სტუ დიზაინის საერთაშორისო სკოლის ინგლისურენოვან პროგრამებზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (შემდგომში უნივერსიტეტი) აცხადებს ღია კონკურსს 2026-2027 სასწავლო წლიდან 4 წლის ვადით დიზაინის საერთაშორისო სკოლის ინგლისურენოვან პროგრამებზე პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის შესაბამისი ინფორმაცია (მათ შორის საკონკურსო ადგილების რაოდენობა სწავლების ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების საგანთა ჯგუფების მიხედვით და სხვ.) გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები:
ა) პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, ან პროფესიული გამოცდილების მქონე პირი, რომლის კვალიფიკაცია უნდა დასტურდებოდეს: პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან პუბლიკაციებით ან შემოქმედებით პრაქტიკაში განხორციელებული არანაკლებ 6 პროექტის ავტორობით და/ან კონკურსში (მათ შორის საერთაშორისო) მონაწილე პროექტ(ებ)ის ავტორობით, ან მხატვრული შემოქმედების პერსონალური გამოფენ(ებ)ით;
ბ) ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ: იქნას დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, ან პროფესიული გამოცდილების მქონე პირი, რომლის კვალიფიკაცია უნდა დასტურდებოდეს: პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან პუბლიკაციებით ან შემოქმედებით პრაქტიკაში განხორციელებული არანაკლებ 6 პროექტის ავტორობით და/ან კონკურსში (მათ შორის საერთაშორისო) მონაწილე პროექტ(ებ)ის ავტორობით, ან მხატვრული შემოქმედების პერსონალური გამოფენ(ებ)ით.
შენიშვნა:
კონკურსანტს მოეთხოვება ინგლისური ენის თავისუფალი ცოდნა, ინგლისური ენის სასუბრო სიტყვათა და სპეციალური ტერმინოლოგიის სათანადო მარაგი, კომუნიკაციის გამოკვეთილი უნარი. კონკურსანტი ახდენს საჩვენებელი ლექციის ინგლისურ ენაზე ჩატარებას.
საკონკურსო დოკუმენტაცია:
კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განაცხადი1 კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი საგანთა ჯგუფის და აკადემიური თანამდებობის მითითებით და ანკეტა;
ბ) ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);
დ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების, დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები/ცნობები;
ე) სამეცნიერო პედაგოგიური გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთები დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/ დაწესებულების ბეჭდით;
ვ) სამეცნიერო და სასწავლო მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (დამოწმება ასევე შესაძლებელია უნივერსიტეტის შესაბამისი აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხელმოწერითა და აკადემიური დეპარტამენტის/ფაკულტეტის ბეჭდით), და/ან შემოქმედებით პრაქტიკაში განხორციელებული არანაკლებ 6 პროექტის ავტორობის და/ან შემოქმედებით კონკურსში (მათ შორის საერთაშორისო) მონაწილე პროექტ(ებ)ის ავტორობის და/ან მხატვრული შემოქმედების პერსონალური გამოფენ(ებ)ის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ზ) სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში);
თ) 2 ფოტოსურათი, 3X4;
ი) „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა. აღნიშნული ცნობების წარმოდგენის ვალდებულება არ აქვს პირს, ვისაც უკვე წარმოდგენილი აქვს აღნიშნული ცნობები უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის და საქმისწარმოების სამსახურში.
განცხადებების მიღების და კონკურსის ჩატარების ვადები:
- კონკურსში მონაწილეთა განცხადებების მიღება იწარმოებს 24 აგვისტოდან 31 აგვისტოს (უქმე დღეების გარდა) ჩათვლით, 10.00-დან 17.00 საათამდე, საკონკურსო კომისიის სამდივნოში – თბილისი, კოსტავას, 75, მე-8 სასწავლო კორპუსი, დიზაინის საერთაშორისო სკოლა, მე-2 სართული, ოთახი №3, პასუხისმგებელი პირი – მარინა მიტიჩაშვილი, ტელ: 599 105 607.
