ერთწლიან სამაგისტრო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
გთავაზობთ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2025/2026 სასწავლო წელს, ერთწლიან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე (მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს) საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაციის ვადების, თანდართული დოკუმენტაციის წარდგენისა და მისაღები გასაუბრებების განრიგის შესახებ.
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთწლიან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე (არანაკლებ 60 კრედიტი) ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2025 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის და უქმე დღის გარდა), სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე, VI კორპუსი, მე-7 სართული, ოთახი 702ა, კოსტავას ქ.N 77.
- ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე (არანაკლებ 60 კრედიტი), დაშვების წინაპირობის შესაბამისად, გასაუბრება უცხო ენაში (იმ აპლიკანტთათვის, ვინც სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობის შესაბამისად, ვერ წარმოადგინა უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი არანაკლებ B2 დონის) ჩატარდება 2025 წლის 12 სექტემბერს, 10:00 საათზე, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში, VI კორპუსი, მე-7 სართული, ოთახი 704ა, კოსტავას ქ.N 77.
- ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა გასაუბრება სპეციალობაში დარგობრივ კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 16 სექტემბერს, 1000 საათზე, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში, VI კორპუსი, მე-7 სართული, ოთახი 704ა, კოსტავას ქ.N 77.
- გასაუბრების შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის 17 სექტემბერს. სააპელაციო განაცხადების მიღება მოხდება გასაუბრების ჩატარების ადგილზე, 17 სექტემბერიდან 18 სექტემბრის 1400 საათამდე. აპელაციები განიხილება 18 სექტემბერს. გასაუბრების საბოლოო შედეგები(აპელაციის გათვალისწინებით) გამოქვეყნდება იმავე დღეს, უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
- მაგისტრანტობის კანდიდატებთან სასწავლო და საფინანსო ხელშეკრულებები გაფორმდება 2025 წლის 22 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით.
საჭირო დოკუმენტები და ინსტრუქცია:
Related
Welcome Event for International Students at GTU
Georgian Technical University held a welcome event for newly enrolled international students. The event introduced the university, helped students begin...
CSU/SDSU AI Research – with participation from various universities across the country
From September 21 to October 19, San Diego State University (San Diego State University – SDSU), in cooperation with the...
GTU Rector Congratulates Professor Boris Bokolishvili on His 90th Anniversary
The Rector of Georgian Technical University, Academician Davit Gurgenidze, on behalf of the university community, congratulates Boris Bokolishvili, Doctor of...
New Season of Employer Meetings at GTU
A new season of employer meetings for the 2026/2027 academic year has launched at Georgian Technical University as part of...
Cybersecurity Awareness Event at GTU
The Faculty of Informatics and Control Systems at Georgian Technical University is participating in a cybersecurity awareness campaign. The event...
Meeting with Writer and Translator Archil Javakhadze
The Faculty of Informatics and Control Systems at the Georgian Technical University hosted a meeting with writer and translator Archil...