საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იუსტიციის სახლს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, ასევე იუსტიციის სახლის თავმჯდომარის მოადგილეები და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამავე ღონისძიების ფარგლებში, იუსტიციის სახლმა თანამშრომლობის მემორანდუმები 16 უნივერსიტეტთან გააფორმა.
დოკუმენტი ითვალისწინებს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტებისთვის სტაჟირების შესაძლებლობების შექმნას, რაც მათ პროფესიული უნარების განვითარებასა და პრაქტიკული გამოცდილების დაგროვებაში დაეხმარება. ასევე, წარმატებული სტაჟირების შემთხვევაში, ახალგაზრდებს ექნებათ დასაქმების პერსპექტივაც.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის განცხადებით, აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია განათლებასა და პრაქტიკულ საქმიანობას შორის კავშირის გაძლიერების მიმართულებით. პროფესორ თამარ წერეთლის თქმით, მსგავსი ინიციატივები სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, თეორიული ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში გამოსცადონ, რაც მათი კონკურენტუნარიანობის ზრდას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო შრომის ბაზარზე.
„ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ისეთი პარტნიორობის ჩამოყალიბება, რომელიც სტუდენტებს რეალურ სამუშაო გარემოსთან დააახლოებს. იუსტიციის სახლთან თანამშრომლობა ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს გაიღრმავონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკაში გამოცადონ საკუთარი უნარები, გაეცნონ საჯარო სერვისების თანამედროვე სტანდარტებს, ჩამოიყალიბონ პროფესიული ხედვა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათი კონკურენტუნარიანობის ზრდას და მომავალში დასაქმების შესაძლებლობებს გააფართოებს”.
– პროფესორი თამარ წერეთელი
მსგავსი
სტუ-სა და Carl Zeiss-ის ოფიციალურ წარმომადგენელ AMK Management-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სამეცნიერო ტექნოლოგიების მსოფლიო ბრენდის, Carl Zeiss-ის ოფიციალურ წარმომადგენელ კომპანია AMK Management-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეებს...
სტუ-სა „გლობალ სელს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების - „გლობალ სელი“ - დირექტორმა გიორგი მადუაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს...
რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე – სტუ CERN-ის მორიგ მასშტაბურ საერთაშორისო პროექტში ჩაერთვება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ჟენევაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, CERN-თან ხელი მოაწერა ურთიერთგაგების...
სტუ-სა და „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები უახლოესი მომავლიდან, სტაჟირების სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, პრაქტიკული უნარების გამომუშავებას, ასევე პროფესიული და კვლევითი გამოცდილების შეძენას „რეგიონული...
წარმატებული სტუდენტებისთვის პროფესორ ალექსანდრე ტალიაშვილის სახელობითი დაფინანსება დაწესდა
„სასიხარულოა, რომ ამიერიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ის ნიჭიერი და მოტივირებული სტუდენტები, რომლებიც ჯგუფურად შემუშავებული ინტერდისციპლინური ინოვაციური პროექტებით კონკურსში გამარჯვებას მოიპოვებენ,...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა აბელ...