- კონკურსი ჩატარდება 2026 წლის 07 სექტემბრიდან 09 სექტემბრის ჩათვლით.
- კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2026 წლის 10 სექტემბრისა საკონკურსო კომისიის მიერ უნივერსიტეტის შესაბამის სასწავლო კორპუსში ყველასათვის თვალსაჩინო ადგილზე და უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.gtu.ge;
- კონკურსთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2026 წლის 11 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით.
- კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე აკადემიური საბჭოს მიერ კონკურსის შედეგების დამტკიცებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა.
- კონკურსში გამარჯვებულ პირებთან აფილირებისა და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება მოხდება კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში.
განაცხადი ივსება მხოლოდ ერთი მიმართულებით და ერთ კონკრეტულ პოზიციაზე. განცხადების და ანკეტის ფორმები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
იმ შემთხვევაში თუ პირი სწავლობს უცხოეთში ან უმაღლესი განათლება აქვს მიღებული უცხოეთში ვალდებულია წარმოადგინოს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
შენიშვნა:
იმ შემთხვევაში თუ პირი სწავლობს უცხოეთში ან უმაღლესი განათლება აქვს მიღებული უცხოეთში ვალდებულია წარმოადგინოს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
პირი, რომელიც მუშაობს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და გაიმარჯვებს კონკურსში, შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა გააფორმოს აფილირების ხელშეკრულება.
მონაწილეთა შეზღუდვა:
- კონკურსში არ დაიშვება პირი, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დაკავება შეზღუდული აქვს მოქმედი კანონმდებლობით.
- იმ შემთხვევაში თუ პირი სხვა დაწესებულებაში დასაქმებულია სრულ განაკვეთზე, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ უნივერსიტეტის მიერ არასრულ განაკვეთზე გამოცხადებულ ვაკანსიაზე.
კონკურსის ჩატარების წესი:
- კონკურსი ჩატარდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და „აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის შესახებ” დებულების შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიებში და უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
- საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით, კონკურსანტის კვალიფიკაციისა და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული, სასწავლო-მეთოდური და პედაგოგიური საქმიანობა; სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე, კონკურსანტის მიერ ჩატარებული ლექციის ან/და საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები.
- კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ინფორმაცია აკადემიური პერსონალის დატვირთვის და შრომის ანაზღაურების შესახებ:
აკადემიური პერსონალის ვალდებულება შედგება სამი კომპონენტისგან:
- სასწავლო-პედაგოგიური;
- საკონსულტაციო ვალდებულება და საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკის უზრუნველყოფა/მონაწილეობა;
- სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა.
პროფესორის ვალდებულებები:
- სასწავლო-პედაგოგიური (ლექცია, პრაქტიკული, სემინარი, ლაბორატორია, საკურსო სამუშაო, საკურსო პროექტი) წელიწადში 480 საათი;
- საკონსულტაციო ვალდებულება და საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკის უზრუნველყოფა/მონაწილეობა;
- სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა:
- ყოველ ორ წელიწადში, არანაკლებ ორი სტატიის გამოქვეყნება ადგილობრივ რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში/კრებულში (აქედან არანაკლებ ერთი -სტუდენტ(ებ)ის თანამონაწილეობით);
- ყოველ ორ წელიწადში, საერთაშორისო, მაღალ რეიტინგულ რეფერირებად ჟურნალში/კრებულში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნება;
- ყოველ ორ წელიწადში, საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში (კონფერენცია, სიმპოზიუმი, ვორკშოპი, სამეცნიერო სემინარი, კონგრესი) მონაწილეობა მომხსენებლის სტატუსით;
- ოთხი წლის განმავლობაში, გამოაქვეყნოს ერთი სახელმძღვანელო, სამეცნიერო წიგნი, მონოგრაფია ან კრებული;
- ოთხი წლის განმავლობაში, მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტში.
