სტუ-ის რექტორი – წარმატებებს ვუსურვებ სტუდფესტის მონაწილეებს, განსაკუთრებით კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს
„ისეთი მასშტაბური ფესტივალის ორგანიზებით, როგორიცაა „სტუდფესტი-2026”, სახელმწიფო ახალგაზრდებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისკენ, სპორტში, განათლებასა და კულტურულ აქტივობებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს. ეს არის სწორი გზავნილი, რომელიც ხელს უწყობს ძლიერი, ჯანმრთელი და მოტივირებული თაობის ფორმირებას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა სტუდენტური ცხოვრების გააქტიურებასა და ახალგაზრდების მრავალმხრივ განვითარებას. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სტუდენტების აქტიური მონაწილეობა ასეთ მასშტაბურ ღონისძიებებში. წარმატებებს ვუსურვებ სტუდფესტის მონაწილე ყველა ახალგაზრდას, განსაკუთრებით კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ „სტუდფესტი-2026“-ის გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციამ, რექტორის ხელმძღვანელობით, მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალის – „სტუდფესტი 2026” – გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო.
„სტუდფესტი 2026“, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება, ითვალისწინებს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის სპორტული ტურნირების ორგანიზებასა და ჩატარებას. პარალელურად, დაგეგმილია მრავალფეროვანი კულტურული, საგანმანათლებლო და მოხალისეობრივი აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას, მათი სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერებას და სხვადასხვა მიმართულებით უნარების განვითარებას. აღნიშნულ ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომლის სტუდენტები უნივერსიტეტს წარმოადგენენ როგორც სპორტულ შეჯიბრებებში, ისე ინტელექტუალურ, შემოქმედებით და საზოგადოებრივ პროექტებში.
რექტორის განცხადებით, მასშტაბური ინიციატივები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტუდენტური ცხოვრების გააქტიურებას, ახალგაზრდებს აძლევს თვითრეალიზაციის ფართო შესაძლებლობას და აძლიერებს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობასა და ჯანსაღ კონკურენციას. აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი პროექტები ერთდროულად აერთიანებს განათლებასა და მეცნიერებას, სპორტს, საზოგადოებრივ აქტივობას, სტუდენტურ თვითშემოქმედებასა და კულტურულ აქტივობებს, რაც ქმნის განვითარებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდულ გარემოს საქართველოში.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურად ერთვება „სტუდფესტი 2026“-ში. ჩვენი სტუდენტები და სტუდენტური ჯგუფები მონაწილეობენ როგორც სპორტულ შეჯიბრებებში, ისე სხვადასხვა შემოქმედებით, ინტელექტუალურ და მოხალისეობრივ აქტივობებში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ახალგაზრდების მრავალმხრივ პოტენციალს. წარმატებებს ვუსურვებ სტუდენტებს. მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ახალგაზრდული პოლიტიკის გაძლიერებისა და მსგავსი მასშტაბური პროექტების მხარდაჭერისთვის. მადლიერებას გამოვხატავ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პირადად მინისტრ გივი მიქანაძის მიმართ, რომლის ხედვა და უშუალო ჩართულობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტუდენტური ინიციატივების განვითარებას და ახალგაზრდების შესაძლებლობების გაფართოებას. განსაკუთრებული მადლობა – თბილისის მერიას და მერ კახა კალაძეს, რომლის მხარდაჭერაც დედაქალაქის მასშტაბით ახალგაზრდული, სპორტული და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებაში ძალიან მნიშვნელოვანია, და რუსთავის მერს, ნინო ლაცაბიძეს – ღონისძიების მხარდაჭერისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ სტუდენტს, ვინც მონაწილეობს ამ ფესტივალში. ძვირფასო ახალგაზრდებო, თქვენი ენერგია, შრომა და ენთუზიაზმი სწორედ ის ძალაა, რომელიც საქართველოს მომავალს აძლიერებს“.
– აკადემიკოსი დავით გურგენიძე
„სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში 1 მაისიდან მიმდინარე ინდივიდუალურ და გუნდურ სპორტულ ტურნირებში – შვიდკაცა რაგბი (ვაჟები), ძიუდო (ვაჟები), ნარდი, შაში და ჭადრაკი (გოგონები და ვაჟები) – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ და ღირსეულად იასპარეზეს.
ცნობისათვის, „სტუდფესტი-2026“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, ახალგაზრდობის სააგენტოს, თბილისის მერიისა და სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით იმართება.
მსგავსი
სტუ-ის მაგისტრანტმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში (IAEA) ერთწლიანი სტაჟირება გაიარა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის, გამოყენებითი გეოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის, მეორე კურსის სტუდენტმა ელენე ჩიკვილაძემ საერთაშორისო...
სტუ-ის სტუდენტები და პროფესორები ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიაში იმყოფებოდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამის, ასევე, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის მიმართულების სტუდენტები და პროფესორები...
სტუ-ის სტუდენტმა რაჭაში ზედა ცარცული ნალექების ბიოსტრატიგრაფიული კვლევა ჩაატარა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტმა რაჭაში საველე-გეოლოგიური კვლევა ჩაატარა. სტუდენტმა რატი რაჭველიშვილმა კვლევა...
სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტები „არემჯის“ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობენ
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის „არემჯის“ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ისინი ერთთვიანი პრაქტიკული...
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირები, აკადემიური და ადმინისტრაციული...
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე AI ჰაკათონი – „BrainHack-AI 2026“ ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მასშტაბურ ჰაკათონს - „BrainHack-AI 2026“ უმასპინძლა. ინტენსიურ, დინამიკურ და...
