ქეთევან ქუთათელაძე: „ენერგეტიკის ფაკულტეტი წარმატებით ასრულებს თავის ისტორიულ მისიას, მოამზადოს საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი კადრები“
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე მიმდინარეობს საერთაშორისო სამეცნიერო და კვლევითი პროექტები, ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი, ფუძნდება თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიები, გვყავს 141, მათ შორის, ბაკალავრი – 95, მაგისტრი – 41 და 5 დოქტორანტი, კურსდამთავრებული. 2024/2025 სასწავლო წლის განმავლობაში ჩვენი სტუდენტები Erasmus+ გაცვლითი პროგრამაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი“, – ამის შესახებ ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ქეთევან ქუთათელაძემ 2024/2025 სასწავლო წლის შეჯამებისას განაცხადა.
მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში ენერგეტიკის ფაკულტეტზე განხორციელდა ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც სწავლება-სწავლისა და კვლევის პროცესს აძლიერებს. კერძოდ, განახლდა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა 3 სალექციო აუდიტორია. ელექტროტექნიკის და ელექტრონიკის დეპარტამენტში საბაკალავრო პროგრამისთვის – “ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია”, მოეწყო ელექტრომაგნეტიზმის ახალი ლაბორატორია.
როგორც ენერგეტიკის ფაკულტეტის ახლად არჩეული დეკანმა აღნიშნა, ენერგეტიკის სფეროს მნიშვნელობა დღითიდღე იზრდება იმ ფონზე, როცა სახეზეა გლობალური კლიმატური გამოწვევები და როცა მნიშვნელოვანია ენერგოუსაფრთხოება, განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისება, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარება.
ქეთევან ქუთათელაძის თქმით, ამ საკვანძო საკითხების გადაჭრაში დიდი წვლილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს მიუძღვის, იმედანად, რამდენადაც ფაკულტეტი უკვე 103 წელია წარმატებით ასრულებს თავის ისტორიულ მისიას, მოამზადოს საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი საინჟინრო და სამეცნიერო კადრები.
„ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანად არჩევა ჩემთვის არის არა მხოლოდ დიდი პატივი, არამედ პასუხისმგებლობა სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების, ადმინისტრაციისა და მთლიანად უნივერსიტეტის წინაშე. მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ენერგეტიკის ფაკულტეტის ყოფილ დეკანის, პროფესორ ლენა შატაკიშვილს მიმართ, რომლის ხელმძღვანელობით და, რაც მთავარია, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, ფაკულტეტმა მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, როგორც სასწავლო პროცესის, ისე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მიმართულებით. მადლობას ვუხდი ფაკულტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ თანამშრომლებს, სტუდენტებს, ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერისა და გამოხატული ნდობისთვის. ჩემი, როგორც ახლად არჩეული დეკანის ხედვა ეფუძნება შემდეგ პრიორიტეტებს:
1. აკადემიური და კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერება — ხელს შევუწყობ ინოვაციური კვლევითი პროექტების განვითარებას, ლაბორატორიული ბაზის გაუმჯობესებასა და სტუდენტთა კვლევით საქმიანობაში ინტეგრაციას;
2. საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება — ფაკულტეტი უნდა ჩაერთოს საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო ქსელებში, რაც განაპირობებს ცოდნის ტრანსფერს და თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებას;
3.
ახალგაზრდა კადრების მხარდაჭერა და პროფესიული განვითარება — განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების მხარდაჭერას, მათ პროფესიულ ზრდასა და კარიერულ განვითარებას. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, რექტორის მხარდაჭერით,
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი კიდევ უფრო განიმტკიცებს საკუთარ პოზიციებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე“, – აღნიშნა ქეთევან ქუთათელაძემ.
Related
“Science for the Development of Georgia’s Regions – 2026” – GTU Participates in Regional Science Festival
The Regional Science Festival is an important event for fostering an interest in research among young people and deepening cooperation...
Welcome Event for International Students at GTU
Georgian Technical University held a welcome event for newly enrolled international students. The event introduced the university, helped students begin...
CSU/SDSU AI Research – with participation from various universities across the country
From September 21 to October 19, San Diego State University (San Diego State University – SDSU), in cooperation with the...
GTU Rector Congratulates Professor Boris Bokolishvili on His 90th Anniversary
The Rector of Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, on behalf of the university community, congratulates Boris Bokolishvili, Doctor of...
New Season of Employer Meetings at GTU
A new season of employer meetings for the 2026/2027 academic year has launched at Georgian Technical University as part of...
Cybersecurity Awareness Event at GTU
The Faculty of Informatics and Control Systems at Georgian Technical University is participating in a cybersecurity awareness campaign. The event...