეთელს, საინტერესო ტურისთვის. სტუდენტებმა მოისმინეს სასტუმროს მუშაობის სპეციფიკა, დაათვალიერეს სასტუმროს შიდა და გარე სივრცეები, ასევე, გაეცვნენ სასტუმროში არსებულ აქტიური ვაკანსიების შესახებ ინფორმაციას. რაც ძალიან კარგი შესაძლებლობაა მათთვის როგორც ინფორმაციის მიღების, სამუშაოების სპეციფიკის გაცნობის ისე მათი დასაქმების მიმართულებით. ადგილზევე გამოიკვეთა ჩვენი ორი სტუდენტის მიმართ ინტერესი, რაც ძალიან გვახარებს და იმედს ვიტოვებთ, რომ მათი შეთანხმება დადებითად გადაწყდება “- განაცხადა ნატო ქათამაძე.
Related
“Science for the Development of Georgia’s Regions – 2026” – GTU Participates in Regional Science Festival
The Regional Science Festival is an important event for fostering an interest in research among young people and deepening cooperation...
Welcome Event for International Students at GTU
Georgian Technical University held a welcome event for newly enrolled international students. The event introduced the university, helped students begin...
CSU/SDSU AI Research – with participation from various universities across the country
From September 21 to October 19, San Diego State University (San Diego State University – SDSU), in cooperation with the...
GTU Rector Congratulates Professor Boris Bokolishvili on His 90th Anniversary
The Rector of Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, on behalf of the university community, congratulates Boris Bokolishvili, Doctor of...
New Season of Employer Meetings at GTU
A new season of employer meetings for the 2026/2027 academic year has launched at Georgian Technical University as part of...
Cybersecurity Awareness Event at GTU
The Faculty of Informatics and Control Systems at Georgian Technical University is participating in a cybersecurity awareness campaign. The event...