სტუ-ის სტუდენტურმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა განახლებული შემადგენლობით კონცერტი გამართეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობილი სტუდენტური შემოქმედებითი ჯგუფები – სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“, იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელა, გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსაბლი „ქალდეა“ და ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „ფესვები“, 2025-2026 სასწავლო წლის ფარგლებში, სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების წინაშე განახლებული შემადგენლობითა და პირველი ერთობლივი პროგრამით წარსდგნენ.
საუნივერსიტეტო ანსამბლების კონცერტს, რომელიც ივანე ჯავახიშვილის დიდ დარბაზში სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა, ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი – აკადემიკოსი დავით გურგენიძე, კანცლერი – პროფესორი კარლო კოპალიანი, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი – პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორები – პროფესორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, რომელთა შორის მრავლად იყვნენ პირველკურსელები. კონცერტს ასევე ესწრებოდნენ მიწვეული სტუმრები – ახალგაზრდული საგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები – სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, განათლებისა და კულტურის კომისიის წევრი შალვა სუთიაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრი ალექსანდრე მუკათარიძე.

კონცერტზე 90-წლიანი ისტორიის მქონე სახალხო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მერანმა“ (სამხატვრო ხელმძღვანელები: თეიმურაზ კობახიძე და ნინო ლაზიშვილი) წარმოადგინა კომპოზიციები – „განდაგანა“, „ნაბდური“ და „კავკასიური“; „სტუდფესტი 2025“-ის გამარჯვებულმა საუნივერსიტეტო შემოქმედებითმა ჯგუფმა – „ფესვები“ (სამხატვრო ხელმძღვანელი დავით უზნაძე) შეასრულა „ყანური,“ „ოდოია“ და „იმერული სახუმარო“; გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტულმა ანსაბლმა „ქალდეამ“ (სამხატვრო ხელმძღვანელი თამაზ ჯამაგიძე) წარმოადგინა „ფშავური“, „წარსულმა სულ თან წაიღო“ და „აისი“; ხოლო სტუ-ის იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელა (სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი ციცინო ფალავანდიშვილი), რომელმაც უკვე 60 წლის იუბილე აღნიშნა, მაყურებლის წინაშე წარსდგა ჯანსუღ კახიძის „მრავალჟამიერით“ და ნოდარ გიგაურის კომპოზიციით – „ალილუია“ . კონცერტმა მაყურებლის მოწონება და ოვაცია დაიმსახურა.
როგორც რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ კონცერტის დასრულების შემდეგ განაცხადა, მიმდინარე სასწავლო წელს სტუ-ის სახელოვნებო ჯგუფების მიერ განახლებული შემადგენლობით ჩატარებული პირველი ერთობლივი კონცერტი ცხადყოფს, რომ სამეცნიერო-საინჟინრო მიღწევებით ცნობილი უნივერსიტეტი, რომელსაც ათწლეულებია ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული კულტურის და საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებაში, თავის შემოქმედებით ტრადიციებს კვლავაც ღირსეულად აგრძელებს.

დავით გურგენიძის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები სტუდენტური თვითშემოქმედების განვითარებას მრავალმხრივ უწყობს ხელს, შესაბამისად, ახალგაზრდებმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ ყველა ის შესაძლებლობა, რასაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მათ სთავაზობს. რექტორის თქმით, შემოქმედებით ჯგუფებში გაერთიანებით სტუდენტური ცხოვრება ემოციურად დატვირთული და გაცილებით მრავალფეროვანი ხდება.
„განახლებული შემოქმედებითი ჯგუფების ერთობლივი კონცერტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები თავიანთი ალმა-მატერის სახელს არა მხოლოდ აკადემიური მიღწევებით, არამედ შემოქმედებითადაც ამდიდრებენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი ახალგაზრდების უნარი, ერთ სივრცეში გააერთიანონ ჩვენი ქვეყნის უმდიდრესი ტრადიციები და თანამედროვე ხედვა, რაც ქართულ კულტურას ახალ დინამიკას სძენს. მსგავსი ღონისძიებები, ერთი მხრივ, აძლიერებს საუნივერსიტეტო ერთობას, ხოლო მეორე მხრივ, სტუდენტებს აძლევს ნიჭისა და შესაძლებლობის მრავალმხრივ წარმოჩენის საშუალებას, რითაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელოვნებო ცხოვრება კიდევ უფრო გამორჩეული ხდება“, – აღნიშნა დავით გურგენიძემ.
მსგავსი
აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვიზიტი სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზიის მეცნიერებათა აკადემიის (Asian Academy of Sciences – AASc,...
იტალიური ენის უფასო კურსები სტუ-ის სტუდენტებისთვის
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ გაძლევთ უნიკალურ შანსს, გაიაროთ იტალიური ენის უფასო კურსები, რომლებიც განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის...
სტუ-სა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ბაკურ მიქაძემ უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის...
პროფესიული კურსები სტუდენტებისთვის
საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია გრენა სხვადასხვა უნივერსიტეტის პირველკურსელებისთვის სასწავლო კურსებს იწყებს. 28 სექტემბერს და 5 ოქტომბერს, ასოციაცია გრენა პირველკურსელებს ორ...
სტუ-ში 2026-2027 სასწავლო წლის საშემოდგომო გარე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ინფორმაციას სტუ-ის შერჩეულ პროგრამაზე გარე მობილობისთვის გამოყოფილი ვაკანტური ადგილებისა და დაშვების პირობების შესახებ: https://students.emis.ge/VacancyInfo მობილობით გადმოსვლის მსურველმა...
სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს სტუდენტობას ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები, სტუდენტობას ულოცავს და მათ შემეცნებითა და...