პროფესორის ვალდებულებაში შედის, აგრეთვე:
- მაგისტრანტის ან/და დოქტორანტის ხელმძღვანელობა (როგორც წესი, ერთდროულად არაუმეტეს 3 მაგისტრანტი და 3 დოქტორანტი);
- შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დახვეწა და განვითარებაზე ზრუნვა;
- შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის მუდმივი განვითარება;
- შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის პროგრამ(ებ)ის განხორციელებისათვის საჭირო სასწავლო ლიტერატურის მომზადება/ უზრუნველყოფა.
ასოცირებული პროფესორი ვალდებულებები:
- სასწავლო-პედაგოგიური (ლექცია, პრაქტიკული, სემინარი, ლაბორატორია, საკურსო სამუშაო, საკურსო პროექტი) წელიწადში 500 საათი;
- საკონსულტაციო ვალდებულება და საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკის უზრუნველყოფა/მონაწილეობა;
- სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა:
- ყოველ ორ წელიწადში, არანაკლებ ორი სტატიის გამოქვეყნება ადგილობრივ რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში/კრებულში (აქედან არანაკლებ ერთი – სტუდენტ(ებ)ის თანამონაწილეობით);
- ყოველ ორ წელიწადში, საერთაშორისო, მაღალ რეიტინგულ რეფერირებად ჟურნალში/კრებულში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნება;
- ყოველ ორ წელიწადში, საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში (კონფერენცია, სიმპოზიუმი, ვორკშოპი, სამეცნიერო სემინარი, კონგრესი) მონაწილეობა მომხსენებლის სტატუსით;
- ოთხი წლის განმავლობაში, გამოაქვეყნოს ერთი სახელმძღვანელო, სამეცნიერო წიგნი, მონოგრაფია ან კრებული;
- ოთხი წლის განმავლობაში, მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტში.
ასოცირებული პროფესორის ვალდებულებაში შედის, აგრეთვე:
- მაგისტრანტის ან/და დოქტორანტის ხელმძღვანელობა (როგორც წესი, ერთდროულად არაუმეტეს 2 მაგისტრანტი და 2 დოქტორანტი);
- შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დახვეწა და განვითარებაზე ზრუნვა;
- შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის მუდმივი განვითარება;
- შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის განხორციელებისათვის საჭირო სასწავლო ლიტერატურის მომზადება/ უზრუნველყოფა.
მსგავსი
სტუ თბილისში, ვერაზე დატრიალებული შემზარავი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე პროფესორ-მასწავლებლების, თანამშრომლებისა და სტუდენტების სახელით თბილისში, ვერაზე დატრიალებულ შემზარავ ტრაგედიას ეხმიანება, რომელმაც 17...
სტუ-ის რექტორი ემერიტუსი პროფესორის მერაბ ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მწუხარებას გამოთქვამს ემერიტუსის, გამოჩენილი მეცნიერის, ინჟინრის, ენერგეტიკის დარგის თვალსაჩინო მკვლევარისა და პედაგოგის, პროფესორ...
2026-2027 სასწავლო წლის I სემესტრისთვის შიდა მობილობის მსურველთა საყურადღებოდ
სსიპ - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის (შიდა მობილობის) მსურველებმა უნდა მიმართონ...
რექტორმა ღვაწლმოსილ მკვლევრებს უნივერსიტეტის ოქროს მედლები და საპატიო დიპლომი გადასცა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ღვაწლმოსილ მეცნიერ-მკვლევრებსა და პროფესორებს სტუ-ის ოქროს მედლები და საპატიო...
საერთაშორისო სტუდენტების გაცილების ღონისძიება სტუ-ში
„ძვირფასო ახალგაზრდებო, გულითადად გილოცავთ სამხრეთ კავკასიაში ერთადერთ ასწლოვან უმაღლეს საინჟინრო სკოლაში - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში - სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულებას....
DUNE ექსპერიმენტის ერთ-ერთი ლიდერის, პროფესორ რობერტო პეტის საჯარო ლექცია სტუ-ში
„პროფესორ რობერტო პეტის ვიზიტი და მისი საჯარო ლექცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა. როდესაც ჩვენს უნივერსიტეტს სტუმრობს მეცნიერი, რომელიც...