სტუ-ის რექტორი – 26 მაისმა შექმნა საძირკველი, რომელზეც საქართველოს აწმყო და მომავალი შენდება! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე კოლეგებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებს, მკვლევრებს, სტუდენტებსა და ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 108-ე წლისთავს ულოცავს.

1918 წლის 26 მაისი საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია – დღე, როდესაც ქართველმა ერმა თავისუფლების, ეროვნული თვითმყოფადობისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი განვითარების მკაფიო განაცხადი გააკეთა და ღირსეულად დაიკავა თავისი კუთვნილი ადგილი მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე.

აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მტკიცე საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ეროვნულ და დემოკრატიულ ღირებულებებს.

„26 მაისი თითოეული ქართველისთვის ეროვნული სიამაყის, თავისუფლებისა და უდიდესი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის დღეა. ეს არის ისტორიული თარიღი, რომელიც ჩვენი ერის ურყევი ნების, დამოუკიდებლობისკენ განუწყვეტელი სწრაფვის, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და მომავლის მტკიცე რწმენის სიმბოლოდ იქცა.

დღეს, უპირველეს ყოვლისა, უდიდეს პატივს მივაგებთ წინაპრებს – 26 მაისმა შექმნა საძირკველი, რომელზეც საქართველოს აწმყო და მომავალი შენდება. ჩვენი ვალია მომავალ თაობებს გადავცეთ ეს უძვირფასესი მემკვიდრეობა და მათ მამულიშვილობისა და ქვეყნის სამსახურის ღირსეული მაგალითი ვუჩვენოთ.

თანამედროვე, გამოწვევებით სავსე მსოფლიოში დამოუკიდებლობის მოპოვებაზე არანაკლებ რთული მისი შენარჩუნება და განმტკიცებაა. ამ გზაზე მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და მმართველი პარტიის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვისკენ. სწორედ სტაბილური და მშვიდობიანი გარემოა ის საძირკველი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას, ეკონომიკურ წინსვლასა და მსოფლიო დემოკრატიულ თანამეგობრობაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას. მშვიდობის გარეშე შეუძლებელია განვითარება, სამეცნიერო პროგრესი და ძლიერი, წარმატებული სახელმწიფოს შენება.

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენი ქვეყნის სიყვარული, წინაპრებისადმი პატივისცემა და მომავლის რწმენა გვაერთიანებდეს და გვაძლიერებდეს უკეთესი ხვალინდელი დღის შესაქმნელად.მშვიდობა, ერთიანობა და წინსვლა ჩვენს სამშობლოს!“.

   – აკადემიკოსი დავით გურგენიძე


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ის რექტორი გენერალ-მაიორს, აკადემიკოს ელგუჯა მეძმარიაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, გენერალ-მაიორს, აკადემიკოს ელგუჯა მეძმარიაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს და ჯანმრთელობას,...

Placeholder
სიახლეები

სტატიებისა და პროფესიული მასალის გამოქვეყნება EEDA Newsletter-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებს EEDA Newsletter-ის მომდევნო გამოცემებში სიახლეების, მოკლე სტატიებისა და პროფესიული მასალის გამოქვეყნების შესაძლებლობა ეძლევათ. EEDA Newsletter არის...

სიახლეები

სტუ-ის პროფესორმა, მსოფლიოს წამყვან მეცნიერებთან ერთად, ფილადელფიაში მათემატიკოსთა საერთაშორისო კონგრესში – ICM 2026 – მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დავით ნატროშვილმა ფილადელფიაში (აშშ) გამართულ მათემატიკოსთა საერთაშორისო კონგრესში...

სიახლეები

სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება

2026 წლის 1 სექტემბრიდან იწყება საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებული 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში სტაჟიორთა შერჩევის კონკურსი. ანაზღაურებადი სტაჟირების...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ლამარა ბერიშვილის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით პროფესორ ლამარა ბერიშვილის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პარაძიუდოისტთა ნაკრებსა და სტუ-ის სტუდენტს ევროპის ორგზის ჩემპიონობას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტს, საქართველოს...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?