საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი – „მთის მდგრადი განვითარების სწავლება – მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ინოვაციური მიდგომები აკადემიურ სივრცეში“.
ფორუმს, რომელიც „საქართველო – I2Q – ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF)“ დაფინანსებული პროექტის – „საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის „მთიანი ტერიტორიების მდგრადი განვითარება“ შექმნა მთის უნივერსიტეტთან (მილანის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრი) თანამშრომლობით”, ფარგლებში გაიმართა, ესწრებოდნენ: მილანის უნივერსიტეტის პროფესორები: ანა გიორგი, სტეფანო კორსი, მატეო ვიზზარი, სილვანა მატელიო. ასევე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ კუსიდი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მთიანი რეგიონების პრობლემების კვლევის მუდმივმოქმედი კომისიის წევრი, აკადემიკოსი კობა არაბული და კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) ადმინისტრირების ერთეულის ხელმძღვანელი ანა გომელაური.
ფორუმი, რომლის თემატიკაა მდგრადი განვითარების მიზნები, განათლება და გლობალური მიზნების ოქროს სტანდარტი (GOLD STANDARD FOR THE GLOBAL GOALS), მთის პარტნიორობა (MOUNTAIN PARTNERSHIP, FAO) მხარდაჭერით ჩატარდა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა გახსნა.
„მესამე ათასწლეულის გამოწვევების ფონზე, როცა გლობალური კლიმატის ცვლილებები და ბუნებრივი რესურსების ამოწურვა ჩვენგან ახალ ხედვებსა და ინოვაციურ მიდგომებს მოითხოვს, გამორჩეულად მნიშვნელოვანია ისეთი სამეცნიერო პლატფორმების შექმნა და მხარდაჭერა, როგორიცაა დღევანდელი ფორუმი – „მთის მდგრადი განვითარების სწავლება – მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ინოვაციური მიდგომები აკადემიურ სივრცეში“. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ამ ფორუმის ჩატარება სტრატეგიული მნიშვნელობის მოვლენაა. იგი ხაზს უსვამს ჩვენს უნივერსიტეტში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობითა და მხარდაჭერით, მიმდინარე იმ ღრმა პროცესებს, რომლებიც მიზნად ისახავს საგანმანათლებლო და კვლევითი კომპონენტების გლობალურ განვითარების დღის წესრიგთან ინტეგრაციას. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის წვლილი ფორუმის ორგანიზებასა და კონცეფციის ჩამოყალიბებაში. სწორედ ეს ფაკულტეტი ქმნის სივრცეს, სადაც მეცნიერება, განათლება და პრაქტიკა პასუხობს ქვეყნისა და მთიანი რეგიონების განვითარების საჭიროებებს. ფორუმი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს პლატფორმას მეცნიერებისთვის, სტუდენტებისთვის რათა იმსჯელონ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მდგრადი რესურსების მართვა, ეკოსისტემების დაცვა, კლიმატური ადაპტაცია და განათლების როლი ამ პროცესებში. მადლობას მოვახსენებ თითოეულ მონაწილეს, ორგანიზატორსა და მხარდამჭერს – თქვენი წვლილი გადამწყვეტია ჩვენი საერთო მიზნების მიღწევაში“, – განაცხადა თამარ წერეთელმა.
ფორუმი რამდენიმე სექციად ჩატარდა და მასზე წარდგენილი იყო 40-ზე მეტი ნაშრომი.
Related
“Science for the Development of Georgia’s Regions – 2026” – GTU Participates in Regional Science Festival
The Regional Science Festival is an important event for fostering an interest in research among young people and deepening cooperation...
Welcome Event for International Students at GTU
Georgian Technical University held a welcome event for newly enrolled international students. The event introduced the university, helped students begin...
CSU/SDSU AI Research – with participation from various universities across the country
From September 21 to October 19, San Diego State University (San Diego State University – SDSU), in cooperation with the...
GTU Rector Congratulates Professor Boris Bokolishvili on His 90th Anniversary
The Rector of Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, on behalf of the university community, congratulates Boris Bokolishvili, Doctor of...
New Season of Employer Meetings at GTU
A new season of employer meetings for the 2026/2027 academic year has launched at Georgian Technical University as part of...
Cybersecurity Awareness Event at GTU
The Faculty of Informatics and Control Systems at Georgian Technical University is participating in a cybersecurity awareness campaign. The event...