სტუ პალერმოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობას აღრმავებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია – ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოადგილის, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნინო ჩხარტიშვილის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორების, ნინო თოფურიას და ალექსი ლაბაძის, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სპეციალისტის, მარგარიტა სეროპიანის შემადგენლობით, „ERASMUS+“ პროგრამის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით პალერმოს უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
პალერმოს უნივერსიტეტის მხრიდან დელეგაციას მასპინძლობდა ამავე უნივერსიტეტის აგრარული, სურსათის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის შეფასების მიმართულებით პროფესორი ანტონინო გალატი.
ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და პალერმოს უნივერსიტეტს შორის აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავება და „ERASMUS+“ პროექტების ფარგლებში სამომავლო აქტივობების განხორციელება.
სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნინო ჩხარტიშვილის თქმით, შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციამ იტალიელ კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია ინფორმატიკის, ბიზნესტექნოლოგიებისა და მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებებით მიმდინარე საგანმანათლებლო და კვლევითი ინიციატივების შესახებ. მხარეებმა იმსჯელეს აგრარული, მათ შორის, ღვინის ეკონომიკისა და მარკეტინგის, ასევე ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით, ერთობლივი ორდიპლომიანი პროგრამების შემუშავების შესახებ.
„საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარგარიტა სეროპიანმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, კიდევ ერთხელ დააფიქსირა თანამშრომლობის შესახებ მზაობა და ისაუბრა იტალიურ მხარესთან სამომავლო გეგმებზე, რომელიც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებას, სტუდენტების მობილობის პროცესის ხელშეწყობასა და ერთობლივი საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზებას. ჩვენმა დელეგაციამ შეხვედრა გამართა პალერმოს უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სატყეო მეცნიერებების დეპარტამენტის პროფესორთან და ნიადაგმცოდნე მკვლევართან, ჯუზეპე ლო პაპასთან, რომელიც აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო უნივერსიტეტების ქსელში და თანამშრომლობს სხვადასხვა აკადემიურ და კვლევით ინსტიტუციასთან. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ვიზიტი ძალიან ნაყოფიერი იყო“, – აცხადებს ნინო ჩხარტიშვილი.
სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოადგილის თქმით, შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ნიადაგმცოდნეობის მიმართულებით კვლევითი ინიციატივები, თანამედროვე მიდგომები აგრარული მეცნიერებების სწავლების სფეროში, ასევე, სტუდენტებისა და მკვლევრების ჩართულობის გაძლიერების შესაძლებლობები. როგორც პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე აცხადებს, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საერთაშორისო კოლაბორაციულ პლატფორმებზე, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ერთობლივი პროექტების განხორციელება, გამოცდილების გაზიარება და ინსტიტუციური პარტნიორობის გაძლიერება.
„აღსანიშნავია, რომ მიმდინარე საგაზაფხულო აკადემიურ სემესტრში პალერმოს უნივერსიტეტში სწავლობს აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერიგნისა და ბიზნესტექნოლოგიის ფაკულტეტების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები. პალერმოს უნივერსიტეტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, რაც ქართულ და იტალიურ უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გამყარებას მომავალშიც შეუწყობს ხელს“, – აცხადებს რუსუდან ქუთათელაძე.
შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა მნიშვნელოვანი ღონისძიებები სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის, ერთობლივი კვლევითი ინიციატივების შემუშავებისა და სასწავლო პროგრამების ჰარმონიზაციის მიმართულებით.
Related
“Science for the Development of Georgia’s Regions – 2026” – GTU Participates in Regional Science Festival
The Regional Science Festival is an important event for fostering an interest in research among young people and deepening cooperation...
Welcome Event for International Students at GTU
Georgian Technical University held a welcome event for newly enrolled international students. The event introduced the university, helped students begin...
CSU/SDSU AI Research – with participation from various universities across the country
From September 21 to October 19, San Diego State University (San Diego State University – SDSU), in cooperation with the...
GTU Rector Congratulates Professor Boris Bokolishvili on His 90th Anniversary
The Rector of Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, on behalf of the university community, congratulates Boris Bokolishvili, Doctor of...
New Season of Employer Meetings at GTU
A new season of employer meetings for the 2026/2027 academic year has launched at Georgian Technical University as part of...
Cybersecurity Awareness Event at GTU
The Faculty of Informatics and Control Systems at Georgian Technical University is participating in a cybersecurity awareness campaign. The event...