სტუ-ის თეატრ-სტუდია „მოდინახემ“ გამართა საქველმოქმედო აქცია — „4 წლის ელენესთვის“
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მორიგი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, სტუდენტთა სახალხო თეატრ-სტუდიის – „მოდინახეს“ მოყვარული მსახიობები მაყურებლის წინაშე წარდგნენ მიხო მოსულიშვილის პიესის მიხედვით, რეჟისორ გიორგი ჭანტურიას მიერ დადგმული სპექტაკლით „უკანასკნელი თოლია“.
საქველმოქმედო სპექტაკლი 4 წლის ელენე ფარცვანიას დასახმარებლად გაიმართა.
სტუ-ის სტუდენტთა სახალხო თეატრ-სტუდიის „მოდინახეს“ რეჟისორის, გიორგი ჭანტურიას თქმთ, მოყვარული მსახიობების მიზანი მხოლოდ ხელოვნება, თეატრი ან წარმოდგენა კი არა, თანაგრძნობის, მზრუნველობისა და სითბოს გამოხატვა იყო, იმ მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახის მიმართ, რომლის ყველაზე პატარა წევრი, 4 წლის ელენე დამწვრობის ცენტრში გადის მკურნალობის კურსს.

„თეატრი ეკუთვნის და უნდა ემსახურებოდეს ხალხს, ეს არის ჩვენი რწმენა, ამიტომ „მოდინახე“ ძალიან ხშირად ატარებს საქველმოქმედო აქციებს. ქველმოქმედება ჩვენი უნივერსიტეტის, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მსოფლმხედველობის ნაწილია და სწორედ მისი მხარდაჭერით გავერთიანდით ელენესთვის. ამჯერად თითოეული აპლოდისმენტი, შემოწირულობა და გულისძგერა ელენეს ჯანმრთელობისა და ბედნიერი მომავლისთვისაა. ქველმოქმედება არის ის სითბო, რომელსაც ვგრძნობთ მაშინ, როცა სხვისი ტკივილი ჩვენიც ხდება. ის გვახსენებს, რომ ერთმანეთის მხარდაჭერით სამყაროს შეცვლაც კი შეგვიძლია“, – აცხადებს გიორგი ჭანტურია.
ინფორამციისთვის, „უკანასკნელი თოლია” ერთმოქმედებიანი დრამაა, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ, 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებულ მოვლენებს ასახავს.
სპექტაკლის პრემიერა 2024 წლის დეკემბერში გაიმართა, ხოლო ცოტა ხნის წინ სიღნაღის საერთაშორისო თეტრალური ფესტივალზე პირველი ადგილი და მთავარი პრიზი მოიპოვა.
Related
“Science for the Development of Georgia’s Regions – 2026” – GTU Participates in Regional Science Festival
The Regional Science Festival is an important event for fostering an interest in research among young people and deepening cooperation...
Welcome Event for International Students at GTU
Georgian Technical University held a welcome event for newly enrolled international students. The event introduced the university, helped students begin...
CSU/SDSU AI Research – with participation from various universities across the country
From September 21 to October 19, San Diego State University (San Diego State University – SDSU), in cooperation with the...
GTU Rector Congratulates Professor Boris Bokolishvili on His 90th Anniversary
The Rector of Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, on behalf of the university community, congratulates Boris Bokolishvili, Doctor of...
New Season of Employer Meetings at GTU
A new season of employer meetings for the 2026/2027 academic year has launched at Georgian Technical University as part of...
Cybersecurity Awareness Event at GTU
The Faculty of Informatics and Control Systems at Georgian Technical University is participating in a cybersecurity awareness campaign. The event...