სტუ-ში X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „გლობალიზაცია და ბიზნესის საერთაშორისო გამოწვევები“ ჩატარდა


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „გლობალიზაცია და ბიზნესის საერთაშორისო გამოწვევები“ გაიმართა, რომელზეც ქართველმა და უცხოელმა მკვლევრებმა, სტუდენტებმა და პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა გლობალური ეკონომიკისა და ბიზნესგარემოს აქტუალური საკითხები განიხილეს.

კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს ბიზნესის საერთაშორისო განვითარების ტენდენციებზე, ციფრული ტრანსფორმაციის გამოწვევებზე, ინოვაციებისა და განათლების როლზე თანამედროვე ბიზნესსივრცეში, ასევე, განიხილეს ეკონომიკაზე გლობალიზაციის პროცესების გავლენები.  გარდა ამისა, დისკუსიები შეეხო საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ზრდის მექანიზმებსა და მდგრადი განვითარების პერსპექტივებს.

სამეცნიერო კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები, პროფესორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე, სამეცნიერო-აკადემიური წრეები და სტუდენტები, ასევე, უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ აღნიშნა, კონფერენციის მიზანი სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება, ახალგაზრდა მკვლევართა მხარდაჭერა და საერთაშორისო აკადემიური ურთიერთობების გაფართოებაა. მისივე თქმით, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციის –  „გლობალიზაცია და ბიზნესის საერთაშორისო გამოწვევები“ ჩატარებას, საფუძველი  2016 წლიდან ჩაეყარა.

„კონფერენცია განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, რადგან იგი ერთ სივრცეში აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს, მკვლევრებს, პროფესორებს, ახალგაზრდა მეცნიერებსა და სტუდენტებს, რომელთაც საერთო მიზანი ამოძრავებთ – თანამედროვე გლობალური გარემოს წინაშე მდგარი ეკონომიკური და ბიზნესგამოწვევების სიღრმისეული გააზრება, მათი მეცნიერული ანალიზი და დაძლევის გზების ძიება. მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციის ფარგლებში განხილული თემები პასუხობს ყველაზე აქტუალურ საკითხებს – ციფრულ ტრანსფორმაციას, საერთაშორისო ბაზრების დინამიკას, ინოვაციური ტექნოლოგიების გავლენას ბიზნესზე, მდგრად ეკონომიკურ განვითარებასა და გლობალური კონკურენციის პირობებში ორგანიზაციების ადაპტაციის აუცილებლობას. სწორედ ამიტომ, აღნიშნული სამეცნიერო ფორუმი არა მხოლოდ აკადემიური დისკურსის სივრცეა, არამედ ცოდნის, გამოცდილებისა და ახალი იდეების ურთიერთგაზიარების მნიშვნელოვანი შესაძლებლობა. წარმატებებს ვუსურვებ მონაწილეებს“.

– პროფესორი თამარ ლომინაძე

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის განცხადებით, კონფერენციის საერთაშორისო მასშტაბი და უცხოელი კოლეგების აქტიური ჩართულობა ღონისძიებას განსაკუთრებულ აკადემიურ და სამეცნიერო მნიშვნელობას სძენს, რადგან მსგავსი ფორმატის საერთაშორისო ფორუმები ქმნის სივრცეს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები, მკვლევრები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ერთმანეთს უზიარებენ ცოდნას, თანამედროვე კვლევით გამოცდილებასა და პროფესიულ ხედვებს.

დეკანის განცხადებით, გლობალიზაციის პირობებში მეცნიერებისა და განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან თანამედროვე გამოწვევები უკვე სცდება ერთი ქვეყნისა თუ რეგიონის ფარგლებს და საჭიროებს ერთობლივ, მრავალმხრივ აკადემიურ მიდგომებს. უცხოელი პარტნიორების კონფერენციაში მონაწილეობა ღონისძიების საერთაშორისო სტატუსს უსვამს ხაზს და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სამეცნიერო დიალოგის გაღრმავებას, ახალი იდეების ფორმირებასა და საერთაშორისო კვლევითი თანამშრომლობების განვითარებას.

„მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციაში მონაწილეობენ უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერ-მკვლევრები. თანამედროვე აკადემიურ სივრცეში საერთაშორისო თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს როგორც მეცნიერების განვითარების, ისე განათლების ხარისხის გაუმჯობესების მხრივ. მსგავსი ფორმატის შეხვედრები გვაძლევს შესაძლებლობას, გავეცნოთ სხვადასხვა ქვეყნის აკადემიურ და პრაქტიკულ გამოცდილებას, თანამედროვე კვლევით მიდგომებსა და იმ გამოწვევებზე რეაგირების მექანიზმებს, რომლებიც დღეს გლობალურ ეკონომიკასა და ბიზნესგარემოს უკავშირდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ასეთ პროცესებში აქტიურად არიან ჩართული ჩვენი სტუდენტებიც და მათ აქვთ შესაძლებლობა უშუალოდ მოისმინონ საერთაშორისო აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლების მოსაზრებები, გაეცნონ თანამედროვე ტენდენციებს და მონაწილეობა მიიღონ პროფესიულ დისკუსიებში. დარწმუნებული ვართ, რომ მსგავსი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გააძლიერებს საერთაშორისო სამეცნიერო კავშირებს და ხელს შეუწყობს ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას. მადლობას ვუხდი იტალიის ფოჯას უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს მეცნიერების დარგში – პროფესორ მარიანტონიეტა ფიორეს, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტს ემილიო კასიელოს და გერმანიის ზაარბრიუკენის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორ ვილი ჰოიზერს კონფერენციაში მონაწილეობისთვის“.

  – პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე

X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის პლენარულ და თემატურ სესიებზე მონაწილეებმა სამეცნიერო ნაშრომები და კვლევის შედეგები წარადგინეს. ღონისძიების დასასრულს კონფერენციამ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლებიც საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკური განვითარების თანამედროვე გამოწვევების გადაჭრას უკავშირდება.


მსგავსი

კონფერენციები და სემინარები

„ქართული სასულიერო არქიტექტურა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები“- საერთაშორისო კონფერენცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ქართული...

კონფერენციები და სემინარები

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ბათუმში საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია – „შავი ზღვის უსაფრთხოების თანამედროვე პრობლემები კლიმატის ცვლილების კონტექსტში“, ჩაატარა

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თანმიმდევრულად უჭერს მხარს კლიმატის ცვლილების, გარემოს დაცვის, მწვანე ტექნოლოგიების, ენერგეტიკული ტრანზიციისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით სამეცნიერო კვლევების...

კონფერენციები და სემინარები

„ქართული კრეატივი“ – საჯარო ლექცია-სემინარი სტუ-ში

29 მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია-სემინარი - „ქართული კრეატივი“ გაიმართა, რომელსაც კრეატივის სკოლის დამფუძნებელი კოტე იანტბელიძე უძღვებოდა. ღონისძიებამ დიდი...

კონფერენციები და სემინარები

სტუ-ში სახელმწიფო ენების, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ეკონომიკის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

„ქართულმა ენამ ქართველი ერი ურთულეს ისტორიულ ვითარებაში გააერთიანა, შეუნარჩუნა სახელმწიფოებრივი ცნობიერება და კულტურული უწყვეტობა. ქართულმა სიტყვამ, ქართულმა ხელნაწერმა, ქართულმა საგალობელმა...

კონფერენციები და სემინარები

საქართველოს ციფრული სუვერენიტეტის დაცვისა და განვითარების დღეები სტუ-ში

28 მაისს, 12:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ნიკო ნიკოლაძის სახელობის შეხვედრების დარბაზში იხსნება სტუ-ის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული...

კონფერენციები და სემინარები

რუსთაველის ფონდის საგრანტო პროექტების მომზადების ტრენინგი სტუ-ში

20 მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ორგანიზებით, პრაქტიკული ტრენინგ-სემინარის „რუსთაველის ფონდის წარმატებული საგრანტო პროექტების მომზადება –...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?