სტუ-ში შიდა საუნივერსიტეტო ტურნირი შვიდკაცა რაგბიში გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ის პირველობა შვიდკაცა რაგბიში გაიმართა, რომელშიც უპირობო გამარჯვება და უნივერსიტეტის ოქროს თასი სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის გუნდმა მოიპოვა.
საუნივერსიტეტო პირველობაში სტუ/ყოჩების მოედანზე მოასპარეზე სტუ-ის ექვსი ფაკულტეტის შვიდკაცა რაგბის გუნდებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, შესაბამისი ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ქომაგობდნენ.
საუნივერსიტეტო პირველობაში გამარჯვებულ რაგბის გუნდს სტუ-ის ოქროს თასი სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლევან ფიფიამ, უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა დავით ლეშკაშელმა და სპორტის მიმართულების ხელმძღვანელმა აჩილ იოსელიანმა გადასცეს.

როგორც სტუ-ის სპორტული მიმართულების ხელმძღვანელი აღნიშნავს, სასიხარულოა, როცა გარკვეული პაუზის შემდეგ შვიდკაცა რაგბის ტურნირი საუნივერსიტეტო სივრცეში წარმატებით დაბრუნდა. არჩილ იოსელიანის თქმით, მეორე წელია შვიდკაცა რაგბიში უპირობო ლიდერი და უნივერსიტეტის თასის მფლობელი სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტია.
„განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, მეორე წელია შვიდკაცა რაგბი საუნივერსიტეტო სივრცეს დაუბრუნდა და ტურნირების ჩატარების ტრადიცია აღდგა. ეს აძლიერებს სტუდენტების გუნდურ სულისკვეთებას, მით უმეტეს, რომ ჩვენს ქვეყანაში რაგბის სახეობის პოპულარიზაცია სწორედ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან დაიწყო. საუნივერსიტეტო კლუბში დაოსტატებული სახელოვანი მორაგბეები შემდეგ საქართველოს ნაკრებში თამაშობდნენ, იმარჯვებდნენ და გულშემატკივარს აღაფრთოვანებდნენ.
წელს მონაწილე გუნდებმა მაღალ დონეზე წარმოაჩინეს თავიანთი მიზანსწრაფულობა, სტრატეგიული გათვლები და გუნდური მუშაობის უნარები. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის გუნდი, რომელმაც საბოლოო ჯამში მოიპოვა კიდეც საუნივერსიტეტო თასი. დარწმუნებული ვართ, ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს სტუდენტებს შორის ურთიერთპატივისცემისა და პასუხისმგებლობის განვითარებას და რაც მთავარია, საუნივერსიტეტო ტრადიციების აღორძინებას“, – ამბობს არჩილ იოსელიანი.
მსგავსი
სტუ-ის რექტორი პარაძიუდოისტთა ნაკრებსა და სტუ-ის სტუდენტს ევროპის ორგზის ჩემპიონობას ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტს, საქართველოს...
სტუ-ის რექტორმა განათლების მინისტრის მოადგილემ, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრი უნივერსიტეტების რექტორებმა და სტუდენტებმა აგვისტოს ომის გმირებს პატივი მიაგეს
„დღეს კიდევ ერთხელ მივაგეთ პატივი ჩვენი გმირების ხსოვნას. მათი თავგანწირვა არის მაგალითი იმისა, თუ რამდენად ძვირფასია სამშობლო, თავისუფლება და მშვიდობა....
სტუ-ის რექტორი პროფესორ შენგელი ფიცხელაურს, იუბილესა და ძიუდოში პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მინიჭებას ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების...
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლ პროგრამის კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ!
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამათავრებული პირი უფლებამოსილია, სწავლა განაგრძოს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ ნებისმიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელსაც 2026-2027 სასწავლო...
სტუ-ის რექტორი სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მერაბ მეტრეველის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს სპორტის სახელმწიფო...
ღვაწლმოსილი მკვლევრისა და პედაგოგის, პროფესორ თეიმურაზ ცაბაძის გარდაცვალების გამო სტუ მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ღვაწლმოსილი მათემატიკოსისა და პედაგოგის, სტუ-ის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის...