TechCrunch-ის სტარტაპ კონკურსში მონაწილეობის უნიკალური შესაძლებლობა სტუ-ის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის
Silkroad Innovation Hub სტუ-ის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს იწვევს TechCrunch-ის ყველაზე პრესტიჟულ სტარტაპ კონკურსში: TechCrunch Startup Battlefield- Central Eurasia, მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსის მიზანია, ინოვაციური სტარტაპების აღმოჩენა და მათი გაძლიერება გლობალურ ბაზარზე. მონაწილეებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, საკუთარი იდეები წარადგინონ მსოფლიოს წამყვანი ინვესტორებისა და ტექნოლოგიური ლიდერების წინაშე.
შერჩევის პროცესი და ფინალი
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ რვა ქვეყნის წარმომადგენლებს: საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, მონღოლეთი და თურქეთი.
რეგიონული შერჩევის შედეგად, გამოვლინდება 3 საუკეთესო სტარტაპი, რომელიც უკვე, TechCrunch Startup Battlefield-ის ფინალურ ეტაპში მიიღებს მონაწილეობას. კონკურსი 2025 წლის 27–29 ოქტომბერს, სან-ფრანცისკოში გაიმართება.
გამარჯვებულისათვის(რეგიონის საუკეთესო 3 წევრი) გათვალისწინებულია:
-
l 100,000 აშშ დოლარის ოდენობის პრიზი და სტენდ TechCrunch Disrupt-ზე განთავსება;
-
l მგზავრობის და განთავსების ხარჯისა დაფარვა გუნდის 2 წევრისთვის;
-
l მსოფლიოს უმსხვილესი ინვესტორების წინაშე პრეზენტაციის ჩატარების შესაძლებლობა;
-
l გლობალური მედიაგაშუქება TechCrunch.com-ზე.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
-
l სტუ-ის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს;
-
l 2-4 წევრიან გუნდებს;
-
l სტარტაპებს, რომლებსაც უკვე აქვთ პროდუქტის ფუნქციონალური ვერსია (MVP) და მის განვითარებაზე მუშაობენ;
-
l სტარტაპ იდეას, რომელიც მორგებულია ბაზრის მოთხოვნებზე და აქვს ზრდის პოტენციალი.
Silkroad Inovation Hub-ის ოფიციალურ ვებგვერდზე განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია: https://road2battlefield.com/
განაცხადის შევსების ბოლო ვადაა: 2025 წლის 15 ივლისი
Related
“Science for the Development of Georgia’s Regions – 2026” – GTU Participates in Regional Science Festival
The Regional Science Festival is an important event for fostering an interest in research among young people and deepening cooperation...
Welcome Event for International Students at GTU
Georgian Technical University held a welcome event for newly enrolled international students. The event introduced the university, helped students begin...
CSU/SDSU AI Research – with participation from various universities across the country
From September 21 to October 19, San Diego State University (San Diego State University – SDSU), in cooperation with the...
GTU Rector Congratulates Professor Boris Bokolishvili on His 90th Anniversary
The Rector of Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, on behalf of the university community, congratulates Boris Bokolishvili, Doctor of...
New Season of Employer Meetings at GTU
A new season of employer meetings for the 2026/2027 academic year has launched at Georgian Technical University as part of...
Cybersecurity Awareness Event at GTU
The Faculty of Informatics and Control Systems at Georgian Technical University is participating in a cybersecurity awareness campaign. The event...