სტუ თბილისში, ვერაზე დატრიალებული შემზარავი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე პროფესორ-მასწავლებლების, თანამშრომლებისა და სტუდენტების სახელით თბილისში, ვერაზე დატრიალებულ შემზარავ ტრაგედიას ეხმიანება, რომელმაც 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა და სამძიმარს უცხადებს მოკლული ახალგაზრდის ოჯახს.

„ვუსამძიმრებთ ჩვენი უნივერსიტეტის ყოფილ თანამშრომელს, ქალბატონ ეკა ღუნაშვილს, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის ოჯახს, ახლობლებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც დაუნდობლად შეწყვეტილ სიცოცხლეს გლოვობს.

არის ტკივილი, რომლის შემსუბუქება შეუძლებელია; არის დანაკლისი, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი ანაზღაურებს – მაშინ როცა ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე დაუნდობლად წყდება, როცა მისთვის მხოლოდ ჩვიდმეტი გაზაფხულია გავლილი და წინ იმედებითა და შესაძლებლობებით აღსავსე მთელი ცხოვრებაა.

სიცოცხლე უმაღლესი ფასეულობაა, რომლის დაცვაც საზოგადოების თითოეული წევრის უპირობო ვალდებულებაა. მისი ხელყოფა ყველაზე მძიმე დანაშაულია, რომელიც ღრმა კვალს ტოვებს თითოეული ჩვენგანის გულსა და ცნობიერებაში. ასეთ დროს გლოვობს არა მხოლოდ ოჯახი – გლოვობს მთელი ქვეყანა, რადგან თითოეული ახალგაზრდა სიცოცხლე ჩვენი ქვეყნის მომავალია, ჩვენი საერთო იმედი და პასუხისმგებლობაა. ყოველი მსგავსი ტრაგედია ძალუმად შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ძალადობასა და სიცოცხლის ხელყოფას უპირობოდ მოჰყვეს დამნაშავეების მთელი სიმკაცრით დასჯა – სწორედ ამ განცდის ურყევობა ქმნის უსაფრთხო გარემოს ჩვენი შვილებისთვის, ახალგაზრდებისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იზიარებს დაღუპული ახალგაზრდის ოჯახის უსაზღვრო ტკივილს. ამ უმძიმეს წუთებში მთელი გულით ვდგავართ მათ გვერდით, ვლოცულობთ ნიკოლოზის ნათელი სულისთვის და მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს ვუსურვებთ სიმტკიცესა და გამძლეობას ამ ენით აღუწერელი განსაცდელის გადასატანად“.

– აკადემიკოსი დავით გურგენიძე


მსგავსი

სიახლეები

DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის

2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...

gtu
სიახლეები

სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...

საერთაშორისო ვიზიტები

აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვიზიტი სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზიის მეცნიერებათა აკადემიის (Asian Academy of Sciences – AASc,...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?