სტუ-ში სახელმწიფო ენების, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ეკონომიკის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
„ქართულმა ენამ ქართველი ერი ურთულეს ისტორიულ ვითარებაში გააერთიანა, შეუნარჩუნა სახელმწიფოებრივი ცნობიერება და კულტურული უწყვეტობა. ქართულმა სიტყვამ, ქართულმა ხელნაწერმა, ქართულმა საგალობელმა და სამეცნიერო აზრმა შექმნა ის სულიერი სივრცე, რომელმაც ჩვენი ეროვნული არსებობა გადაარჩინა. დღეს, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ეკონომიკის ეპოქაში, ამ პასუხისმგებლობას ახალი განზომილება ემატება. აუცილებელია, რომ ქართული და აფხაზური ენები სრულფასოვნად იყოს ინტეგრირებული თანამედროვე ტექნოლოგიურ სისტემებში, ციფრულ პლატფორმებში, ენობრივ მოდელებში, ავტომატური თარგმნის სისტემებში, ხელოვნური ინტელექტის არქიტექტურაში, სამეცნიერო მონაცემთა ბაზებსა და გლობალურ საინფორმაციო სივრცეში. თუ სახელმწიფო ენა ვერ გახდება თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესების ორგანული ნაწილი, ის თანდათან დაკარგავს ფუნქციურ შესაძლებლობებს, გავლენას და განვითარების პერსპექტივას. ჩვენი ვალია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესი გამოვიყენოთ ეროვნული იდენტობის გასამტკიცებლად, კულტურული მრავალფეროვნების გასაძლიერებლად და მომავალი თაობებისთვის გადასაცემად“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე განაცხადა.
უნივერსიტეტში სტუ-ის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეორე საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს სახელმწიფო ენები ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ეკონომიკის ეპოქაში – კულტურული და ტექნოლოგიური ასპექტები“ გაიმართა.
ღონისძიება, რომლის მუშაობაში ჩართულნი არიან ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტები, მეცნიერ-მკვლევრები, განათლების სფეროს წარმომადგენლები და სტუდენტები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა.
როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართული და აფხაზური ენების კულტურულ და ტექნოლოგიურ პერსპექტივებს, თანამედროვე ციფრულ ეკონომიკაში ენობრივი რესურსების მნიშვნელობას, ასევე, ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს.
„მსოფლიო შედის ახალ ციფრულ რეალობაში, სადაც ინფორმაცია ძვირფასი რესურსია, ხარისხიანი განათლება – გლობალური კონკურენტუნარიანობის მთავარი ფაქტორი, ტექნოლოგიური შესაძლებლობები კი, სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთი განმსაზღვრელი პირობაა. ციფრული ტრანსფორმაცია ცვლის ადამიანთა ცხოვრების წესს, შრომის ბაზარს, კომუნიკაციის ფორმებსა და საზოგადოებრივი ურთიერთობების არქიტექტურას. თუმცა, ამ მასშტაბურ ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად ჩნდება უმნიშვნელოვანესი კითხვები – მომავლის ციფრულ სამყაროში სად იქნება ეროვნული კულტურების, ენებისა და იდენტობების ადგილი? შეძლებენ თუ არა მცირე ერები საკუთარი სულიერი და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას გლობალური ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში? სწორედ ამ კონტექსტში იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას უნიკალური კულტურების მქონე მცირე ერების პასუხისმგებლობა თავიანთი ბუნებრივი ენების, ისტორიული მეხსიერებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-განვითარების მიმართულებით. სწორედ ენა არის ერის ისტორიული მეხსიერება, მისი სულიერი ენერგია, მსოფლმხედველობა, კულტურული კოდი და ეროვნული იდენტობისა და თვითშეგნების საფუძველი. ამიტომ ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, მომავალმა თაობებმა იცხოვრონ ისეთ საქართველოში, სადაც სახელმწიფო ენები ორგანულად იქნება ინტეგრირებული თანამედროვე ციფრულ და ტექნოლოგიურ სამყაროში. მადლობას მოვახსენებ ჩვენი უნივერსიტეტის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს და ბატონ კონსტანტინე ფხაკაძეს კონფერენციის ჩატარებისათვის. წარმატებას ვუსურვებ მონაწილეებს“.
– აკადემიკოსი დავით გურგენიძე
საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს სახელმწიფო ენები ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ეკონომიკის ეპოქაში – კულტურული და ტექნოლოგიური ასპექტები“ ორი დღე გასტანს, სადაც კონფერენციის მონაწილეები 20-ზე მეტ თემის ირგვლივ იმსჯელებენ.
მსგავსი
სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვის ღონისძიება სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. კონფერენცია უკვე მრავალი წელია წარმოადგენს...
„ქართული სასულიერო არქიტექტურა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები“- საერთაშორისო კონფერენცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ქართული...
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ბათუმში საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია – „შავი ზღვის უსაფრთხოების თანამედროვე პრობლემები კლიმატის ცვლილების კონტექსტში“, ჩაატარა
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თანმიმდევრულად უჭერს მხარს კლიმატის ცვლილების, გარემოს დაცვის, მწვანე ტექნოლოგიების, ენერგეტიკული ტრანზიციისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით სამეცნიერო კვლევების...
„ქართული კრეატივი“ – საჯარო ლექცია-სემინარი სტუ-ში
29 მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია-სემინარი - „ქართული კრეატივი“ გაიმართა, რომელსაც კრეატივის სკოლის დამფუძნებელი კოტე იანტბელიძე უძღვებოდა. ღონისძიებამ დიდი...
სტუ-ში X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „გლობალიზაცია და ბიზნესის საერთაშორისო გამოწვევები“ ჩატარდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალიზაცია და ბიზნესის საერთაშორისო გამოწვევები“ გაიმართა, რომელზეც ქართველმა და უცხოელმა მკვლევრებმა, სტუდენტებმა...
საქართველოს ციფრული სუვერენიტეტის დაცვისა და განვითარების დღეები სტუ-ში
28 მაისს, 12:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ნიკო ნიკოლაძის სახელობის შეხვედრების დარბაზში იხსნება სტუ-ის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული...