„ეს არის უმაღლესი სკოლა, სადაც შეგიძლია იპოვო საკუთარი პროფესიული გზა, მიიღო ცოდნა და გახდე სპეციალისტი“ – სტუ-ის კურსდამთავრებული
„ჩემთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სამშენებლო ფაკულტეტი ნიშნავს მომავლისკენ გადადგმულ ნაბიჯს. ეს არის უმაღლესი სკოლა, სადაც შეგიძლია იპოვო საკუთარი პროფესიული გზა, მიიღო ცოდნა და რაც მთავარია, გახდე სპეციალისტი, რომელსაც სამშენებლო სფეროს განვითარება შეუძლია“, – აცხადებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, საპროექტო ორგანიზაცია „კაპიტელის” კონსტრუქტორი ნინო პავლიაშვილი.
ნინო პავლიაშვილმა სამშენებლო ფაკულტეტის სამოქალაქო და სამრეწველო შენობა-ნაგებობათა მშენებლობის მიმართულებით, ბაკალავრიატი 2018 წელს დაასრულა, მაგისტრატურა – 2020 წელს, ხოლო დოქტორანტურა – 2023-ში.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ნამდვილად გამოირჩევა თავისი მყარად ჩამოყალიბებული სტრუქტურით, წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებით და პროფესიონალი ლექტორებით, სამშენებლო ფაკულტეტი კი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და პრესტიჟული ფაკულტეტია. აქ, დიდ ყურადღებას უთმობენ როგორც თეორიულ განათლებას, ისე პრაქტიკულ საქმიანობას. ლაბორატორიები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია, პროექტებზე მუშაობა კი რეალურ პირობებს ქმნის პროფესიული უნარების განვითარებისთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტი თანამშრომლობს ქართულ და უცხოურ სამშენებლო კომპანიებთან, რაც სტაჟირების საშუალებას გვაძლევს, რათა ცოდნა პრაქტიკაში გამოვიყენოთ. ასევე, ხშირად იმართება სემინარები, კონკურსები და ტრენინგები, რაც კიდევ უფრო ამდიდრებს ჩვენს გამოცდილებას. მუდმივი განვითარება და სიახლეების ძიება არის ის, რაც ადამიანს ავითარებს, ამიტომ სტუდენტებსა და აბიტურიენტებს ვურჩევ, მაქსიმალურად გამოიყენონ მათთვის ხელმისაწვდომი რესურსები და დრო, რადგან ეს საკუთარი თავის განვითარებისათვის საუკეთესო პერიოდია. ასევე, ვურჩევ აქტიურად ჩაერთონ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში და მუდმივად იმუშაონ საკუთარი უნარების გაუმჯობესებაზე, რადგან არსებული თუნდაც ყველაზე გამოცდილი საინჟინრო სკოლაც კი ვერ მოგვცემს ცოდნას ძალით, თუ ინიციატივასა და პასუხისმგებლობას თავად არ გამოვიჩენთ“, – აცხადებს ნინო პავლიაშვილი.
Related
“Science for the Development of Georgia’s Regions – 2026” – GTU Participates in Regional Science Festival
The Regional Science Festival is an important event for fostering an interest in research among young people and deepening cooperation...
Welcome Event for International Students at GTU
Georgian Technical University held a welcome event for newly enrolled international students. The event introduced the university, helped students begin...
CSU/SDSU AI Research – with participation from various universities across the country
From September 21 to October 19, San Diego State University (San Diego State University – SDSU), in cooperation with the...
GTU Rector Congratulates Professor Boris Bokolishvili on His 90th Anniversary
The Rector of Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, on behalf of the university community, congratulates Boris Bokolishvili, Doctor of...
New Season of Employer Meetings at GTU
A new season of employer meetings for the 2026/2027 academic year has launched at Georgian Technical University as part of...
Cybersecurity Awareness Event at GTU
The Faculty of Informatics and Control Systems at Georgian Technical University is participating in a cybersecurity awareness campaign. The event...